სავალუტო წყვილი USD/CAD

სავალუტო წყვილი USD/CAD

სავალუტო წყვილი USD/CAD შედის ფორექსის სავალუტო ბაზრის ყველაზე პოპულარული სავალუტო წყვილების ათეულში. პოპულარობა უზრუნყოფილია წყვილის მაფორმირებელი ვალუტებით.

სავალუტო წყვილი განსაკუთრებით პოპულარულია ტრეიდერების იმ კატეგორიისთვის, რომლებიც სპეციალიზდებიან სიახლეებზე ვაჭრობაზე. ვაჭრობის ამ სტილის ერთ-ერთი სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ ტრეიდერებს დროული წვდომა უნდა ჰქონდეთ სანედლეულო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის ანალიტიკაზე, კერძოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასურ დინამიკაზე. სწორედ ეს ფაქტორი მძლავრად მოქმედებს კანადური დოლარის კურსზე.

სავალუტო წყვილი USD/CAD დახასიათება

აღნიშნული სავალუტო წყვილი შედგება აშშ დოლარისა და კანადური დოლარისაგან. ფორქს ლოტის ყიდვა ხდება ამერიკულ დოლარში კანადურ დოლარად, ამიტომ საბაზო ვალუტას წარმოადგენს USD, ხოლო CAD წარმოადგენს კოტირებულ ვალუტას. USD/CAD კლასიკური კოტირება, მძიმის შემდეგ ოთხნიშნაა, თუმცა რიგ შემთხვევებში მისი კოტირება ზოგიერთ ბროკერთან, ბროკერისავე სპეციფიკიდან გამომდინარე, ხუთნიშნიანია.

USD არის მსოფლიო ვალუტა, რომელიც განიცდის უამრავი ფაქტორების ზეგავლენას, რომლებზეც თვალყურის დევნება ურთულესი პროცესია, ამიტომ ფუნდამენტალური ფაქტორების ანალიზისათვის გირჩევთ გამოიყენოთ ფორექს კალენდარი. სწორედ ეს ფუნდამენტალური ფაქტორები აძლევენ იმპულსს აშშ დოლარის კურსის მოძრაობას.

CAD – წარმოადგენს სანედლეულო ვალუტას, მისი კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ახდენს ქვანახშირის, შავი და ფერადი ლითონების ფასური დინამიკა, თუმცა ყველაზე დიდი ზეგავლენას მაინც ნავთობის ფასი ახდენს. ვინაიდან მიჩნეულია, რომ ენერგომატარებლებზე ფასების პროგნოზირება შედარებით ადვილია, ამიტომ USD/CAD სავალუტო წყვილის პროგნოზირებაც სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ამ აზრს პირადად არ ვეთანხმები მოკლევადიანი პროგნოზირების თვალსაზრისით, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზირების მხრივ ამ მოსაზრების სისწორეში დარწმუნებისათვის საკმარისია გადავავლოთ თვალი გასული ორი წლის კოტირებების ისტორიულ მონაცემებს.

სავალუტო წყვილი USD/CAD ნიუანსები

ძირითად აქტიურ სავაჭრო ფაზაში USD/CAD შედის ამერიკულ სავაჭრო სესიაზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა პრაქტიკულად ერთი და იგივე დროის დიაპაზონში მდებარეობენ, თანაც ამ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს.

გამოცდილი ტრეიდერები ვაჭრობენ ან ტრენდის თანხვედრილად, ან მნიშვნელოვანი დონეების გათვალისწინებით.

ტრენდის თანხვედრილად ვაჭრობა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, საკმარისია კოტირებების ვიზუალურად სწორი შეფასება და ფუნდამენტალურ სიახლეებზე თვალყურის დევნება, რომლებიც თავის მხრივ იმპულსს აძლევენ ფასის მოძრაობას. ტრენდის მიხედვით ვაჭრობისათვის აგრეთვე გამოიყენება სიგნალები, რომლებიც მიიღება ფორექს ინდიკატორებისგან.

დონეების გამოყენება შედარებით რთული მეთოდია და საჭიროებს ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, დონეების საზღვრების გამოთვლებს, გასულ პერიოდებში ამა თუ იმ ფაქტორების გავლენით ფასის ქცევის ანალიზს.

USD/CAD სავალუტო წყვილზე ფუნდამენტალური ანალიზის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ სიახლეებზე ვაჭრობის დროს უმთავრესი პარამეტრია ნავთობპროდუქტების ბაზრის მდგომარეობა. როდესაც ნავთობის ფასი ეცება, კანადური დოლარიც უფასურდება და სავაჭრო გრაფიკზე კოტირებები მიმართულია ჩრდილოეთისკენ, ნავთობის გაძვირების დროს სურათი საპირისპიროა.

სავალუტო წყვილების კოტირებების ვიზუალიზაციისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ გრაფიკი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.