ფორექსის სტრატეგია “გვირაბი”-ს ალგორითმის მიხედვით, რომელიც აგებულია მცოცავ საშუალოებზე, მათი მეშვეობით იქმნება ერთგვარი გვირაბი, რომელიც ვაჭრობისათვის მთავარი ამოსავალი გარემოებაა.
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
- ტაიმ ფრეიმი: H1-დან ზემოთ, შესაძლებელია ვაჭრობა 15 წუთიან ინტერვალზეც, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვაჭრობა დაბალ ტაიმფრეიმებზე იძლევა უფრო მეტ ყალბ სიგნალებს;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (18), Close – გრაფიკზე წითელი ფერი;
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (28), Close – გრაფიკზე ესეც წითელი ფერი;
- მცოცავი საშუალო Linear Weighted – WMA (5), Close – გრაფიკზე ლურჯი ფერი;
- მცოცავი საშუალო Linear Weighted – WMA (12), Close – გრაფიკზე იის ფერი;
- ინდიკატორი RSI (12);
- მცოცავი საშუალოები EMA პერიოდებით 18 და 28 – ქმნიან გვირაბს წითელი მრუდებისაგან, რომელიც გვეხმარება მოვძებნოთ ტრენდის დასაწყისი და დასასრული;
- მცოცავი საშუალოები WMA პერიოდებით 5 და 12 მიგვითითებენ ტრენდში შესვლის შესახებ, აგრეთვე მიმდინარე ტრენდის ძალის შესახებ;
ფორექსის სტრატეგია “გვირაბი” – ალგორითმი
ყიდვა:
- ყიდვის პოზიცია იხსნება იმ შემთხვევაში, როდესაც მცოცავი საშუალოები WMA პრიოდებით 5 და 12 გადაკვეთენ წითელ გვირაბს ქვემოდან ზემოთ;
- იმ შემთხვევაში თუ WMA (5) ასევე გადაკვეთს WMA (12)-ს, ეს მიუთითებს სიგნალის სიძლიერეზე;
- ინდიკატორი RSI უნდა იმყოფებოდეს თავისი 50-იანი დონის ზემოთ;
გაყიდვა:
- გაყიდვის პოზიცია იხსნება იმ შემთხვევაში, როდესაც მცოცავი საშუალოები WMA პრიოდებით 5 და 12 გადაკვეთენ წითელ გვირაბს ზემოდან ქვემოთ;
- იმ შემთხვევაში თუ WMA (5) ასევე გადაკვეთს WMA (12)-ს, ეს მიუთითებს სიგნალის სიძლიერეზე;
- ინდიკატორი RSI უნდა იმყოფებოდეს თავისი 50-იანი დონის ქვემოთ;
ყიდვა-გაყიდვის მაგალითი:
პოზიციიდან გამოსვლის წესები (ანუ ტენდენციის დასასრულის სიგნალი):
ყიდვის პოზიციისთვის:
- ფასმა მიაღწია პიკს და მცოცავმა საშუალომ WMA (5)-მა ზემოდან ქვემოთ გადაკვეთა WMA (12). პოზიცია უნდა დაიხუროს მიმდინარე ფასის მიხედვით;
გაყიდვის პოზიციისთვის:
- ფასმა მიაღწია ფსკერს და მცოცავმა საშუალომ WMA (5)-მა ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა WMA (12). პოზიცია უნდა დაიხუროს მიმდინარე ფასის მიხედვით;
- სტოპ ლოსი დგება ლოკალურ მინიმუმზე ან მაქსიმუმზე (პოზიციის მიმართულების შესაბამისად). შემდეგ თანდათან გადაადგილდება ფასის მოძრაობის მიმართულებით, ბაზრის ვოლატილობიდან გამომდინარე – ბიჯის ზომაზე.
- საბოლოო ტეიკ პროფიტის თვალსაზრისით, პოზიცია იხურება საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით