ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves" • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია “ვულფის ტალღები. Wolfe Waves”

ტრეიდერების წრეში ფორექსის სტრატეგია “ვულფის ტალღები. Wolfe Waves” ცნობილია, როგორც უნიკალური და ეფექტური სავაჭრო სტრატეგია, რომელიც ჩემი აზრით ვიზუალური თვალსაზრისით უფრო პატერნია, ხოლო სავაჭრო თვალსაზრისით – სავაჭრო სისტემა, ვიდრე ცალკე აღებული სტრატეგია.

საფინანსო ბაზარზე ამგვარი მოძრაობა ქმნის აშკარად გამოხატულ ტალღას, რომელსაც გააჩნია პროექცირების კარგი შესაძლებლობა.

ყველაზე მკაფიოდ ვულფის ტალღა ყალიბდება მაშინ, როდესაც ბაზარზე კარგად გამოხატული ვოლატილობაა.

ვულფის ტალღის აღმოჩენისათვის საჭიროა გეგმაზომიერი ვარჯიში, რის შემდეგაც ტრეიდერი ადვილად შეძლებს მათ აღმოჩენას არა მხოლოდ ფორექსზე, არამედ სხვა საფინანსო ბაზრების გრაფიკებზეც.

ტალღების იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ტალღების დათვლის უჩვეულო თანამიმდევრობას. როგორც შემდეგ მიხვდებით – ეს საჭიროა ტალღების ინდუქტიური ანალიზისთვის.

გრაფიკის ფასთა მწვერვალზე, ან ფსკერზე ჩვენ უნდა განვსაზღვროთ წერტილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ ახალი ტალღის ათვლა

ვულფის ტალღის ყიდვის სქემის მოძიებისათვის ტალღის ათვლის წერტილად ვიღებთ მწვერვალს, ხოლო გაყიდვის სქემისათვის ფსკერს.

ფორექსის სტრატეგია “ვულფის ტალღები. Wolfe Waves” – ყიდვის სქემა:
  • ვულფის ტალღა № 2 – მწვერვალი;
  • ვულფის ტალღა № 3 – პირველი დაშვების ფუძე;
  • ვულფის ტალღა № 1 – ფუძე, რომელიც წინ უსწრებს ვულფის ტალღა № 2-ს, ანუ მანამდეა. წერტილი № 3 უნდა იყოს უფრო დაბლა ვიდრე წერტილი № 1;
  • ვულფის ტალღა № 4 – ტალღა № 3-ის მწვერვალია. წერტილი № 4 უნდა მდებარეობდეს № 1 ტალღის ფუძის მაღლა;
  • ტრენდული ხაზი უნდა გავავლოთ 1-დან მე-3 წერტილამდე, ამ მონაკვეთის სხივად/წრფედ გაგრძელება გვაძლევს შემობრუნების მოსალოდნელი წერტილის პროექციას, ე.წ. ვულფის ტალღა № 5-ს. ეს არის ბაზარზე შესვლის წერტილი, რომლის შემდეგაც ფასის მოძაობა მოსალოდნელია 1-4 ტრენდულ ხაზამდე;
  • მოსალოდნელი საბოლოო სავარაუდო ფასი (Estimated Price at Arrival, EPA) – არის წრფე/ტრენდული ხაზი, რომელიც გავლებულია 1 და 4 წერტილებზე, იგი წარმოადგენს ფასის მოძრაობის მოსალოდნელი მიზნის პროექციას. თავდაპირველი სტოპ ლოსი უნდა განთავსდეს № 5 წერტილის ქვემოთ (ყიდვის შემთხვევაში). ფასის დადებითი მიმართულებით მოძრაობასთან ერთად იგი უნდა გადაჩოჩდეს ჯერ უზარალობაში ხოლო შემდეგ უნდა გაყვეს ორდერს;
ვულფის ტალღის გაყიდვის სქემა სარკისებრად ანალოგიურია.

ვულფის ტალღების იდენტიფიცირების უმნიშვნელოვანესი მომენტები:

  • ვულფის ტალღას არ ვაიდენტიფიცირებთ სანამ არ ჩამოყალიბდება წერტილები: 1, 2, 3 და 4;
  • ყიდვის სქემის დროს წერტილი № 3 უნდა იმყოფებოდეს წერტილი № 1-ის ქვემოთ;
  • გაყიდვის სქემის დროს წერტილი № 3 უნდა იმყოფებოდეს წერტილი № 1-ის ზემოთ;
  • ყველაზე კარგი ვულფის ტალღა მაშინ არის, როდესაც წერტილი № 4 არის წერტილი № 1-ის ზემოთ ყიდვის დროს და წერტილი № 4 არის წერტილი № 1-ის ქვემოთ გაყიდვის დროს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ბაზარი/ფასი არ გარბის ტალღის გარეთ;

გირჩევთ, ტექნიკური საშუალებებიდან აქტიურად გამოიყენოთ არხები. ფასის არხში შესვლა გამოსვლის ციკლებზე დაკვირვებით უფრო ადვილია ვულფის ტალღების იდენტიფიცირება.

ქვემოთ წარმოდგენილია სურათები, რომელიც როგორც ხედავთ ჩემი ვაჭრობის შედეგი არ არის და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სურათები და კომენტარები სწორ წარმოდგენას შეგიქმნით ვულფის ტალღების ჩამოყალიბების პროცესზე.

სურათი №1

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი 1. სურათზე წერტილები 1, 2 და 3 უკვე უნდა იყვნენ ჩამოყალიბებულნი გრაფიკზე. წერტილი 2 აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმუმი ან მინიმუმი ამ სამკუთხა მოძრაობისთვის. ამის შემდეგ 1 და 3 წარტილებზე უნდა გავავლოთ ტრენდული ხაზი, ეს ხაზი მოგვცემს მე-5 წერტილის პროექციას სადაც უნდა ველოდოთ ფასს და სადაც უნდა გაიხსნას ორდერი. სურათზე წარმოდგენილ შემთხვევაში ყიდვის ორდერი.

სურათი №2

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი №2-ზე მე-5 წერტილი უკვე ჩამოყალიბებულია. ყიდვა უნდა განხორციელდეს ფასის შემობრუნებაზე სტოპ ლოსს დავაყენებთ მე-5 წერტილიც ქვემოთ. 1-4 წერტილებს შორის გავლებული სატრენდო ხაზი მოქვცემს მიზნობრივი ფასური დონის პროექციას.

სურათი №3

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი №3-ზე ჩანს რომ ფასმა მიაღწია მიზნობრივ დონეს.

სურათი №4

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი №4-ზე ვაფიქსირებთ მოდელის ამოსავალ წერტილს, ანუ მე-2 წერტილს, ამ შემთხვევაში ფასური მოძრაობის მაქსიმუმს. საერთოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ მოდელის იდენტიფიცირება ხდება მე-2 წერტილის აღმოჩენით/ფიქსაციით. ამის შემდეგ გადავხედავთ განვლილ მოძრაობას და ვპოულობთ 1 და 3 წერტილებს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე-4 წერტილი უნდა მდებარეობდეს 1 წერტილის მაღლა. 1-3 წერტილებზე გავლებული ტრენდული ხაზი გვაძლევს მე-5 წერტილის პროექციას. ამ დონეზე ბაზარი იღებს მხარდაჭერას, ამიტომ ვხსნით ყიდვის პოზიციას. სტოპ ლოსს ვაყენებთ მე-5 წერტილის ქვემოთ. სურათზე ჩანს, რომ ფასმა მიაღწია ფასურ მიზანს.

სურათი №5

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი №5-ზე ნაჩვენებ ტალღურ სტრუქტურაზე 1-3 ტენდული ხაზი გვაძლევს ყიდვის არეალის პროექციას. ზოგჯერ ბაზარი ცდება ამ არეალს, ამიტომ უნდა დაველოდოთ, სანამ ფასი კვლავ დაუბრუნდება ტრენდულ ხაზს და აისხლიტება მისგან. ამის შემდეგ ვხსნით ყიდვის პოზიციას და სტოპ ლოსს ვაყენებთ მე-5 წერტილის ქვემოთ.

სურათი №6

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი №6-ზე მე-2 წერტილი მოდელის ამოსავალი წერტილია. არ არის აუცილებელი, რომ მე-2 წერტილი იყოს ტრენდის გრძელვადიანი შემობრუნების ზონა. მთავარია იგი იყოს ბაზრის მნიშვნელოვანი მოძრაობის/რყევის მნიშვნელოვანი მინიმუმი ან მაქსიმუმი. როგორც სურათზე ჩანს მოდელმა იდეალურად იმუშავა, თუმცა მიზნობრივ დონემდე სრულად ვერ მიაღწია.

სურათი № 7

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი №7-ზე მე-2 წერტილი ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოძრაობის მნიშვნელოვანი მინიმუმია. მე-4 წერტილი მდებარეობს 1 წერტილის ქვემოთ. 1-3 ტრენდული ხაზი გვაძლევს მე-5 წერტილის პროექციის პროგნოზს. ამ შემთხვევაში ბაზარი ზედმიწევნით აჯდება ამ წერტილს. ვულფის ტალღა იდეალურია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბაზარი მიზნობრივ ფასურ დონემდე ვერ აღწევს. მაგრამ ტრეიდერი მაინც მიიღებდა საკმარის მოგებას.

სურათი № 8

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

სურათი № 8-ზე წარმოდგენილია შემთხვევა, როდესაც ვულფის ტალღა წარმოიქმნება გრაფიკული მოდელი “სამი ინდიელი”-ს მსგავსად (“სამი პატარა ინდიელი”, იგივე “სამი მოძრაობა”).

იმისათვის, რომ ამ სტრატეგიით წამატებით ივაჭროთ ზედმიწევნით უნდა ფლობდეთ ვულფის ტალღების იდენტიფიკაციის ვიზუალურ ტექნიკას. სტრატეგია გამოიყენება ნებისმიერი სავალუტო წყვილისათვის, ნებისმიერ საფინანსო ბაზარზე (ფორექსი, ფიუჩერსი, CFD ) და ნებისმოერ ტაიმ ფრეიმზე. ვულფის ტალღების წარმოქმნის სიხშირე მაღალია.

ტრეიდერების წრეებში ცნობილია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ვულფის ტალღების სწორი იდენტიფიკაციის შემთხვევაში სავაჭრო პოზიციების 90%-95% წარმატებულია.

პირადი სავაჭრო მაგალითები:

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

ფორექსის სტრატეგია "ვულფის ტალღები. Wolfe Waves"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %”

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი …