სარჩევი
სტრატეგია “მარტივი RSI” ვაჭრობა ხორციელდება გადადებული Buy Stop და Sell Stop ორდერების გამოყენებით.
სტრატეგიის სპეციფიკაცია
- სავალუტო წყვილი: EUR/USD;
- თაიმ ფრეიმი: H4;
გრაფიკის მომზადება:
- სამუშაო გრაფიკზე ვაყენებთ ოსცილატორს RSI (10), დონეებით 30, 40, 50, 60, 70;
სტრატეგიის ალგორითმი
ყიდვა:
- RSI (10)-მა გადაკვეთა ქვემოდან ზემოთ და გადამკვეთი სანთელი დაიხურა თავისი 50-იანი დონის ზემოთ;
- Buy Stop ორდერს ვაყენებთ გადამკვეთი სანთლის მაქსიმუმის ზემოთ 15 პუნქტის დაშორებით;
- როდესაც RSI (10) გადაკვეთს ქვემოდან ზემოთ თავის 60-იან დონეს, ვამატებთ გადადებულ Buy Stop პოზიციას გადამკვეთი სანთლის მაქსიმუმის ზემოთ 15 პუნქტის დაშორებით, ოღონდ ვანახევრებთ ლოტს;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა
- RSI (10)-მა გადაკვეთა ზემოდან ქვემოთ და გადამკვეთი სანთელი დაიხურა თავისი 50-იანი დონის ქვემოთ;
- Sell Stop ორდერს ვაყენებთ გადამკვეთი სანთლის მინიმუმის ქვემოთ 15 პუნქტის დაშორებით;
- როდესაც RSI (10) გადაკვეთს ზემოდან ქვემოთ თავის 40-იან დონეს, ვამატებთ გადადებულ Sell Stop პოზიციას გადამკვეთი სანთლის მინიმუმის ქვემოთ 15 პუნქტის დაშორებით, ოღონდ ვანახევრებთ ლოტს;
გაყიდვის მაგალითი:
სტოპ ორდერები
სტოპ ლოსი:
- საწყისი და დამატებითი ორდერებისათვის დგება ლოკალურ მინიმუმზე, ან მაქსიმუმზე (პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე);
პოზიციიდან გამოსვლა:
- პოზიცია იხურება საბაზრო ფასით, როდესაც RSI (10) გადაკვეთს თავის 50-იან დონეს გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით;
- ყიდვის შემთხვევაში ყველა პოზიცია იხურება თუ RSI (10) გადაკვეთს თავის 70-იან დონეს ზემოდან ქვემოთ;
- გაყიდვის შემთხვევაში ყველა პოზიცია იხურება თუ RSI (10) გადაკვეთს თავის 30-იან დონეს ქვემოდან ზემოთ;
- პოზიციები ასევე იხურება RSI (10)-ის სატრენდო ხაზების გარღვევის შემთხვევაში (ზედმეტი პირობაა – არ გირჩევთ);
- სტრატეგიაში გათვალისწინებულია აგრეთვე ტრეილინგ სტოპი 100 პუნქტიანი ბიჯით (ბევრია – არ გირჩევთ, ოპტიმალურად მიმაჩნია 50 პუნქტი);
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით