ფორექსის სტრატეგია „EUR/USD Trend System“ • GeoForex.info

ფორექსის სტრატეგია „EUR/USD Trend System“

ფორექსის სტრატეგია „EUR/USD Trend System“ დაფუძნებულია გარღვევის ალგორითმზე – ტრენდის მიხედვით.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმფრეიმი: H1;

სავალუტო წყვილის გრაფიკზე უნდა დავაყენოთ შემდეგი ინდიკატორები:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (144) დონით “-35” (სურათზე ოქროსფერი);
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (169) დონით “+35” (სურათზე ოქროსფერი);
  • მარტივი მცოცავი საშუალო SMA (400) დონეებით: “+35” და “-35” (სურათზე ცისფერი);
  • ინდიკატორი ant-GUBreakout_V.0.4.2.ex4, რომელიც გრაფიკზე აყალიბებს მართკუთხედს მითითებული პარამეტრებით დროის მონაკვეთების მიხედვით (ინდიკატორის პარამეტრი: GMTShift — 1 (საბროკერო კომპანიებისათვის Alpari და Forex4you), Start -1:00, End – 5:59);
ფორექსის სტრატეგია „EUR/USD Trend System“ – ალგორითმი

ყიდვა:

  • მცოცავმა საშუალოებმა EMA (144) და EMA (169) გადაკვეთეს SMA (400) ქვემოდან ზემოთ;
  • ინდიკატორი ant-GUBreakout_V.0.4.2.ex4 მიერ გამოსახული მართკუთხედის მაქსიმალური ფასი (1:00 — 5:59 GMT) იმყოფება სამივე მცოცავი საშუალოს ზემოთ, მათ შორის პუნქტირული “+35” დონის მრუდის ზემოთ;
ზემოთაღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, მართკუთხედის მაქსიმალური ფასიდან +5 პუნქტი ვდებთ გადადებულ Buy Stop ყიდვის ორდერს
  • სტოპ ლოსი: მართკუთხედის ქვედა გვერდს (ანუ მინიმალური ფასი) – 5 პუნქტი;
  • ტეიკ პროფიტი: მართკუთხედის ზედა გვერდს (ანუ მაქსიმალური ფასი) + 15 პუნქტი;

დამატებითი პირობები:

  • თუ გარიგება სტოპ ორდერებით არ დაიხურა შემდეგი მართკუთხედის ფორმირებამდე, მაშინ მომდევნო დღეს ორდერები აღარ დგება;
  • თუ გარიგება არ გაიხსნა მომავალი დღის მართკუთხედის ფორმირებამდე, მაშინ გადადებული ორდერები უქმდება;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „EUR/USD Trend System“

გაყიდვა:

  • მცოცავმა საშუალოებმა EMA (144) და EMA (169) გადაკვეთეს SMA (400) ზემოდან ქვემოთ;
  • ინდიკატორი ant-GUBreakout_V.0.4.2.ex4 მიერ გამოსახული მართკუთხედის მინიმალური ფასი (1:00 — 5:59 GMT) იმყოფება სამივე მცოცავი საშუალოს ქვემოთ, მათ შორის პუნქტირული “-35” დონის მრუდის ქვემოთ;
ზემოთაღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ, მართკუთხედის მინიმალური ფასიდან -5 პუნქტი ვდებთ გადადებულ Sell Stop გაყიდვის ორდერს
  • სტოპ ლოსი: მართკუთხედის ზედა გვერდს (ანუ მასიმალური ფასი) + 5 პუნქტი;
  • ტეიკ პროფიტი: მართკუთხედის ქვედა გვერდს (ანუ მინიმალური ფასი) – 15 პუნქტი;

დამატებითი პირობები:

  • თუ გარიგება სტოპ ორდერებით არ დაიხურა შემდეგი მართკუთხედის ფორმირებამდე, მაშინ მომდევნო დღეს ორდერები აღარ დგება;
  • თუ გარიგება არ გაიხსნა მომავალი დღის მართკუთხედის ფორმირებამდე, მაშინ გადადებული ორდერები უქმდება;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „EUR/USD Trend System“

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.