სტრატეგია „4H Scalp System“ მარტივია. გარიგებების რაოდენობა მაღალია, გამოიყენება პრინციპში ნებისმიერ სავალუტო წყვილისთვის.
სტრატეგიისთვის, ბაზარზე ტრენდის არსებობა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ფლეტის, ანუ გვერდითი მოძრაობების პერიოდში სტრატეგია „გვანერვიულებს“ .
▶️სავალუტო წყვილი: მულტივალუტური.
▶️დროის ინტერვალი – H4.
გამოყენებული ინდიკატორი:
✅ექსპონენციალური მცოცავი საშუალო (Exponential Moving Average) – EMA21
ანუ,
▶️პერიოდი: 21;
▶️გადახრა: 0
▶️გამოყენებული: ფასების დახურვის მიმართ
🔵ყიდვა:
▶️4 საათიანმა სანთელმა გადაკვეთა მცოცავი საშუალო ქვემოდან ზემოთ
▶️გადამკვეთი სანთელი დაიხურა მცოცავი საშუალოს ზემოთ
▶️შემდეგი სანთელი იხსნება წინა სანთლის შუაზე მაღლა (სანთლის შუა არის high – low)
▶️სავაჭრო ორდერი იხსნება ყველა იმ სანთელზე, რომელიც ზემოთ მოცემულ პირობებს აკმაყოფილებს
🟥თუ ეს პირობები შესრულებულია, მაშინ იხსნება ყიდვის ორდერი.
✅სტოპ-ლოსი წყვილებისთვის:
▶️AUD/USD, USD/CHF, USD/CAD – 30
▶️EUR/USD – 40
▶️GBP/USD, EUR/JPY, GPB/JPY – 50
▶️სხვა წყვილებისთვის სტოპ ლოსის ზომა ინდივიდუალური ტესტირებების შედეგად უნდა განისაზღვროს
✅თეიკ-პროფიტი მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა იგი სტოპ-ლოსზე 2, ან 3 -ჯერ მეტი უნდა იყოს
📗 დამატებითი პირობები:
▶️თუ, გახსნილი პოზიციის რომელიმე შემდეგი სანთელი დაიხურა აღმავალი სანთლით, ხოლო ორდერი ჯერ არ არის დახურული ტეიკ-პროფიტით, მაშინ პოზიცია უნდა გადავიდეს უზარალობაში
▶️თუ, გახსნილი პოზიციის რომელიმე შემდეგი სანთელი დაღმავალია, მაშინ ორდერი უნდა დაიხუროს საბაზრო ფასით
▶️თუ, პოზიციაში შესვლის შემდეგ პირველივე სანთელი იხურება ორი სტოპ-ლოსის ზომის ტოლ ან მეტ მანძილზე, მაშინ ორდერი იხურება
▶️თუ, ორდერი იხურება დადებით ზონაში, მაგრამ ორ სტოპზე ნაკლებ მანძილზე, მაშინ ტეიკ-პროფიტი უნდა დადგეს სტოპ-ლოსის ორდერის ზომაზე ორჯერ მეტი ზომით
🔴გაყიდვა (სარკისებურად განსხვავებული პირობები):
▶️4 საათიანმა სანთელმა გადაკვთა მცოცავი საშუალო ზემოდან ქვემოთ
▶️გადამკვეთი სანთელი დაიხურა მცოცავი საშუალოს ქვემოთ
▶️შემდეგი სანთელი იხსნება წინა სანთლის შუაზე დაბლა (სანთლის შუა არის high – low)
▶️სავაჭრო ორდერი იხსნება ყველა იმ სანთელზე, რომელიც ზემოთ მოცემულ პირობებს აკმაყოფილებს
🟥თუ ეს პირობები შესრულებულია, მაშინ იხსნება გაყიდვის ორდერი
✅სტოპ-ლოსი წყვილებისთვის:
▶️AUD/USD, USD/CHF, USD/CAD – 30
▶️EUR/USD – 40
▶️GBP/USD, EUR/JPY, GPB/JPY – 50
▶️სხვა წყვილებისთვის სტოპ ლოსის ზომა ინდივიდუალური ტესტირებების შედეგად უნდა განისაზღვროს
✅თეიკ-პროფიტი მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა იგი სტოპ-ლოსზე 2, ან 3 -ჯერ მეტი უნდა იყოს
დამატებითი პირობები:
▶️თუ, გახსნილი პოზიციის რომელიმე შემდეგი სანთელი დაიხურა დაღმავალი სანთლით, ხოლო ორდერი ჯერ არ არის დახურული ტეიკ-პროფიტით, მაშინ პოზიცია უნდა გადავიდეს უზარალობაში
▶️თუ, გახსნილი პოზიციის რომელიმე შემდეგი სანთელი აღმავალია, მაშინ ორდერი უნდა დაიხუროს საბაზრო ფასით
▶️თუ, პოზიციაში შესვლის შემდეგ პირველივე სანთელი იხურება ორი სტოპ-ლოსის ზომის ტოლ ან მეტ მანძილზე, მაშინ ორდერი იხურება
▶️თუ, ორდერი იხურება დადებით ზონაში, მაგრამ ორ სტოპზე ნაკლებ მანძილზე, მაშინ ტეიკ-პროფიტი უნდა დადგეს სტოპ-ლოსის ორდერის ზომაზე ორჯერ მეტი ზომით
🟥GeoForex კომენტარი:
სტრატეგიის დადებითი მხარე:
▶️უმარტივესი
▶️გამოიყენება ერთადერთი ინდიკატორი
▶️არის მულტივალუტური
▶️სავაჭრო პოზიციების დიდი რაოდენობა
უარყოფთი მხარე:
▶️დამატებითი ფილტრების არ არსებობა
▶️სიმარტივე იწვევს ტრეიდერის მხრიდან ეჭვიან სიფრთხილეს
▶️სტოპ ლოსების ზომა შესაძლებელია მიღებულია ტესტირებების შედეგების მიხედვით, თუმცა ზოგადი ტრენდების მუდმივი ცვალებედობის პირობებში, რაც სამართლიანი იყო ერთი წლის ან 6 თვის წინ, ხშირ შემთხვევაში არ არის სამართლიანი დღეს
სტრატეგიის ავტორის (რომლის ვინაობა არ ვიცი) ლოგიკა მეტ-ნაკლებად გასაგებია.
✅მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სხვადასხვა პერიოდიანი ინდიკატორი moving average-ს ზემოთ ან ქვემოთ იხსნება შესაბამისად ან მხოლოდ ყიდვის ან მხოლოდ გაყიდვის ორდერები.
✅გასაგები მომენტია, როდესაც ნებისმიერი თაიმ-ფრეიმის წინა სანთლის 50%-ის გარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ტრენდის მოძრაობის, თუნდაც ხანმოკლე გაგრძელებას გარღვევის მიმართულებით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები

Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































