ფორექსის სტრატეგია "ფანჯარა MA"

ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA”

ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA” ძალიან მარტივი სტრატეგიაა, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ერთ ინდიკატორი მცოცავ საშუალო (Moving Average).

  • თაიმფრეიმი: ნებისმიერი (რჩევა 15 წუთიანი თაიმ-ფრეიმის ქვემოთ არ ივაჭროთ);
  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი;
სტრატეგიას “MA ფანჯარა” ქვია, იმის გამო, რომ MetaTrader 4-ის გრაფიკზე წარმოიქმნება ერთგვარი ფანჯარა სანთლებსა და ინდიკატორს შორის.

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს ინდიკატორი დახურვის ფასით, პერიოდი 8 (EMA(8), close);
ფორექსის სტრატეგია “ფანჯარა MA” – ალგორითმი

გაყიდვა:

ვუცდით სანთელს რომელიც ინდიკატორს გადაკვეთს ზემოდან ქვემოთ და დაიხურება ინდიკატორის ქვემოთ. ამის შემდეგ ვაკვირდებით მომდევნო სანთლებს. თუ მომდევნო 5-15 სანთელი (პირველი გადამკვეთი სანთლის ჩათვლით) ასევე დაიხურა იდიკატორის ქვემოთ, მაშინ ვაკვირდებით იმ სანთელს რომელიც ბრუნდება ინდიკატორთან. ამ სანთლის ინდიკატორთან მიახლოების ან გადაკვეთისას ვხსნით გაყიდვის ორდერს.

ყიდვის ორდერისთვის უკუპირობებია.

გრაფიკზე ნაცისფერი მართკუთხედები – ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიმდინარეობს ათვლა ინდიკატორის პირველი გადაკვეთიდან მის უკუ გადაკვეთა-შეხებამდე. დანარჩენი, მგონი ისედაც გასაგებია.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ფანჯარა MA"

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ფანჯარა MA"

  • სტოპ-ლოსი: 40-70 პუნქტი
  • თეიკ-პროფიტი: სტოპ-ლოსს მინუს 10 პუნქტი
  • ღია სავაჭრო პოზიცია გადაგვაქვს უზარალობის დონეზე, როგორც კი ფასს პროფიტამდე 5 პუნქტი აკლია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.