ჯონ ბოლინჯერის წიგნი “ბოლინჯერი ბოლინჯერის ველების შესახებ/Bollinger on Bollinger Band/Боллинджер о лентах Боллинджера” ტრეიდერების წრეში ნამდვილად ბესტსელერი გახდა გამოქვეყნებისთანავე.
საფინანსო წრეებში ბოლინჯერს ფინანსურ გურუს ეძახიან. არ ვიცი რამდენად გურუა, მაგრამ ფაქტია – ძალიან მაგარია, თუნდაც იმიტომ, რომ მისმა სისტემამ და ინდიკატორმა ასეთი პოპულარობა რომ მოიპოვა. მისი ინდიკატორი თითქმის ყველა სახეობის სავაჭრო პლატფორმის სტანდარტულ კომპლექტაციაშია.
წიგნი მოიცავს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული სტრატეგიულად და ტაქტიკურად ბოლინჯერის ველების ინდიკატორი და მთლიანად სისტემა. მასში აღწერილია ინდიკატორის სიგნალების კლასიფიკაცია, როგორც განყენებულად, ასევე სხვა ინდიკატორებთან და გრაფიკულ ანალიზთან კომბინაციაში.
ავტორი გვაძლევს სავაჭრო გადაწყვეტილებების სტრუქტურას, რომელიც აგებულია ბოლინჯერის ველებზე. ინდიკატორთან შეხამებით გვთავაზობს კომბინირებულ რაციონალურ ფუნდამენტალურ და ტექნიკურ ანალიზს. სისტემა განკუთვნილია პრაქტიკულად ნებისმიერი საფინანსო ინსტრუმენტისათვის და საფინანსო გარემოსათვის.
გარდა ამისა ავტორი იძლევა სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს, ძირითადად – რისკებთან დაკავშირებით. ბოლინჯერი გვირჩევს გამოვიყენოთ მისი შექმნილი სიგნალები, რომელიც ტრეიდერმა უნდა შეუხამოს რისკების მიმართ საკუთარ ხედვას. ბოლინჯერი თვლის, რომ ეფექტური ანალიზის გასაღები მდგომარეობს ემოციური ფაქტორების მაქსიმალურ გამორიცხვაში და გარიგებების განხორციელებაში – მხოლოდ ფუნდამენტალურ და ტექნიკური ანალიზე დაყრდნობით, სადაც მის ინდიკატორს წამყვანი როლი ენიჭება (მისი აზრით).