Currency Pair/სავალუტო წყვილი/Валютная пара – წარმოადგენს ორი ვალუტის ერთობლიობას, რომლისგანაც შედგება კოტირება ფორექსის სავალუტო ბაზარზე. მაგალითად, ყველაზე ცნობილი სავალუტო წყვილია EUR/USD.
სავალუტო წყვილი წარმოადგენს ძირითად ფინანსურ ინსტრუმენტს, რის მეშვეობითაც ხორციელდება ყველა ოპერაცია ფოროქსზე.
ეს ინსტრუმენტი გვიჩვენებს წყვილში მყოფი ერთი ვალუტის დამოკიდებულებას იმავე წყვილში მყოფ მეორე ვალუტასთან.
ფორექსზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ სავალუტო წყვილების მეშვეობით. სავალუტო წყვილის სიმბოლური გაყოფა ხდება «/» გამყოფი ხაზით. პირველ ადგილას ყოველთვის დგას საბაზო ვალუტა, მეორე ვალუტას კოტირების ვალუტა წარმოადგენს.
მაგალითად, სავალუტო წყვილში ევრო/დოლარი, შეგვიძლია გავიგოთ რამდენ დოლარს ვიყიდით ერთეულ ევროდ.
ძირითადი სავალუტო წყვილები ფორექსზე
- EUR/USD ევრო – აშშ დოლარი;
- USD/JPY აშშ დოლარი – იენა;
- GBP/USD ბრიტანული ფუნტი – აშშ დოლარი;
- USD/CHF აშშ დოლარი – შვეიცარიული ფრანკი;
- AUD/USD ავსტრალიური დოლარი – აშშ დოლარი;
- USD/CAD აშშ დოლარი – კანადური დოლარი;
- NZD/USD ახალზელანდიური დოლარი – აშშ დოლარი;
უფრო ვრცლად სავალუტო წყვილების შესახებ წაიკითხეთ რუბრიკა – სავალუტო წყვილები.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით