სავალუტო ჰეჯირება, როგორც ცნება საკმაოდ ხშირად გვხდება ფორექსზე. მისი ძირითადი დანიშნულებაა ზარალის მინიმიზაცია, რომელიც გამოწვეულია წამგებიანი სავაჭრო ოპერაციების გამო.
ფორექსზე ჰეჯირების გამოყენების დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნას ზოგიერთი ნიუანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოპერაცია გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე თვით წამგებიანი პოზიცია.
თუ გადაწყვეტთ ამ მეთოდის გამოყენებას, პირველ რიგში უნდა სწორად გათვალოთ სავაჭრო ოპერაციების მოცულობა. დეპოზიტზე არსებული თანხა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა ორი, ერთნაირი მოცულობის და საპირისპირო მიმართულების პოზიციის მხარდასაჭერად, ანუ ორივე ორდერის გირაო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი დეპოზიტის 30 პროცენტს.
ამის შემდეგ საჭიროა სამუშაო ტაიმფრეიმზე ჩატარდეს ფასის მოძრაობის ანალიზი, ყურადღება უნდა მიექცეს ფასის უკუსვლების სიდიდეს (კორექციას), ამის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ ვიცოდეთ როდის და რომელ წერტილში განვახორციელოთ ჰეჯირება.
ზოგიერთი ტრეიდერი, ჰეჯირების დროს ტრენდის მოძრაობაზე კონტროლისათვის სარგებლობს სხვადასხვა სახის ტექნიკური ინდიკატორებით.
სავალუტო ჰეჯირების პრაქტიკული გამოყენება:
როგორც ავღნიშნე სავალუტო ჰეჯირების ძირითადი დანიშნულებაა, არა მოგების მიღება, არამედ ზარალის მინიმიზაცია, პოზიციის დაზღვევა შესაძლო ზარალისგან.
განვიხილოთ ჰეჯირების კონკრეტული მაგალითი:
გავხსენით ყიდვის სავაჭრო პოზიცია, ფასი კი ჩვენი მიმართულების საპირისპიროდ, ქვემოთკენ წავიდა და მინუსმა 50 პუნქტი შეადგინა.
პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ გრაფიკი ინდიკატორების ან სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ადგილი აქვს არა ჩვეულებრივ კორექციას, არამედ ტრენდის შემობრუნებას.
თუ შემობრუნებას ნამდვილად აქვს ადგილი, მაშინ ვხსნით იმავე მოცულობის საპირისპირო, ჩვენ შემთხვევაში გაყიდვის ორდერს. ამ ოპერაციის განხორციელებით აუღიარებელი ზარალი ფიქსირდება, იყინება 50 პუნქტზე.
ამის შემდეგ ვაკვირდებით ტრენდს, თუ პირველ ორდერზე ზარალის ზრდა გრძელდება ვხურავთ მას და ვამუშავებთ მხოლოდ მეორე ორდერს.
გადაწყვეტილების მიღებისას იყავით განსაკუთრებით ყურაღებით. სამუშაო ტაიმ ფრეიმზე ერთმანეთში არ აგერიოთ კორექცია ტრენდის ძირითადი მოძრაობის მიმართულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალისხმევა წყალში ჩაგეყრებათ. ამიტომ სავალუტო რისკების ჰეჯირების ჩატარება მიზანშეწონილია არა პოზიციის გახსნისთანავე, არამედ პოზიციის მინუსში გადასვლის და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ზემოთაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით.
იგივე შეიძლება ითქვას წამგებიანი პოზიციის დახურვის შესახებ, არ იჩქაროთ, დარწმუნდით იმაში, რომ სწორად შეარჩიეთ ტრენდის მიმართულება, და წამგებიანი პოზიცია უკვე უიმედოა. საჩქარო არაფერია იმიტომაც, რომ თქვენი ზარალი უკვე გაყინულია და დაფიქრების და გრაფიკზე დაკვირვების/ანალიზის დრო საკმარისი გაქვთ.
სავალუტი ჰეჯირების ტაქტიკის დამუშავებისათვის ივარჯიშეთ დემო ან ცენტურ ანგარიშზე. მეთოდიკის სრულად დამუშავების შემდეგ გადადით რეალურ ანგარიშზე ჰეჯირების ინსტრუმენტით შეიარაღებულები.
ფორექსზე ჰეჯირების გამოყენების მეორე ვარიანტია გახსნილი პოზიციების დაზღვევა, ამ შემთხვევაში ჰეჯინგი გვევლინება ერთგვარი სტოპ ორდერის როლში.
მეთოდიკა საკმაოდ მარტივია. პირველად ვხსნით ჩვეულებრივ პოზიციას ტრენდის მიმართულებით, ხოლო შემდეგ გარკვეულ მანძილზე, ვდებთ გადადებულ ორდერს გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით.
მესამე ვარიანტია პოზიციის მოცულობის გაორმაგება. ანუ პირველ და მეორე ვარიანტში ვიქცევით ანალოგიურად, მაგრამ ვხსნით, ან ვდებთ საპირისპირო მიმართულების გადადებულ ორდერს ორმაგი მოცულობით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით