Chaikin Volatility

Chaikin Volatility, CHV; ჩაიკინის ვოლატილობის ინდიკატორი; Индикатор волатильности Чайкина

Chaikin Volatility, CHV – ინდიკატორი ითვალისწინებს ფასების მასიმუმსა და მინიმუმს შორის სპრედის ცვლილებას. იგი განსაზღვრავს ვოლატილობის სიდიდეს ფასების მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის დიაპაზონის სიგანეზე დაყრდნობით. ამასთან ერთად Average True Range ინდიკატორისგან განსხვავებით CHV ოსცილატორი არ ითვალისწინებს გეპებს.

თვით ჩაიკინის ინტერპრეტაციის თანახმად, მოკლე პერიოდის განმავლობაში ვოლატილობის ინდიკატორის ზრდა მიუთითებს ფასების ბაზრის ფსკერთან მიახლოვებაზე (მაგ.: პანიკური გაყიდვები), ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვოლატილობის კლება მიუთითებს ბაზრის მწვერვალთან მიახლოვებაზე (მაგ.: მყარი ხარის ბაზრის პირობებში)

ჩაიკინის ინდიკატორის სიგნალების დადასტურებისათვის რეკომენდებულია ინდიკატორების Moving Averages და Envelopes გამოყენება.

  • ინდიკატორის პიკი გამოისახება მაშინ, როცა ხდება ახალი მწვერვალიდან ფასების უკუსვლა და ბაზარი გადადის ფლეტში.
  • ფლეტი მიუთითებს დაბალ ვოლოტილობაზე. ფლეტიდან (გვერდული მოძრაობა) გამოსვლას თან არ ახლავს ვოლატილობის მნიშვნელოვანი ზრდა.
  • ვოლატოლობა იზრდება წინა მაქსიმუმთან შედარებით ფასების დონეების ზრდასთან ერთად.
  • ჩაიკინის ინდიკატორის ზრდა გრძელდება ფასების ახალი პიკის ჩამოყალიბებამდე.
  • ვოლატილობის უეცარი კლება მიუთითებს ფასის სვლის შენელებასა და შესაძლო უკუსვლაზე;
Chaikin Volatility მუშაობის პრინციპი

Chaikin Volatility

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …