კონვერსიული ოპერაციების სახეობები

კონვერსიული ოპერაციების სახეობები

ყველა კონვერსიული ოპერაციის არსი მჭიდროდ არის გადახლართული ფინანსური ინსტრუმენტების ტერმინოლოგიასთან. ყველა ფინანსურ ბაზარზე – სავალუტო ბაზარზე, სასაქონლო ბაზარზე (ძვირფასი მეტალები, ნავთობი და ა.შ.), ფასიანი ქაღალდების ბაზარზე (აქციები, ობლიგაციები) და საკრედიტო ბაზარზე – ფინანსური ინსტრუმენტის ცნება გულისხმობს ფინანსური ოპერაციების განხორციელების სხვადასხვა მეთოდებს.

სტატიაში განვიხილავთ იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეხება მხოლოდ ფორექსის სავალუტო ბაზარს.

ქვემოთ მოცემულ სქემაზე წარმოდგენილია კონვერსიული ოპერაციების (ინსტრუმენტების) სახეობები, რომელიც ეხება ფორექსის ბაზარს.

კონვერსიული ოპერაციების სქემა

კონვერსიული ოპერაციების სახეობები

კონვერსიული ოპერაციები ეწოდება ფორექსის ბაზრის მონაწილეთა სავაჭრო შეთანხმებას ერთი ქვეყნის ვალუტის, მეორე ქვეყნის ვალუტის გაცვლის ოპერაციაზე, წინასწარ შეთანხმებული ვალუტის თანხის რაოდენობის, თარიღის და კოტირების შესაბამისად. ფორექსის ბაზარზე კონვერსიული ოპერაციების ძირითადი განმასხვავებელია ვალუტირების თარიღი, ანუ ვალუტის მიწოდების და ვალუტის ყიდვა/გაყიდვის თარიღების ურთიერთდამოკიდებულება.
სწორედ ამ განსხვავების გამო ფორექსზე ყველა კონვერსიული ოპერაციები იყოფა ორ სახეობად:
  • სპოტის (spot) ტიპის ოპერაციები ანუ მიმდინარე კონვერსიული ოპერაციები;
  • ფორვარდული (forward) კონვერსიული ოპერაციები;

ფორექსზე ყველაზე მეტად გავრცელებულია სპოტის (spot) ტიპის ოპერაციები.

სპოტის (spot) ტიპის ოპერაციების ვალუტირების თარიღად მიღებულია ოპერაციის განხორციელებიდან მე-2 სამუშო დღე, ვინაიდან ასეთ პირობებში ოპერაციის კონტრაგენტებს (მონაწილეებს) კომფორტული საშუალება ეძლევათ მიმდინარე და შემდეგი სამუშაო დღის განმავლობაში მოამზადონ და გააფორმონ ყველა საჭირო და შესაბამისი დოკუმენტაცია. ბაზარს, სადაც ვალუტის გაცვლა ხდება მიმდინარე (სპოტური) კოტირებებით – ეწოდება სპოტური ბაზარი (spot market).

უნდა აღინიშნოს, რომ სპოტური ტიპის ურთიერთანგარიშსწორების მეთოდი შეესადაგება ფორექსის ბაზრის მხოლოდ სერიოზულ (დიდ) მონაწილეებს. ბაზრის სხვა წევრებისთვის – ტრეიდერებისთვის, რომლებიც ფორექსზე მუშაობენ ინტერნეტის მეშვეობით, ყველა ოპერაცია ხორციელდება მყისიერად ტერმინალში შესაბამის ღილაკზე ერთი დაჭერისათანავე. ასეთი ოპერაციების დროს ვალუტირების დრო აზრს კარგავს, ვინაიდან ტრეიდერის ანგარიში ასახავს ფორექსზე მისი მუშაობის შედეგებს.

ფორვარდულ (forward) კონვერსიულ ოპერაციებად მიიჩნევა – ფორვარდები (forwards), ფიუჩერსები (futures), ოპციონები (options) და სვოპები (swaps). მათ აგრეთვე წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს უწოდებენ (derivatives). ამ ფინანსური ინსტრუმენტების ძირითად ამოცანას წარმოადგენს ფინანსური რისკების შემცირება, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას ფორექსზე მომავალში კოტირებების ცვლილებასთან დაკავშირებით. იმათთვის ვინც ფორექსზე ინტერნეტით ვაჭრობს ეს ფინანსური ინსტრუმენტები, დიდად ვერაფრით დაეხმარება. მაგრამ ისინი მაინც განვიხილოთ, რათა კონვერსიული ოპერაციების საერთო სურათზე წარმოდგენა შეგვექმნას.

ფორვარდული კონტრაქტებს, იგივე ფორვარდებს (forwards) დებენ კონტრაქტის მონაწილეები იმ პირობით, რომ გარკვეულ რაოდენობის ვალუტაზე სავაჭრო ოპერაცია ჩატარდება (ყიდვა-გაყიდვა) შეთანხმებული კურსის მიხედვით წინასწარ დადგენილ დღეს (ვალუტირების თარიღი). ოპერაცია განხორციელდება ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა თუ რა (სპოტური) ფასები არის სავალუტო ბაზარზე ვალუტირების მომენტში. ამ მომენტში თანხა, კოტირება და ოპერაციის განხორციელების თარიღი შესაძლებელია იყოს განსხვავებული იმ შეთანხმებისა რა შეთანხმებასაც უკვე მიაღწიეს კონტრაგენტებმა.

ასეთი კონტრაქტების უპირატესობა შესაძლებელია დავინახოთ ქვემოთ მოყვენილ მაგალითზე:

ვთქვათ რომელიღაცა N სახელმწიფოს X კომპანიას უნდა მარაგი ნაწილების შესყიდვა საზღვარგარეთ აშშ დოლარებად. ჩავთვალოთ, რომ მიმდინარე მომენტში ამ კომპანიას არ გააჩნია თანხა აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისათვის, მაგრამ კომპანია მომავალში ელოდება საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. ამასთან ერთად არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ დოლარის კურსი შეიცვლება ამ კომპანიისთვის არასარფიანი მიმართულებით, ანუ მოსალოდნელია დოლარის კურსის ზრდა. ასეთ ვითარებაში კომპანიისთვის კარგი გამოსავალია დადოს ფორვარდული კონტრაქტი ბანკთან საჭირო რაოდენობის აშშ დოლარების შესყიდვაზე ერთ თვიანი ვალუტირების თარიღით, კომპანიისთვის სასურველი კოტირებებით. რა თქმა უნდა ბანკი შესაძლებელია არ დათანხმდეს ამ წინადადებაზე იმ შემთხვევაში თუ ბანკიც ელოდება აშშ დოლარის კურსის ზრდას. ამიტომ ფორვარდული კონტრაქტები – რისკების მინიმალიზაციასთან ერთად შესაძლებელია მოგების ხელიდან გაშვების მიზეზადაც იქცეს. ასე რომ, თუ ხსენებულ მაგალითში დოლარი გარკვეული დროის მერე არ გაძვირდება, როგორც ამას კომპანია ელოდა, არამედ გაიაფდება, მაშინ კომპანია ცალსახად წაგებას მიიღებს, სამაგიეროდ საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) დარჩება მოგებაში.

ფიუჩერსებსა (futures) და ფორვარდულ კონტრაქტებს შორის მთავარი განსხვავება არის კონტრაქტის დაფარვის სტანდარტული ვადები (ვალუტირება) და ვალუტის განსაზღვრული რაოდენობის სიდიდე. სწორედ ამ მახასიათებლების გამო შესაძლებელია მათი გაყიდვა/ყიდვა ფასიანი ქაღალდების მსგავსად. ფორქსზე ფიუჩერსებით ვაჭრობა ხორციელდება ცალკე – ფიუჩერსების ბაზარზე (futures market). ასეთ ბაზარზე ფიუჩერსის მიმოქცევა განისაზღვრება დაახლოვებით 3 თვის პერიოდით.

ოფციონებს (options) საკმაოდ ბევრი მსგავსება აქვთ ფიუჩერსებთან, მაგრამ ამ შემთხვევაში სუსტდება ერთ-ერთი კონტრაგენტის ვალდებულებები. მაგალითად თუ ფიუჩერსის შესყიდვისას ტრეიდერი ვალდებულია განახორციელოს ოპერაცია წინასწარ შეთანხმებული პირობების მიხედვით, ოფციონების შემთხვევაში ტრეიდერს შეუძლია შეთანხმების ანულირება თავისი შეხედულებისამებრ. ოფციონებით მუშაობა ხორციელდება ცალკე – ოფციონების ბაზარზე (options market).

სვოპი (swaps) – კონვერსიული ოპერაციების ერთ-ერთი სახეობაა. მის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის გარემოება, რომ, როდესაც ტრეიდერი დებს ყიდვა/გაყიდვის გარიგებას განსაზღვრული რაოდენობის ვალუტაზე, ამ ოპერაციის აუცილებელი პირობაა დადოს უკუ გარიგება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

მაგალითად: კომპანია ბანკში ყიდულობს 1 000 000 აშშ დოლარს, ევროს მიმდინარე (სპოტური) ფასად, იმ აუცილებელი პირობით, რომ კომპანია, ვთქვათ, ერთი თვის შემდეგ ამავე ბანკს მიყიდის 1 000 000 აშშ დოლარს, ევროს მიმდინარე (სპოტური) ფასად, ანუ იმ ფასად რა ფასიც იქნება ერთი თვის შემდეგ.

სვოპები არ ითვლება სტანდარტიზირებულ კონტრაქტებად, ამიტომ ცალკე პაზარი არ აქვთ.

ყველა ჩამოთვლილი კონვერსიული ოპერაციებიდან (ფინანსური ინსტრუმენტებიდან) კერძო ინტერნეტ-ტრეიდერმა, ალბათ ყურადღება უნდა გაამახვილოს სპოტის (spot) ტიპის ოპერაციებზე, რომლებიც ხორციელდება სპოტების ბაზარზე (spot market). ყველა ინფორმაციას ამგვარი ვაჭრობის შესახებ წაიკითხავთ შემდეგ სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით …