მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი რეზულტატი მოაქვს.
მნიშვნელოვანია მრჩევლისთვის სამუშაო დროის სწორად შერჩევა, ხოლო რიგ შემთხვევებში დამატებითი ფილტრების გამოყენება.
მრჩევლებისათვის დამახასიათებელია აგრესიული ვაჭრობის სტილი და სწორი კონფიგურირების შემთხვევაში საკმად კარგი, უფრო მეტიც – მძლავრი რეზულტატი. მცირე დეპოზიტმა კარგი მრჩევლის პირობებში შესაძლებელია ძალიან დიდი აჩქარება აკრიფოს, რაც პირველ რიგში გახსნილი ორდერების დიდი რაოდენობით და მოცულობების სიდიდით მიიღწევა, ამასთან ერთად მრჩეველების დიდი ნაწილი სკალპინგური სტრატეგიების ალგორითმით ვაჭრობს, რაც თავის მხრივ ბროკერის სერვერების დატვირთვას და ერთგვარ უნდობლობასაც იწვევს. ამიტომ, ყველა ბროკერი არ იძლევა მრჩეველებით ვაჭრობის საშუალებას.
მრჩეველებით სავაჭროდ საჭიროა ავირჩიოთ ისეთი ბროკერი, რომელიც არათუ მრჩეველებით ვაჭრობის უფლებას გვაძლევს, არამედ არ ზღუდავს გახსნილი ორდერების არსებობის პერიოდის დროის შუალედს და ორდერების რაოდენობას.
ყველა ბროკერს აქვს მრჩეველებით ვაჭრობის საკუთარი სპეციფიკაცია. მათ შესახებ ინფორმაციას ყურადღებით უნდა გაეცნოთ თავად ბროკერის საიტზე. ვინაიდან შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზად არ გექცეთ, სპეციფიკაციის რაიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ანგარიშის დაბლოკვა.
მრჩევლებით ვაჭრობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას სავაჭრო სპეციფიკაციის ისეთი სისტემა, როგორიცაა – უდეპოზიტო ბონუსური სისტემა. არსებობენ ბროკერები, რომლებიც თავად სთავაზობენ ტრეიდერებს ფასიანი ან უფასო ავტომატურ სავაჭრო პროგრამების ფართო არჩევას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით