ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური სტრატეგია 5 წუთიანი გრაფიკისთვის” მუშაობის დროს არ არის რეკომენდებული დღეში სამზე მეტი სავაჭრო ოპერაციის ჩატარება.
- სავალუტო წყვილი: EURUSD და GBPUSD;
- ტაიმ ფრეიმი: M5;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი Simple Moving Average პერიოდით 50 (SMA 50), გამოყენებული CLOSE მიმართ (გრაფიკზე წითელი ფერის მრუდი);
- ინდიკატორი Exponential Moving Average პერიოდით 21 (EMA 21), გამოყენებული CLOSE მიმართ (გრეფიკზე მწვანე ფერის მრუდი);
- ინდიკატორი Exponential Moving Average პერიოდით 10 (EMA 10), გამოყენებული CLOSE მიმართ გრეფიკზე ლურჯი ფერის მრუდი);
გრაფიკზე აგრეთვე დატანილი მაქვს შავი ჰორიზონტალური ხაზი, საიდანაც გამოითვლება SMA 50 ინდიკატორის დახრის კუთხე.
ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური სტრატეგია 5 წუთიანი გრაფიკისთვის” – ალგორითმი
ბაზარზე შესვლის პირობები:
- სავაჭრო პოზიცია იხსნება მაშინ როდესაც, ფასი იმყოფება ყველა მცოცავი საშუალოს ზემოთ ან ქვემოთ. SMA 50 ინდიკატორი, თავისი დახრილობით გვიჩვენებს მკაფიოდ გამოხატულ ტრენდის მიმართულებას და მისი დახრილობის კუთხე აღემატება 20 გრადუსს და ფასი უბრუნდება EMA 21-ის და EMA 10-ის შორის არსებულ ზონას.
- სტრატეგიაში ყველაზე მთავარი მომენტია მკვეთრად გამოხატული ძლიერი ტრენდის არსებობა M5 გრაფიკზე, რომელიც SMA 50 მცოცავი საშუალოს დახრის კუთხის მეშვეობით გამოითვლება. ბაზარზე შესვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ფასი კორექციით დაუბრუნდება EMA 21 და EMA 10 მცოცავ საშუალოებს.
დამატებითი პირობები:
- არ უნდა ვივაჭროთ მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლეების გამოქვეყნებამდე;
- არ იჩქაროთ ბაზარზე შესვლა, დაელოდეთ სანამ სტრატეგიის ყველა პირობა შესრულდება;
- ვაჭრობა სასურველია ისეთ ბროკერებთან, ვისაც აქვს მიმდინარე ფასიდან მინიმალური დაცილებით ორდერის გახსნის სპეციფიკაცია, არაუმეტეს 2-3 პუნქტი;
- სტოპ ლოსი: 6 პუნქტი + სპრედი;
- ტეიკ პროფიტი: 8-10 პუნქტი;
დამატებითი ნიუანსები:
სტატიის ბოლოში გადასაწერად წარმოდგენილია ორი ინდიკატორი, რომელიც დაგეხმარებათ ამ სტრატეგიით მუშაობისას.
- ინდიკატორი PhilNelSignals – გვაძლევს ხმოვან სიგნალს და გრაფიკზე აღნიშნავს ბაზარზე შესვლის წერტილს. წითელი ნიშანი – გაყიდვა; მწვანე ნიშანი – ყიდვა;
- ინდიკატორი SMAAngle – გრაფიკზე გვიჩვენებს SMA-ს დახრის კუთხეს. ამ სტრატეგიისთვის პარამეტრებში უნდა მიუთითოთ დონეები: 0.2 და -0.2;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვის მაგალითი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით