ფორექსის სტრატეგია პატერნი "სამი მოძრაობა"

ფორექსის სტრატეგია პატერნი “სამი მოძრაობა”

ფორექსის სტრატეგია პატერნი “სამი მოძრაობა” გრაფიკული მოდელია, რომელიც პეიოდულად ჩნდება საფინანსო ბაზრებზე, მათ შორის ფორექსზე. პატერნის სწორი იდენტიფიკაცია შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერს მიიღოს საკმაოდ კარგი და გარანტირებული მოგება.

ეს გრაფიკული მოდელი, სხვადასხვა ცნობილი ტრეიდერის ლიტერატურაში აბსოლუტურად სხვადასხვა სახელწოდებას ატარებს. ლინდა რაშკე ამ მოდელს უწოდებს “სამი ინდიელი”. ტალღურ ანალიზში მოდელს ჰქვია “დიაგონალური სამკუთხედი”, ლარი პისევანტო მას “3-ნაბიჯიან პატერნს (3-Drive pattern)” უწოდებს. გარტლისთან – “გაფართოვებადი 5-ტალღიანი სამკუთხედი” ჰქვია. ეს ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ, ვინაიდან თუ წავაწყდით ამ სახელწოდებებს სადმე – არ დავიბნეთ. მაგრამ მაინც პატერნის უფრო გავრცელებული სახელწოდებაა – “სამი მოძრაობა”.

მიუხედავად სხვადასხვა სახელწოდებებისა, პატერნის სტუქტურა და არსი ამით არ იცვლება. როგორც ავღნიშნე, პატერნი საკმარისად მაღალი სიხშირით ჩნდება ნებისმიერ ფინანსურ ბაზარზე, ნებისმიერ დროს პერიოდში და ნებისმიერ სავლუტო წყვილებზე.

ჰარმონიული პატერნი “სამი მოძრაობა” ხშირად ფორმირდება ფსკერზე ან მწვერვალზე, ბაზრის ტრენდის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნებამდე. რა თქმა უნდა პატერნი ყოველთვის არ იძლევა ტრენდის გლობალური ცვლილების სიგნალს. პატერნს შეუძლია მოგვცეს მიმდინარე მოძრაობის დასასრულის და კორექციის დასაწყისის შესახებ მიმდინარე ტრენდის ფარგლებში და არა ტრენდის შემობრუნების შესახებ უფრო დიდ ტაიმ ფრეიმებზე.

ტრენდულ ხაზთან ფასის მესამეჯერ შეხების შემდეგ, იგი ხშირად შემობრუნდება/ტრიალდება საპირისპირო მიმართულებით და ეს პრინციპი საშუალებას იძლევა სხვადასხვა სტრატეგიებში წარმატებულად გამოვიყენოთ ეს ალგორითმი. პატერნში “სამი მოძრაობა” პრინციპი თითქმის იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში შემოგვაქვს ფიბონაჩის გაფართოებების, დონეების და მათი ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორები.

ფორექსის სტრატეგია პატერნი "სამი მოძრაობა"

ფორექსის სტრატეგია პატერნი “სამი მოძრაობა” -ალგორითმი

გაყიდვა:

  • წერტილი A უნდა მდებარეობდეს ფიბონაჩის 0,618-0.786 მანძილზე “0-1” მონაკვეთიდან. ეს არ არის სავალდებულო პირობა, მაგრამ თუ ეს შედგა, მაშინ კარგი მახასიათებელია პატერნისათვის. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ფასი აკეთებს კორექტირებას და შემდგომი მოძრაობა არ იქნება სამაოდ მკვეთრი (იმპულსური), განსხვავებით ფიბონაჩის 23,6% და 38.2% პროცენტული დონეებისათვის დამახასიათებელი თვისებისა;
  • ფიბონაჩის გაფართოების 1 წერტილიდან А წერტილამდე გაშლის შემდეგ მივიღებთ 2 წერტილს, ფიბონაჩის 1.27 ან 1.618 მანძილზე;
  • წერტილი С, “A-B”, ან “A-2” მონაკვეთიდან მდებარეობს ფიბონაჩის 0,618-0.786 მანძილზე. ეს აუცილებელი პირობაა;
  • თუ ეს პირობები შესრულებულია, მაშინ მონაკვეთებიდან “B-С” ან “2-С” 1.27 და 1.618 მანძილებზე (თუ წერტილი B მდებარეობს 1.27 х 1A მანძილზე, მაშინ მანძილი უდრის = 1.27-ს, ხოლო თუ წერტილი B მდებარეობს 1.68 х 1A მანძილზე მაშინ მანძილი უდრის = 1.68) ვაყენებთ გადადებულ Sell Limit ორდერს. ნახაზზე იგი აღნიშნულია, როგორც წერტილი 3, ან D;
  • მონაკვეთების ტოლობა AB=CD შეძლებისდაგვარად სასურველია, თუმცა პრაქტიკაში ესეთი იდეალური სიზუსტე უიშვიათესია ამიტომ უნდა მივუდგეთ მიახლოებითობის პრინციპით;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ 1.68 დონიდან რამდენიმე პუნქტით ზემოთ, თუ B წერტილი მდებარეობს 1.27 х 1A მანძილზე, ან . 1.786 დონიდან რამდენიმე პუნქტით ზემოთ, თუ B წერტილი მდებარეობს 1.618 х 1A მანძილზე;

ტეიკ პროფიტი:

  • პირველი მიზანი – ფიბონაჩის 61,8% მონაკვეთიდან “0-3”. ამ დონეზე შესაძლებელია დავხუროთ პოზიციის ნაწილი და ორდერი გადავიყვანოთ უზარალობაში;
  • მეორე მიზანი – ფიბონაჩის გაფართოება 1,27;
  • მესამე მიზანი – ფიბონჩის გაფართოება 1,618;

სად დაიხუროს მომგებიანი პოზიცია, ნაწილებით თუ ერთიანად, სად გადავიდეს უზარალობაში, ან სად ავაყოლოთ ტრეილინგ სტოპი და როგორი მანიმენეჯმენტი იქნას გამოყენებული – ყველაფერი ეს ტრეიდერის არჩევანზეა დამოკიდებული.

სურათზე წარმოდგენილია თითქმის იდეალური პატერნის “სამი მოძრაობა” მაგალითი. მაგრამ ამ შემთხვევაში მოგება მივიდა მხოლოდ პირველ მიზნამდე – “0-3” მონაკვეთის ფიბონაჩის 61,8%-ს დონემდე. ამის შემდეგ ფასი დაუბრუნდა აღმავალ ტრენდს.

ფორექსის სტრატეგია პატერნი "სამი მოძრაობა"

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფასი კარგად მოთავსდა პარალელურ არხში, მისი მესამე შეხება არხის ზედა საზღვართან ასევე დამატებითი სიგნალი იყო ბაზარზე შესვლისათვის.

ყიდვის პოზიციების მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია პატერნი "სამი მოძრაობა"

პატერნის “სამი მოძრაობა” ყიდვის პირობები, გაყიდვის პირობების სარკისებურად ანალოგიურია.

მაგალითში წარმოდგენილია იდეალური პატერნი. ასეთი რამ ბაზარზე იშვიათად ხდება. ამასთან ერთად ვერცერთი ტრეიდერი ვერ დაუწყებს ფასს “შტანგერ-ფარგლით” დევნას. ამიტომ გირჩევთ ამ სტრატეგიაში დაიცვათ მიახლოებითობის პრინციპი და ძირითადი !!! სიგნალების წარმოქმნის სიზუსტე. თუ მაინც და მაინც პედანტი ტრეიდერი ხართ, მაშინ არ ივაჭროთ არა იდეალურ მოდელებზე. პრინციპში თუ მოდელი იდეალურია, მოგების ალბათობაც მაღალია და პირიქით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "წინა სანთლის 50 %"

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %”

სტრატეგია “წინა სანთლის 50 %” მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა სავალუტო წყვილისთვის ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი …