ფორექსის სტრატეგია “4 ინდიკატორი” არის საავტორო სტრატეგია და წესების დაცვის შემთხვევაში აქვს საკმაოდ კარგი შედეგები. ყიდვა-გაყიდვის სიგნალი მიიღება ოთხი ინდიკატორის მაჩვენებლის კომბინაციით. სტრატეგია განკუთვნილია სავალუტო წყვილისთვის EUR/USD (ევრო/დოლარი). ტაიმ ფრეიმი M5, M15, M30, H1. თუმცა ტესტებისა და სიგნალების სიმყარიდან გამომდინარე გირჩევთ სტრატეგია გამოიყენოთ H1 დროის ინტერვალზე.
- ტაიმ ფრეიმი: H1
- სავალუტო წყვილი: EUR/USD
სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი მცოცავი საშუალო პერიოდით 90, გაშუალებით Smoothed, გამოყენებული ფასთა დახურვის მიმართ Close;
- ინდიკატორი CCL პერიოდით 12, გამოყენებული Typikal-ის მიმართ. ინდიკატორში ვაყენებთ დონეებს “100” და “-100”, “50” და “-50”;
- ინდიკატორი ATR, პერიოდით 14, ვაყენეთ დონეს “0,002”;
- ინდიკატორი Williams Percent Range , პერიოდით 11, ინდიკატორში ვაყენებთ დონეებს “-15”, “-85”, “-40”, “-60”;
ფორექსის სტრატეგია “4 ინდიკატორი” – ალგორითმი
ყიდვა:
- ფასი განლაგებულია მცოცავი საშუალოს ზემოთ;
- ინდიკატორი Williams იმყოფება “-85” დონის ქვემოთ;
- ინდიკატორი CCL (12) იმყოფება “-100” დონის ქვემოთ;
- ინდიკატორი ATR “0,002” დონეზე მეტია;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- ფასი მდებარეობს მცოცავი სააშუალოს ქვემოთ;
- ინდიკატორი Williams დაიხურა “-15” დონის ზემოთ;
- ინდიკატორი CCL(12) დაიხურა “100” დონის ზემოთ;
- ინდიკატორიATR(14) იმყოფება “0,002” დონის ზემოთ;
გაყიდვის მაგალითი:
- სტოპ ლოსს, როგორც ყიდვისთვის, ასევე გაყიდვისთვის ვაყენებთ 100 პუნქტზე.
- თეიკ პროფიტს ვაყენებთ 40 პუნქტზე.
სტრატეგიის მიხედვით სტოპ ლოსის შეფარდება თეიკ პროფიტის მიმართ ეწინააღმდეგება მანი მენეჯმენტს, თუმცა სტრატეგიის შედეგების მიხედვით გამართლებულია.
ვაჭრობისას გასათვალისწინებელი მომენტები:
Buy ორდერისთვის:
- თუ ინდიკატორი Williams იმყოფება “-60” დონის ზემოთ, ორდერი გადაგვყავს უზარალობის დონეზე, ან ვხურავთ მას მიმდინარე ფასით.
- თუ ორდერი მინუსიანია და ინდიკატორი Williams “-60” დონეზეა, დაველოდებით ორდერის განულებას და დავხუროთ იგი ნულით (უზარალოდ). თუ ინდიკატორი Williams “-60” დონეს უდრის და ორდერი პლუსშია ვხურავთ მას მიმდინარე ფასით.
Sell ორდერისთვის:
- თუ ინდიკატორი Williams იმყოფება “-40” დონის ქვემოთ, ორდერი გადაგვყავს უზარალობის დონეზე ან ვხურავთ მას;
აგრეთვე:
- Buy ორდერს დავხურავთ, თუ ინდიკატორი CCL კვლავ ზემოდან დაბრუნდა და “-50” დონეზე ნაკლებია;
- Sell ორდერს დავხურავთ,თუ CCL კვლავ ქვემოდან დაბრუნდა და “50” დონეზე მეტია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით