ფორექსის ბაზრის მონაწილეების შემოსავლები

ფორექსის ბაზრის მონაწილეების შემოსავლები

ტიპიურ, ჩვეულებრივ ტრეიდერს, ანუ ფორექსის ბაზრის მონაწილეს ფორექსის ბანკთაშორის ბირჟასთან წვდომა აქვს სადილინგო კომპანიების ან საბროკერო ფირმების მეშვეობით. ასეთ ტრეიდერს შემოსავლის მიღება შეუძლია ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსების, ანუ კოტირებების სხვაობის ხარჯზე. მაგრამ აქვე ავღნიშნავ – ფორექსზე ვაჭრობა დაკავშირებულია ფინანსურ რისკებთან.

დავუშვათ ასეთი სიტუაცია, ტრეიდერი მზად არის ივაჭროს ფორექსის სავალუტო ბაზარზე. ვაჭრობისათვის მას აქვს 1000 აშშ დოლარი. ტრეიდერმა ინტერნეტის მეშვეობით დაამყარა კონტაქტი ბროკერთან. გასაგებია, რომ ბროკერი ერთპიროვნულად არ გაწვდით მომსახურებას. ინტერნეტ ბროკერი – არის საბროკერო კომპანია, შესაბამისი შტატით, რომელიც უპირველესყოვლისა არის ტრეიდერის კრედიტორი. იმისათვის, რომ თქვენმა კრედიტორმა არ განიცადოს ზარალი, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს კრედიტის საგარანტიო თანხის რაოდენობა. კრედიტის გარანტიას (სადაზღვევო დეპოზიტი) უწოდებენ მარჯას.

წაგების შემთხვევაში მარჯა დაფარავს ბროკერის ზარალს. კიდევ ერთი ნიუანსი, თუ თქვენ, როგორც ინტერნეტ ტრეიდერი ცუდად ხსნით და ხურავთ სავაჭრო პოზიციებს, მაშასადამე თამაშობთ საკუთარი თავის წინააღმდეგ და განიცდით ზარალს. ბროკერს შეუძლია თავად დახუროს პოზიცია თქვენი ნებართვის გარეშე ქვედა ზღვარის მიღწევისთანავე. პოზიციის ასეთ დახურვას ჰქვია ავტოსტოპი.

ავტოსტოპი კი ნიშნავს, რომ დანაკარგის თვალსაზრისით ამაზე ქვემოთ თქვენ ვეღარ ჩამოხვალთ, რადგან დაკარგეთ ანგარიშზე არსებული ფული. ამიტომ ბირჟაზე ვაჭრობა მოითხოვს დაკვირვებას და ცოდნას, ზერელე დამოკიდებულება მიგიყვანთ სავალალო შედეგამდე. ტრეიდერისთვის მომგებიანი გარიგებების განსაზღვრა რთულია, ძალიან დიდია ფულის დაკარგვის რისკი. მოგების მიღებისათვის საჭიროა გამძლეობა, ინტუიცია და პოზიციების დროული გახსნა და დახურვა.

ინტერნეტ ბროკერებისთვის დამახასიათებელია ის, რომ ამ კომპანიებს მუდმივად აქვთ სტაბილური მოგება. მარჯინალური ვაჭრობა იძლევა საშუალებას ვაჭრობა გაჩერდეს, პოზიცია დაიხუროს, მანამ სანამ ბროკერმა არ განიცადა წაგება. ინტერნეტ ბოკერი დაზღვეულია იმით, რომ დახუროს ტრეიდერის მინიმალური ანგარიში, რომლის ქვემოთაც იწყება ზარალი. ამ დროს ამუშავდება ე.წ. ავტოსტოპი – პოზიციის დახურვა.

როგორც ცნობილია, ფორექსი არის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა. ბანკი აწვდის მულტისავალუტო ანგარიშების მქონე სადილინგო კომპანიების სავალუტო კოტირებებს. თავის მხრივ სადილინგო კომპანიები გადასცემენ ამ კოტირებებს ინტერნეტ ტრეიდეტებს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, ტრეიდერებს კოტირებები მიეწოდებათ სპრედით, რომელიც აღემატება თავდაპირველ მონაცემებს. ასე იღებს შემოსავალს სადილინგო კომპანია სპრედის სხვაობაზე.

მაგალითად: ბანკის კოტირება არის – USD/JPY 104,72/104,74 (სპრედი – 2 პუნქტი). სადილინგო კომპანია, კი ცვლის კოტირებას – USD/JPY 104,71/ 104,75 (სპრედი ხდება – 4 პუნქტი). ვთქვათ ტრეიდერი ხსნის პოზიციას და ყიდის დოლარს 1 ლოტით (100 000 აშშ დოლარი). სადილინგო კომპანია ამ ოპერაციიდან ბანკთაშორისი კოტირების სხვაობის გათვალისწინებით მიიღებს მოგებას 1000 იაპონური იენის ოდენობით (დაახლოვებით 9,54 აშშ დოლარი). და ეს ყველაფერი ყოველგვარი რისკის გარეშე.

ანალოგიურ მოგებას სადილინგო ცენტრი იღებს პოზიციის დახურვისთანავე – აქაც რისკის გარეშე. გამოდის, რომ თუ კომპანიაში 1000 კლიენტია, ათეულობით პოზიციების გახსნა დახურვის შედეგად სადილინგო კომპანიას აქვს სტაბილური (ყოველგვარი რისკის გარეშე) მოგება, რომელიც ასეულობით ათას დოლარს შეადგენს.

ზოგიერთი სადილინგო კომპანია პოზიციების გახსნისა და დახურვის შედეგად იღებენ საკომისიო პროცენტებსაც, ესეც ურისკო, გარანტირებული მოგების წყაროა.

სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით სადილინგო კომპანიები არ გაუშვებენ ხელიდან თავიანთ მოგებას. მაგალითად, შეუძლიათ საერთოდ არ შეცვალონ ბანკთაშორისი სპრედი, და უცვლელად შესთავაზოს ტრეიდერს, მაგრამ დაარიცხონ სპრედის რაოდენობის საკომისიო.

სადილინგო კომპანიას შეუძლია ერთდროულად სპრედიც შეცვალოს და და საკომისიოც დაარიცხოს. როგორც დამწყებ ტრეიდერს, ასევე პროფესიონალსაც გაუჭირდება ბროკერის კეთილსინდისიერების გაკონტროლება, უფრო სწორად ამის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან კოტირებების ცვლილება ხდება ძალიან სწრაფად, ამავე დროს ბანკთაშორის კოტირებებთან წვდომაც შეუძლებელია.

ჩვენ განვიხილეთ საბროკერო ფირმებისა და სადილინგო კომპანიების სტაბილური შემოსავლის მიღების მეთოდების – ჩვეულებრივი სტანდარტული ლოტებით. როცა ლოტის ზომა რამდენჯერმე მცირეა (ანუ სავალუტო ბაზარზე მუშაობენ მინი და მიკრო ლოტებით) , მაშინ ამ დროს სხვა წესები მოქმედებენ. სავალუტო შეთანხმებები, რომლებიც 1 ლოტზე ნაკლებია, არასოდეს არ გადის ბანკთაშორის დონეზე.

ამ შემთხვევაში ტრეიდერი თამაშობს სადილინგო ცენტრის წინააღმდეგ. (ისევე, როგორც ბუკმეკერის წინააღმდეგ), მაგრამ ამ შემთხვევაშიც სადილინგო კომპანიები იღებენ სტაბილურ შემოსავალს. განვიხილოთ ასეთი შემთხვევა უფრო დაწვრილებით.

სტატისტიკის მიხედვით დამწყები ინტერნეტ ტრეიდერების 95 % პროცენტი კარგავს თავის კაპიტალს ფორექსზე. ეს განპირობებულია იმით, რომ მათთვის ბირჟაზე ვაჭრობა გაიგივებულია რულეტკაზე თამაშთან. აზარტი, საკუთარ ანგარიშთან სარისკო მანიპულაციები, სავალუტო ბაზრის თეორიის შესწავლაზე, ანალიზზე, ეკონომიკური და ვალუტის კურსის მაჩვენებლების შესწავლაზე საუბარი ხომ ზედმეტია. იოლი ფულის მიღება დამწყები დილეტანტებისთვის ასოცირებულია ჩვეულებრივ აზარტულ თამაშთან, იოლ მოგებასთან.

რეზულტატი კი ის არის, რომ ბროკერები კარგად ატყავებენ უცოდინარ დილეტანტებს. ინტერნეტ ტრეიდერის მიერ ზარალიანი ორდერის გახსნა ან დახურვა ნიშნავს ბროკერისთვის მოგებას. ხოლო ინტერნეტ ტრეიდერის მიერ მომგებიანი ორდერის გახსნა ან დახურვა ნიშნავს ბროკერისთვის წაგებას.

ამ შემთხვევაში ტრეიდერი მოგებას იღებს ბროკერის ჯიბიდან. უცოდინარი ტრეიდერების 95 % ზარალში არიან და ხშირად ვარდებიან ბაზრიდან იმის გამო, რომ მათი პოზიციები ავტოსტოპით იხურება. ბაზარზე დარჩენილი ტრეიდერების 5 % კი ვერაფრით გააკოტრებენ ვერც ბროკერებს და მით უმეტეს სადილონგო კომპანიებს გასაგები მიზეზების გამო. ამისათვის მათ უნდა მიიღონ ისეთი მოგება, რომელიც თავისი უცოდინარი კოლეგების ანუ 95 %-ის ზარალზე რამდენჯერმე მეტი უნდა იყოს. საკომისიო ანარიცხებისა და სპრედის სხვაობის გათვალისწინებით მოგება მოგება 19-ჯერ მეტი უნდა იყოს.

წარმატებული ტრეიდერების მოგება გადაფარულია წარუმატებელი ტრეიდერების წაგებით. რეზიუმე საბოლოო ჯამში გამოდის რომ წარმატებული ტრეიდერრები თამაშობენ წარუმატებელი ტრეიდერების წინააღმდეგაც, ვინაიდან საბროკერო კომპანიებისთის დამახასიათებელია მოგების მიღება ნებისმიერ ვარიანტში. ბაზარზე დარჩენილი 5 % წარმატებული ტრეიდერები დროთა განმავლობაში გადადიან სტანდარტულ ლოტზე.

ამ შემთხვევაში კი შემოსავლიან ლოტებზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ უფრო მძიმეწონიანი ფიგურანტები – ბანკები. და შესაბამისად წარმატებული ტრეიდერის დონეც მაღლდება და უფრო სერიოზული ხდება. რა თქმა უნდა არცერთი სადილინგო ცენტრი არ გაუკეთებს აფიშირებას თავისი მოგების მიღების სისტემას.

დამწყები ინტერნეტ ტრეიდერებისთვის რთულია ფორექსის სავალუტო ბაზარზე მოგების მიღება გამოუცდელობის გამო. მხოლოდ ერთეულებს შეუძლია საკუთარი აზარტის მოთოკვა და ფორექსისადმი, როგორც უსერიოზულეი ბიზნესისადმი მიდგომის ჩამოყალიბება. ფორექსზე სტაბილური შემოსავლის მიღებისათვის საჭიროა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება, რაც ერთ და ორ დღეში არ ხდება.

სადილონგო კომპანიების შემოსავლების კიდევ ერთი წყაროა – საბანკო ინტერესი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სხვა სტატიაში, მაგრამ იგი სპრედდთან და საკომისიო გადასახადდთნ შედარებით არც ისე დიდია. იმისათვის, რომ საბანკო ინტერესიდან შემოსავალი იყოს საგრძნობი, ტრეიდერის პოზიცია გახსნილი უნდა იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში.

ამასთან ერთად, ინტერნეტ ბროკერების ინტერესშია, რომ ინტერნეტ ტრეიდერების პოზიციები იხსნებოდეს და იხურებოდეს, რაც შეიძლება უფრო მეტჯერ, ვინაიდან ყოველი სავაჭრო ოპერაციიდან ბროკერს აქვს სტაბილური მოგება სპრედის სახით. თუმცა ბროკერები მაინც შოულობენ მოგებას საბანკო ინტერესით და ისეც ხდება, რომ თავად იხდიან მას ტრეიდერის სასარგებლოდ.

მაშ ასე, დასკვნა: სადილინგო კომპანიები სავალუტო ბაზარზე იღებენ სტაბილურ შემოსავალს საკუთარი კაპიტალის რისკის გარეშე. ეს არის კარგად აწყობილი ბიზნესი, რომლის შემოსავალი ფორმირდება სპრედისგან, საკომისიო გადასახადისგან და საბანკო ინტერესისგან.

ამას ემატება წარუმატებელი ტრეიდერების დანაკარგები მინი ლოტებით ვაჭრობისას. ინტერნეტ ტრეიდერები კი იმყოფებიან გაცილებით ცუდ პოზიციაში, რადგან რისკავენ საკუთარი კაპიტალიტ და შემოსავლის მიღების სხვა წყარო გარდა ვაჭრობისა, მათ არ გააჩნიათ.

ტრეიდერების შემოსავალი-მოგება ფორმირდება მხოლოდ კოტირებების ტრეიდერისთვის წარმატებული ცვლილებებისგან და საბანკო ინტერესისგან.
  • ვაჭრობის დაწყებამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს:
  • გაქვთ შესაბამისი კაპიტალი?
  • დაინტერესდით ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრით – ფორექსით?
  • მზად ხართ შეისწავლოთ სავალუტო ბაზარი?
  • მზად ხართ ფორექსს მოეკიდოთ, როგორც სერიოზულ სამსახურს (სამუშაოს, ბიზნესს)?
  • მზად ხართ აწონ-დაწონოთ ყველა პლუსი და მინუსი?
  • მხოლოდ ამ კითხვების გააზრებისა და გააზრებული დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ გეტყვით:
  • ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ფორექსზე შესაძლებელია საკმაოდ სოლიდური ფინანსური სარგებელის მიღება, თუ თქვენ ამ ასპარეზზე ჩააქსოვთ, ჭკუას, ინტუიციას და პრაგმატულ ანგარიშს.

ცოდნა არასოდეს არ არის ზედმეტი, ამიტომ ისწავლეთ, წაიკითხეთ და მუდამ იყავით ფორექსის სიახლეების საქმის კურსში. თუ თქვენ მოთოკავთ აზარტს, მიეჩვევით სხვადასხვა ვარიანტების გათვლას, გაქვთ საღი გონება – მაშინ ფორექსი თქვენი საქმე ყოფილა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Margin Call

Margin Call

Margin Call – ეს ფრაზა ნებისმიერ ტრეიდერს არასასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრის. სადილინგო ცენტრების მეშვეობით, საფინანსო ბაზარზე …