Elder Rays

Elder Rays; ელდერის სხივები; Лучи Элдера

Elder Rays – ტექნიკური ინდიკატორი არის ტრენდის თვალყურის მიდევნების თვსებების მქონე ინდიკატორების და ოსცილატორების გაერთიანება. ტრენდის თვალყურის მისადევნებლად გამოიყენება ექპონენციალური მცოცავი საშუალო (ЕМА, საუკეთესო პერიოდი 13). ოსცილატორები ასახავენ ხარების და დათვების ძალას.

ელდერის სხივის ასაგებად გამოიყენება 3 დიაგრამა: ერთზე აიგება ფასების გრაფიკი და ЕМА, ხოლო დანარჩენ ორზე აიგება ხარების ძალის (Bulls Power) და დათვების ძალის (Bears Power) ოსცილატორები.

Elder-Rays გამოყენება

Elder-Rays გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მეთოდებთან ერთობლიობაში. თუ მას გამოვიყენებთ დამოუკიდებლად, მაშინ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ЕМА-ს -დახრა განსაზღვრავს ტრენდის მიმართულებას, და პოზიციების გახსნა საჭიროა ЕМА-ს თანხვედრილი მიმართულებით. ხარების და დათვების ოსცილატორები გამოიყენება პოზიციების გახსნა/დახურვის მომენტების განსაზღვრისათვის.

Elder Rays მუშაობის პრინციპი

Elder Rays

Elder Rays ინდიკატორის მიხედვით ყიდვა რეკომენდებულია, თუ:
  • ბაზარზე აღმავალი ტრენდია (განისაზღვრება ЕМА-ს მიმართულების მიხედვით);
  • დათვების ძალის ოსცილატორი უარყოფითია, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება;
  • ხარების ძალის ოსცილატორის ბოლო პიკი წინა პიკზე მაღლა მდებარეობს;
  • დათვების ძალის ოსცილატორი იზრედბა ხარის დივერგენციის შემდეგ;
დათვების ძალის ოსცილატორის დადებითი მნიშვნელობის დროს ყიდვისგან თავი უნდა შევიკავოთ.
Elder Rays ინდიკატორის მიხედვით გაყიდვა რეკომენდებულია, თუ:
  • ბაზარზე დაღმავალი ტრენდია (განისაზღვრება ЕМА-ს მიმართულების მიხედვით);
  • ხარების ძალის ოსცილატორი დადებითია, მაგრამ ამასთან ერთად თანდათან იკლებს;
  • ხარების ძალის ოსცილატორის ბოლო ფსკერი წინა ფსკერზე დაბლა მდებარეობს;
  • ხარების ძალის ოსცილატორი იკლებს დათვის დივერგენციის შემდეგ;
ხარების ძალის (Bulls Power) ოსცილატორის უარყოფითი მნიშვნელობის დროს გაყიდვისგან თავი უნდა შევიკავოთ.
ფასების და ოსცილატორების Bulls Power და Bears Power შორის დივერგენცია ხელსაყრელი სიტუაციაა სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …