ისევე როგორც ანალიზის სხვა მეთოდებშიც, ვულფის ტალღების გარკვეული პროცენტიც შესაძლებელია საბაზრო სიტუაციისგან განსხვავებული იყოს. ამიტომ საჭიროა ფილტრაციის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ასეთებად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ელიოტის ტალღები, იაპონური სანთლების პატერნები, ფიბონაჩის დონეები მიურეი, ასევე ანალიზის სხვა მეთოდებიც.
ვულფის ტალღების მნიშვნელოვანი ფილტრია მე-2 ტალღის მდებარეობა. თუ იგი მოცემული სავაჭრო პერიოდისათვის რომელიმე მნიშვნელოვანი ექსტრემუმია და არა ჩვეულებრივი ლოკალური მაქსიმუმი, მაშინ მოდელის სრული ჩამოყალიბების ალბათობა მაღალია.
კიდევ ერთ ფილტრს წარმოადგენს – კუთხე, რომელსაც ქმნიან 1-4 და 1-3 ტრენდული ხაზები. ოპტიმალურად ითვლება 40-50 გრადუსი, ან ცოტათი მეტი. ოპტიმალური კუთხეა 40-45 გრადუსი, ან ცოტათი მეტი. ვულფის ტალღებში, სადაც ეს კუთხე 40 გრადუსზე ნაკლებია, ვაჭრობა არ არის რეკომენდებული.
ვულფის ტალღები მაგალითები:
სურათი № 1
სურათი № 1-ზე ჩანს, რომ მე-5 ტალღის დასრულების შემდეგ, 1-3 ტრენდული ხაზიდან მოხდა მკვეთრი ასხლეტა და ფასი წავიდა მე-6 ტალღის მიმართულებით, რის შემდეგაც გაცდა 1-4 წრფეს.
მაგალითში, მე-2 ტალღა წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან მწვერვალს (მაქსიმუმს), ხოლო 1-4 და 1-3 წრფეებს შორის კუთხე 45 გრადუსზე მეტია. ამ შემთხვევაში ვულფის ტალღა აღმოჩნდა ტრენდის გაგრძელების მოდელი.
სურათი № 2
სურათი № 2-ზე წარმოდგენილია მოდელი, რომელიც არ გამართლდა. პრინციპში მოდელი ჩამოყალიბდა პრაქტიკულად ყველა წესის თანახმად, მაგრამ ზოგიერთი დეტალის მიხედვით შეგვეძლო გვევარაუდა, რომ მოდელის ბოლომდე ვერ ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მაღალი იყო.
პირველ რიგში, მე-2 ტალღის ფუძე კი წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან მინიმუმს, მაგრამ იგი დასრულდა განვლილი მოძრაობის ფიბონაჩის 78,6 %-ზე, რაც შესაძლებელია მიუთითებს იმაზე, რომ ფასური მოძრაობა არის კორექცია და ტრენდი შესაძლებელია განახლდეს.
მეორე რიგში, არ იყო ერთმნიშვნელოვანი ასხლეტა 1-3 წრფიდან. ფასის მოძრაობა შეჩერდა, შენელდა და არ განახორციელა ერთმნიშვნელოვანი შემობრუნება.
მესამე რიგში, და რაც მთავარია და უმნიშვნელოვანესი, არ იყო გარღვეული ტრენდული ხაზი, რომელიც გავლებულია მე-5 ტალღის მინიმუმებზე. სანამ არ არის გარღვეული მე-5 ტალღის მინიმუმებზე გავლებული ტრენდული ხაზი, მანამდე პოზიციაში შესვლა სარისკო.
სურათი № 3
სურათი № 3-ზე, ანუ იგივე გრაფიკზე წარმოიქმნა ვულფის ტალღა. ამ შემთხვევაში მე-5 ტალღა დამთავრდა არხის ზედა საზღვარზე, რაც ასევე წარმოადგენს დამატებით სიგნალს მინიმუმ კორექციისთვის (ანუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონტრტრენდულ ვულფის ტალღასთან).
1-3 ტრენდული ხაზიდან ასხლეტა, რომელიც აიგება მე-5 ტალღაზე, იყო დადასტურება იმისა, რომ მე-5 ტალღა დასრულდა და იწყება აღმავალი რალი (მოძრაობა).
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით