სარჩევი
Trade Day – მაქსიმუმების და მინიმუმების ინდიკატორი გამოიყენება ტექნიკურ ანალიზში და გვიჩვენებს გასულ დღეებში დაფიქსირებულ ფასურ მაქსიმუმებსა და მინიმუმებს.
ინდიკატორი განკუთვნილია სავაჭრო ტერმინალისთვის MetaTrader 4. იგი გრაფიკზე მართკუთხედით გამოყოფს გასული დღეების სავაჭრო პერიოდებს. მართკუთხედის ზედა საზღვარი აღნიშნავს დღიური სავაჭრო პერიოდის მაქსიმალურ ფასს, ხოლო მართკუთხედის ქვედა საზღვარი – ფასის მინიმალურ მაჩვენებელს.
Trade Day გამოიყენება
- სტოპ ორდერების დაყენებისათვის;
- ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებისათვის;
თავისი არსით ინდიკატორი ჩვეულებრივი დამხმარე ინსტრუმენტია და ვიზუალურად ჰყოფს გრაფიკს დღიურ პერიოდებზე და შესაბამისად გამოჰყავს მაქსიმუმებისა და მინიმუმების მონაცემები.
მოხერხებულობისათვის, იდიკატორი გვიჩვენებს კვირის დღეების დასახელებებს, ასე რომ ტრეიდერს შეუძლია თვალნათლივ დაინახოს, თუ კვირის რომელ დღეს რა ნიშნულზე იმყოფებოდა ფასი.
ინდიკატორის გამოყენება შესაძლებელია სტრატეგიებში, რომლებიც დაფუძნებულია მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეების ალგორითმზე. როგორც ვიცით, ეს დონეები აიგება გარკვეული სავაჭრო პერიოდების მინიმუმებსა და მაქსიმუმებზე – ამ შემთხვევაში დღიური სავაჭრო პერიოდი.
შიდა დღიური ვაჭრობის დროს, უმრავლეს შემთხვევებში დონეების ათვლის წერტილებად აღებულია გასული დღის მონაცემები, ხოლო უფრო გრძელვადიანი ვაჭრობის დროს, დონეების აგებისათვის ათვლის წერტილებად გვევლინებიან კვირისა და თვის მონაცემები.
ინდიკატორის გამოყენება ასევე შესაძლებელია სიახლეებზე ვაჭრობის დროსაც, მისი მეშვეობით შეგვიძლია გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი იმისა, თუ როგორი გავლენა იქონია ფასის მოძრაობაზე, ამა თუ იმ სიახლემ კვირის შესაბამისი დღის განმავლობაში.
Trade Day პარამეტრები
- Color2 – ფერთა გამის კონფიგურაცია, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვცვალოთ დღიური დიაპაზონის შემომსაზღვრელი მართკუთხედის და გრაფიკზე გამოყვანილი სხვა მონაცემების ფერები;
- Limit – ინდიკატორის მთვარი პარამეტრია, რომლის მეშვეობითაც ვაყენებთ დროის ინტერვალს, რომელ პერიოდშიც უნდა ჩავატაროთ ანალიზი. კონფიგურაციაში ყენდება დღეების რაოდენობა. არ არის რეკომენდებული 30 დღეზე (ერთი თვე) მეტი ოდენობის პარამეტრის დაყენება;
- Sho_bars – შიდა ბარების გამოყოფისას, გრაფიკზე გამოსახული ხაზების რაოდენობის ცვლილების შესაძლებლობას იძლევა;
- True – ჩართვა, გრაფიკზე გამოისახება სრული ინფორმაცია;
- False – გამორთვა, ინდიკატორი გრაფიკიდან გაქრება. გრაფიკზე ჩანს მხოლოდ კვირის დღეები;
Trade Day მუშაობის მაგალითი
Trade Day ვაჭრობის მეთოდი
წარმოდგენილი ინდიკატორის ეფექტურობის ზრდისათვის რეკომენდებულია, მასთან ერთად მოცულობის ინდიკატორის და ტრენდის მიმართულების განმსაზღვრელი ინდიკატორების გამოყენება.
გარიგება იდება თუ, ფასმა გაარღვია რომელიმე დონე და ამასთან ერთად, შენარჩუნებულია მოცულობების მნიშვნელობა, ხოლო ტრენდული ინდიკატორი მიგვითითებს საკმაოდ მძლავრი ტრენდის არსებობაზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით