ბინარული ოფციონებით კლასიკური ვაჭრობა გულისხმობს ორი მიმართულების გარიგებების გამოყენებას – კოლ (Call) და ფუთ (Put). ყოვლთვის, ამ ორიდან რომელიმე ერთის არჩევა მოგიწევთ.
კოლ (Call) და ფუთ (Put) ოფციონები – გარკვეული რაოდენობის აქტივების (ვალუტა, აქციები, ინდექსები და სხვა) ბირჟაზე არსებული მიმდინარე კურსით ყიდვის ან გაყიდვის უფლებას აძლევენ მფლობელს. თავად აქტივზე კი არ ხდება ოპერაცია, არამედ გარიგება ხდება ოპერაციის განხორციელების უფლებაზე.
ბინარულ ოფციონს გააჩნია მოგების ფიქსირებული მოცულობა და არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რომელი მიმართულებით განხორციელდა გარიგება. მოგების დაანგარიშების თავისებურება მდგომარეობს ბაზარზე მიმდინარე სიტუაციური ანალიზის შეფასებაში. რაც უფრო მაღალია პროგნოზის დადასტურების ალბათობა, მით უფრო ნაკლებ მოგებას მიიღებს ტრეიდერი განხორციელებული გარიგების შედეგად.
ამიტომ კოლ ან ფუთ ოფციონის არჩევისას ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული რისკისა და მოგების თანაფარდობა. ზოგჯერ ბროკერი თავად გვკარნახობს, რომელი მიმართულებით არის უკეთესი ოფციონის გახსნა, რითიც თავად, მიზანმიმართულად უმცირებს ტრეიდერს მოგებას. თუმცა მოგების რაოდენობის კომპენსირება შესაძლებელია გარიგების მოცულობის ზრდით.
ოპერაციების გამარტივებისათვის ოფციონური ბროკერები შესაძლებლობას იძლევიან ოპერაციები განხორციელდეს არა ლოტებში, როგორც ეს ბირჟებზე ხდება, არამედ თანხობრივ ექვივალენში. ამის გამო ყველა მოცულობა გამოსახულია დეპოზიტის ვალუტაში ან აშშ დოლარში. ანუ აქციების ყიდვის დროს ტრეიდერი უთითებს არა ლოტების რაოდენობას, არამედ გარიგების თანხას.
ოფციონის არჩევა:
- ქოლ (Call) – გარკვეული რაოდენობის ფინანსური აქტივის ყიდვის უფლება. ამ სახის კონტრაქტის არჩევისას ტრეიდერს ეძლევა გარიგების ობიექტის ყიდვის უფლება.
კოლ (Call) ოფციონის ყიდვა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ აქტივის ფასი გაიზრდება და არ შემცირდება მანამდე, სანამ გარიგების მოქმედების ვადაა მითითებული.
მოგებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის ოპერაციის დასრულების მომენტში ფასი გარიგების გახსნის ფასზე უფრო მეტი იქნება.
- ფუთ (Put) ოფციონი – გარკვეული რაოდენობის ფინანსური აქტივის გაყიდვის უფლება. ამ სახის კონტრაქტის არჩევისას ტრეიდერს ეძლევა გარიგების ობიექტის გაყიდვის უფლება.
კოლ (Call) ოფციონის გაყიდვა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ აქტივის ფასი დაიკლებს და არ გაიზრდება მანამდე, სანამ გარიგების მოქმედების ვადაა მითითებული.
მოგებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის ოპერაციის დასრულების მომენტში ფასი გარიგების გახსნის ფასზე უფრო ნაკლები იქნება.
კოლ (Call) და ფუთ (Put) ოფციონების სწორი არჩევის საფუძველს წარმოადგენს: ტრენდის მოძრაობის მდგრადი დინამიკა, ტრენდის შესაძლო შემობრუნების შესახებ ტექნიკური ინდიკატორების სიგნალები, ანალიტიკური პროგნოზები და ფინანსურ-ეკონომიკური სიახლეები.
ამასთან ერთად, ყოველთვის არსებობს იღბალი, რომელსაც ზოგჯერ უფრო მეტი მოგება მოაქვს ვიდრე გამოთვლებისა და პროგნოზირების რთულ სისტემებს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით