ფასის არხებში ვაჭრობა მიეკუთვნება ფორექსზე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სტრატეგიებს. მისი პოპულარობა განპირობებულია არხების აგების შედარებით მარტივი პრინციპებით და საკმაოდ ეფექტური მუშაობით.
ალბათ შეამჩნევდით, რომ ფასი არ მოძრაობს სწორხაზოვნად, მისი მოძრაობა ზიგზაგურია, იგი ხან ზევით მიიწევს, ხან ქვემოთ და პირიქით – ტრენდის მოძრაობის მიმართულების შესაბამისად.
ამასთან ერთად, დროის ყველა მონაკვეთზე არის რხევის საკუთარი ამპლიტუდა, სწორედ ეს ამპლიტუდა გვევლინება ფასის არხის როლში. ამიტომ, ვაჭრობისთვის სავალუტო წყვილის არჩევისას, პირველ რიგში საჭიროა გავითვალისწინოთ მისი ვოლატილობა.
ფასის არხი შემოსაზღვრულია ორი ხაზით, რომელთაც არხის საზღვრებს უწოდებენ. ქვედა საზღვარს მხარდაჭერის ხაზი, ხოლო ზედას – წინააღმდეგობის ხაზი.
აგებული არხის სიგანე პირდაპირკავშირშია ტაიმფრეიმის სიდიდესთან, რაც უფრო დიდია ტაიმფრეიმი – მით უფრო ფართეა არხი და პორიქით.
ფასის არხის აგება შესაძლებელია, როგორც ხელით, ასევე არხის სპეციალური ინდიკატორების მეშვეობით. არხის აგების მექანიკური მეთოდი არა მხოლოდ თვით პროცესის დაჩქარების, არამედ ახალი მონაცემების შესაბამისად – არხის საზღვრების დინამიურ ცვლილების საშუალებასაც იძლევა.
მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდით ტაიმფრეიმთან დაკავშირებით და ავაგეთ არხი, უკვე შესაძლებელია გადავიდეთ პრაქტიკულ ვაჭრობაზე.
ფასის არხში ვაჭრობის სტრატეგიები
არსებობს ორი ყველაზე პოპულარული, ფასის არხში ვაჭრობის სტრატეგია – რომელთა ალგორითმია: 1) საზღვრის გარღვევა. 2) საზღვართან ფასის უკუსვლა.
1) საზღვრის გარღვევა.
საზღვრის გარღვევაზე ვაჭრობა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის დონის გარღვევის შემდეგ, ფასი მაღალი ალბათობით გააგრძელებს მოძრაობას იმავე მიმართულებით. ამიტომ ამ შემთხვევაში ორდერი იხსნება გარღვევის თანმხვედრი მიმართულებით.
მაგალითად, თუ გარღვეულია მხარდაჭერის ხაზი, მაშინ უნდა გაიხსნას გაყიდვის ორდერი და პირიქით, თუ გარღვეულია წინააღმდეგობის ხაზი, მაშინ უნდა გაიხსნას ყიდვის პოზიცია.
გარღვევაზე ვაჭრობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა წესს ახასიათებს გამონაკლისები. ჩვენს შემთხვევაში ასეთი გამონაკლისია ცრუ გარღვევა. მისი ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ სანამ შეხვალთ ბაზარზე, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ გარღვევა ნამდვილია. ამისათვის დაელოდეთ, სანამ ფასი გარღვევის შემდეგ გაივლის 5-10 პუნქტს მაინც და მხოლოდ ამის შემდეგ გახსენით ორდერი.
2) საზღვართან ფასის უკუსვლა.
უკუსვლაზე ვაჭრობა ეფუძნება არხში ფასის მოძრაობის თვისებას. ვაჭრობა ბაზირებულია დერეფნის სიგანეზე. თუ მოძრაობის დიაპაზონი საკმაოდ განიერია, მაშინ ორდერების გახსნა შესაძლებელია, როგორც ტრენდის მიმართულებით, ასევე მის საწინააღმდეგოდ. თუმცა ამ უკანასკნელის დროს ორდერის რისკის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
არსებობს ფასის არხების და არხებში ვაჭრობის მრავალი სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ ტრეიდინგის დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენად რთული იქნება თქვენს მიერ შედგენილი ტექნიკური ანალიზი და გამოყენებული სტრატეგია, არამედ რამდენად ეფექტურად გამოიყენებთ მას ვაჭრობისას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით