ფორექსის სტრატეგია “CCCF” საკმაოდ მარტივი გარღვევის სტრატეგიაა, რომელიც ეფუძნება ინდიკატორის Cons-ის მიერ, გრაფიკზე წარმოქმნილი ყუთის ზედა და ქვედა საზღვრების გარღვევას.
- თაიმ ფრეიმი: M5, M15, M30, H1, H4;
- სავალუტო წყვილი: EUR/USD
გრაფიკზე ვაყენებთ ფორექსის ინდიკატორს Cons საწყისი პარამეტრებით. სხვა თაიმ ფრეიმისთვის პარამეტრები შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ვაჭრობის პირობები:
როდესაც ინდიკაოტრი Cons გრაფიკზე ფამოსახავს ყუთს და ორ ჰორიზონტალურ საზღვარს (ყუთის მაქსიმუმებით) – ვდებთ გადადებულ ორდერებს ამ საზღვრებზე.
ყუთის ზედა საზღვარზე ვდებთ ყიდვის გადადებულ Buy Stop ორდერს 110 პუნქტიანი თეიქ-პროფიტით და 50 პუნქტიანი სტოპ-ლოსით.
ყუთის ქვედა საზღვარზე ვდებთ გაყიდვის გადადებულ Sell Stop ორდერს 280 პუნქტიანი თეიქ-პროფიტით და 50 პუნქტიანი სტოპ-ლოსით.
ფორექსის სტრატეგია “CCCF” – გაყიდვის და ყიდვის მაგალითი:
ერთ-ერთი ორდერის აქტივაციის შემდეგ, მეორე გადადებულ ორდერს ვაუქმებთ, მხოლოდ პირველი ორდერის პროფიტით დახურვის შემთხვევაში. და თუ პირველი ორდერი არ დაიხურა თეიქ-პროფიტით, მოპირდაპირე ორდერის გახსნის შემდეგ პირველის ადგილზე ვათავსებთ ახალ გადადებულ ორდერს.
ორდერების პარამეტრები ბაზარზე განმეორებით შესვლისთვის:
ყიდვა:
- თეიქ პროფიტი: 250 პუნქტი;
- სტოპ- ლოსი: 50 პუნქტი;
გაყიდვა:
- თეიქ პროფიტი: 80 პუნქტი;
- სტოპ-ლოსი: 15 პუნქტი;
დამატებითი წესები:
- ნებისმიერი ორდერის თეიქ-პროფიტით დახურვის შემთხვევაში, მეორეს ვაუქმებთ და ვწყვეტთ ამ ყუთის საზღვრების დამუშავებას;
- გრაფიკზე ახალი ყუთის გაჩენისას, გახსნისლი ორდერი იხურება მიმდინარე ფასით, გადადებული ორდერი კი უქმდება და იწყება ყუთის ახალი საზღვრების დამუშავება;
- ბაზარზე არ შევდივართ ერთი ყუთის საზღვრების ორჯერადი გარღვევის შემდეგ;
- ამ სტრატეგიით უსაფრთხო ვაჭრობისთვის მიზანშეწონილია ორდერი გადავიყვანოთ უზარალობის პოზიციაზე როდესაც მიღებულია პროფიტი სტოპ ლოსიდან 50-100 პუნქტის მანძილზეა ან 50-100 პუნქტის პროფიტის მიღების შემთხვევაში გადავიყვანოთ პოზიცია 50-100 პუნქტიან თრეილინგ სტოპზე;
ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინდიკატორის მუშაობის პრინციპი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით