Volatility, ვოლატილობა, Волатильность

Volatility/ვოლატილობა/Волатильность

Volatility/ვოლატილობა/Волатильность рынка – ცვალებადობა, არამდგრადობა. ამ ტერმინით ხასიათდება ვალუტის კურსის ცვალებადობის ხარისხი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად როდესაც ბაზარზე ხდება ვალუტის კურსის მყისიერი რხევა დიდი ამპლიტუდით, მაშინ ამბობენ, რომ ბაზრის ვოლატილობა მაღალია.

ბაზრის ვოლატილობა არის ფასის ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის საზომი ინსტრუმენტი, როგორც ზრდის ასევე მისი კლების დროს, მიუხედავად ტრენდის მიმართულებისა.

ვოლატილობის გამოთვლისას საფუძვლად იღებენ ფასის ადრე გამოვლენილ ფლუქტუაციის (რხევის) მონაცემებს. ვოლატილობის წინასწარ გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან მისი ძირითადი შემადგენელია ფორექსის ბაზრის მონაწილეთა ემოციები.

უფრო მარტივი აღქმისთვის, ფასის მოძრაობის გათვალისწინებით ბაზრის ვოლატილობა შესაძლებელია გამოვთვალოთ, როგორც ფარდობითი მნიშვნელობით, ასევე კონკრეტულად პუნქტებში.

მაგალითისთვის გამოვითვალოთ ევრო/დოლარის დღიური ვოლატილობა. გამოთვლისთვის ავიღოთ გლობალური მინიმუმის და მაქსიმუმის მნიშვნელობა დღის განმავლობაში, ანუ ფასის დღიური მწვერვალი და ფსკერი. სწორედ ფასის ამ კორიდორის ზომა წარმოადგენს ბაზრის ვოლატილობას. თუ აღებული სავალუტო წყვილი დღის განმავლობაში მოძრაობს 1,2525 – 1,2595 ზღვარში, მაშასადამე ვოლატილობა 75 პუნქტის ანუ 0,6% პროცენტის ტოლია.

აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობა ამ სავალუტო წყვილზე, რაც შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი დასკვნებისათვის ტრენდის დინამიურობის შესახებ.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით