სავალუტო წყვილები მცირე სპრედით

სავალუტო წყვილები მცირე სპრედით

ფორექსზე ვაჭრობისას სპრედი წარმოადგენს ძირითად საკომისიო დანარიცხს, რომლის გადახდა სავალდებულოა ნებისმიერი ტრეიდერისათვის. სავაჭრო ინსტრუმენტისა და ვაჭრობის სახეობიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა შესაძლებელია მერყეობდეს 0,1-დან 150 პუნქტის ფარგლებში.

ისეთი სტრატეგიებით ვაჭრობისას, როგორიცაა სკალპინი (რუსულ ტრეიდერულ ჟარგონზე სკალპინგს “პიპსოვკას” უწოდებენ) განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს სპრედის სიდიდე, ვინაიდან სულ რაღაც 2-3 პუნქტმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს სავალუტო-სავაჭრო ოპერაციის შედეგზე.

არსებობს რამდენიმე სავალუტო წყვილი მცირე ზომის სპრედით, როგორც წესი წყვილში ერთ-ერთი ვალუტა აშშ დოლარია (USD).

მათ შორის:

EUR/USD – სავალუტო წყვილს გააჩნია ყველაზე დაბალი ზომის სპრედი – თითქმის ყველა ნორმალურ ბროკერთან.

ფიქსირებულ ვარიანტში მისი რაოდენობა 1-დან 3 პუნქტამდეა, ხოლო მცურავ ვარიანტში 0,1 პუნქტიდან ზემოთ. ამიტომაც ეს სავალუტო ინსტრუმენტი სარგებლობს დიდი პოპულარობით. ამ სავალუტო წყვილისთვის დაწერილია უამრავი სტრატეგია, ინდიკატორი და ავტომატური სავაჭრო პროგრამა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EUR/USD სპრედის მცირე ზომაც განპირობებულია სავალუტო წყვილის მაღალ ლიკვიდურობით, ასე რომ ლიკვიდურობა, პოპულარობა და სპრედის რაოდენობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

  • USD/JPY – ფიქსირებულ ვარიანტში, როგორც წესი, 2 პუნქტიდან, მცურავ ვარიანტში 0,2 პუნქტიდან.
  • USD/CAD – ფიქსირებულ ვარიანტში, როგორც წესი, 2 პუნქტიდან, მცურავ ვარიანტში 0,2 პუნქტიდან.
  • GBP/USD – ფიქსირებულ ვარიანტში, როგორც წესი, 2 პუნქტიდან, მცურავ ვარიანტში 0,5 პუნქტიდან.
ასევე მცირე რაოდენობის სპრედები – ფიქსირებულ ვარიანტში 2-3 პუნქტი, ხოლო მცურავ 0,3-0,5 პუნქტი – აქვთ სავალუტო წყვილებს, როგორებიცაა – AUD/USD, EUR/GBP, EUR/CHF, USD/CHF.

არსებობს სპრედი დარიცხვის ორი ვარიანტი – ფიქსირებული და მცურავი. თუ ფიქსირებული სპრედის რაოდენობა თითქმის ყოველთვის იმყოფება განცხადებულ დონეზე, მცურავი სპრედი კი შესაძლებელია შეიცვალოს რამდენჯერმე სავაჭრო სესიის განმავლობაში. მაგალითისთვის, იგივე სავალუტო წყვილის EUR/USD მცურავი სპრედი ზოგიერთ დღეებში შესაძლებელია 10-15 პუნქტიც კი გახდეს. სპრედის განსაზღვრისათვის ტრეიდერს დაეხმარება სპრედის გამოთვლის ინდიკატორი.

ასევე სხვადასხვა ბროკერებთან ერთი და იმავე სავალუტო წყვილზე სპრედის ზომა შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

ბროკერების სავაჭრო პირობების გაცნობისას, დააკვირდით, რომ სპრედის გარდა ბროკერს არ ჰქონდეს დამატებითი საკომისიო გადასახადი. ნორმალურ ბროკერს აქვს ან სპრედი ან საკომისიო გადასახადი თითოეულ განხორციელებულ სავაჭრო ოპერაციაზე. ორივე ერთად – უკვე მეტისმეტია. ასევე, ზოგჯერ ბროკერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ნულოვანი სპრედი, ხოლო იქვე წვრილი შრიფტით უთითებენ საკომისიო გადასახადს ყოველი ლოტისთვის. თუ ბროკერი ცდილობს მოგატყუეს რაღაც ერთ საკითხში, მაშინ მას სხვა საკითხებშიც შეუძლია ტრეიდერის მოტყუება.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.