რუსული ბროკერები

რუსული ბროკერები

ცივილიზირებული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ კანონიერი გზით ნაშოვნ ფულს არც სუნი აქვს და არც წარმომავლობა. პრინციპში არც არაკანონიერად ნაშოვნ ფულს აქვს სუნი, მაგრამ ვიყოთ კანონმორჩილები და დავეთანხმოთ პირველ წინადადებას.

ხშირად წამიკითხავს სოციალურ სივრცეში შეკითხვა – “… შეიძლება თუ არა, ვენდოთ რუსულ ბროკერებს…”, პასუხების საკმაო რაოდენობის სტილიც არანაკლები სიბნელით გამოირჩევა – “… რუსული ბროკერები თაღლითები არიან, არ ენდოთ მათ…” და ა.შ.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკურმა კლიშეებმა საყოველთაო მარაზმის სახე მიიღეს და ფინანსურ სფეროშიც ჩაუხედავი ზოგიერთი ადამიანების ტვინებშიც ღრმად გაიდგეს ფესვები.

თაღლითები ყველა სფეროში არიან, მათ შორის გამონაკლისი არც რუსული, არც გერმანული, არც ამერიკული და არც ქართული ფორექს ბროკერები არიან.

ბროკერის შეფასებითვის უამრავი კრიტერიუმი არსებობს. ჩემთვის მხოლოდ სამია უმთავრესი:
  • მინიმალური დეპოზიტის გონივრული ზღვარი;
  • ვერასოდეს გავამართლებ ბროკერს, რომელიც დამწყებ ტრეიდერს სთავაზობს 500, 1000 და ა.შ. ზემოთ მინიმალურ დეპოზიტებზე ვაჭრობის დაწყებას და თან “ოქროს სარაიას” შეპირებით;
  • ორდერების, მათ შორის სტოპ ორდერების გახსნის კორექტულობა;
  • მოგებული თანხის გამოტანის უპრობლემოდ შესაძლებლობა;
თუ ამ სამ პირობას აკმაყოფილებს ბროკერი, მაშასადამე ნორმალურია. იდეალური არაფერი არსებობს, მათ შორის არც ტრეიდერები არიან იდეალურები.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: უმრავლეს შემთხვევებში როდესაც ადამიანი ფორექსზე საკუთარი გამოუცდელობითა და უცოდინარობით აგებს, რა თქმა უნდა ამაში ბროკერს ადანაშაულებს, მიუხედავად მისი ეროვნული წარმომავლობისა და აგრესიაც მიმართულია მისკენ. ასე რომ სანამ ბროკერს დავადანაშაულებდეთ, უპირველეს ყოვლისა საკუთარი შეცდომები და ცოდვები უნდა დავიანგარიშოთ.

ღიმილის მომგვრელია ჩემი პირადი სტატისტიკა. როდესაც ადამიანი აგებს არა რუსულ ბროკერთან, მას მიაჩნა, რომ ეს ესეც უნდა იყოს და არაფერია ამაში გასაკვირი, იღებს ჩვეულებრივად, მაგრამ როდესაც საუბარი შეეხება რუსულ ბროკერთან წაგებას – განუზომელია აგრესია. რა თქმა უნდა ამაში ის პოლიტიკური კლიშეებია დამნაშავე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე მერამდენე ათწლეულია მეფობს, და რომელიც ჩემი აზრით აზიანებს ჩვენ სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეს.

ამ სტატიის მიზანი არ არის საუბარი რუსული ეკონომიკისა და საფინანსო ბაზრების მზარდ პოტენციალზე, იმაზე, რომ მთელი მსოფლიოს ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესია რუსული საფინანსო ბაზარი, უბრალოდ ცნობისათვის ვიტყვი: ყველა, თავის თავის პატივისმცემელ და ძლიერ ფორექს (და არამარტო) ბროკერს აქვს რუსული ენის ინტერფეისი და მხარდაჭერა, ასევე ყველა ტიპის ფართოდ გავრცელებულ სავაჭრო ტერმილებში არსებობს რუსული ინტერფეისი. ასე რომ დასკვნები თავად გააკეთეთ – კლიშეების ზემოქმედების გარეშე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ECN ბროკერები

ECN ბროკერები

ECN ბროკერები – საშუალებას გვაძლევენ ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება პრინციპით …