ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობისას, ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული მეთოდების ტიპს განეკუთვნება – გარღვევის სტრატეგიები.
გარღვევის სტრატეგიები გამოირჩევიან სიმარტივით, რის გამოც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ტრეიდერთა შორის.
გარღვევის სტრატეგიების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:
ყიდვის გარიგება იდება მაშინ, როდესაც ფასი გაარღვევს ფასურ დიაპაზონს ზემოთ მიმართულებით, ხოლო მოკლე პოზიცია იხსნება, როდესაც ფასი გაარღვევს ფასური დიაპაზონის ქვედა საზღვარს. შესაბამისად ტრეიდერს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ძლიერ ფასურ ინპულსში/მოძრაობაში.
აღსანიშნავია, რომ გარღვევის მეთოდს ასევე განეკუთვნება დროის დიაპაზონის გარღვევის სტრატეგიები. პრინციპი იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში ფასურ დიაპაზონად ჩაითვლება დროის მონაკვეთის გარღვევა. მაგალითად სავაჭრო სესიების დასაწყისი ან დასასრული.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით