ფორექსის სტრატეგია "ორი ხაზი"

ფორექსის სტრატეგია “ორი ხაზი”

ფორექსის სტრატეგია “ორი ხაზი” ეფუძნება 2 მცოცავი საშუალოს კომბინირებულ სიგნალს. ალგორითმის მიხედვით სტრატეგია საკმაოდ მარტივი და შედეგიანია.

  • ტაიმ ფრეიმი: H1;
  • სავალუტო წყვილი: ნებისმიერი; (ტესტირების შედეგად კარგი შედეგები აჩვენა წყვილმა – EUR/USD და GBPUSD);

გრაფიკზე განვალაგოთ შემდეგი ინდიკატორები:

  • სწრაფი მცოცავო საშუალო პერიოდით 3 და ძვრა 0 – LWMA (ხაზური-აწონილი მცოცავი საშუალო), Low – მინიმალური ფასებით – ავღნიშნოთ წითელი ფერით;
  • ნელი მცოცავი საშუალო პერიოდით 17, ძვრა 2, გაშუალებული SMMA (გასწორებული მცოცავი საშუალო იგება ფასებით: (high + low + close)/3 – ავღნიშნოთ ლურჯი ფერით;
ფორექსის სტრატეგია “ორი ხაზი” – ალგორითმი

ყიდვა:

  • დაველოდოთ მომენტს, როდესაც სანთელი იხურება ნელი მცოცავი საშუალოს მაღლა – გრაფიკზე ლურჯი ხაზი;
  • სწრაფმა მცოცავმა საშუალომ ჯერ ვერ მოასწრო ნელი მცოცავი საშუალოს გადაკვეთა ქვემოდან ზემოთ. თუ ეს პირობა შესრულდა, ვაყენებთ ყიდვისთვის 2 გადადებულ ორდერს დახურული სანთლის High (უმაღლეს) ფასზე;

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ორი ხაზი"

  • სტოპ ლოსებს ვაყენებთ იმ სანთლის მინიმუმზე, რომელმაც გადაკვეთა მცოცავი საშუალო, ან ფიქსირებულ ნიშნულზე – 100 პუნტის მანძილზე სავალუტო წყვილისთვის – EUR/USD;
  • პირველი ორდერის თეიქ პროფიტს ვდებთ უკვე დაყენებული სტოპ ლოსის რაოდენობის ტოლ მანძილზე.
  • მეორე ორდერის თეიქ პროფიტს არ ვაყენებთ საერთოდ.

სავაჭრო პოზიციას ვხურავთ შემდეგი პირობებით:

  • პოზიციები დაიხურება, თუ 1 საათიანი სანთელი დაიხურა წითელი ფერის სწრაფი საშუალო მცოცავის დაბლა ან სტოპ ლოსით, პირველი ორდერი თეიქ პროფიტით.
  • თუ 1 საათიანი სანთელი დაიხურა ერთ-ერთი მცოცავი საშუალოს დაბლა, ვაუქმებთ გაუაქტიურებელ ორდერებს.
  • + 30 პუნქტის მოგების შემდეგ ორდერები გადაგვყავს უზარალობის დონეზე და ვაყენებთ თრეილინგ სტოპზე დახურული, ბოლო მე-6 სანთლის ჩრდილის მანძილზე.
გაყიდვისთვის უკუპირობებია

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ორი ხაზი"

 

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.