საპაო საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული ხარჯები

საპაო საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული ხარჯები

საპაო საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული ხარჯები – ერთი შეხედვით შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ ეს თემა მეორე ხარისხოვანია, მაგრამ თუ არ გავითვალისწინებთ სავალდებულო ხარჯებს, შედეგად შესაძლებელია მივიღოთ უსიამოვნო სიურპრიზები.

ინვესტორის ჯამური მოგება არის: მთლიანი შემოსავალი მინუს ხარჯები. ამიტომ საჭიროა მუდმივად ვაკონტროლოთ საინვესტიციო დანახარჯები, რადგან ჯამური ხარჯები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ინვესტიციების ეფექტურობაზე.

საინვესტიციო ხარჯების ეფექტური კონტროლისა და ოპტიმიზაციისათვის საჭიროა ვიცოდეთ დანახარჯების ტიპები, მათი მექანიზმები და არსი.

მეპაიების ხარჯები შესაძლებელია დავყოთ სამ ჯგუფად:
  • საპაიო საინვესტიციო ფონდების ინფრასტრუქტურული ხარჯები;
  • ტრანზაქციული ხარჯები;
  • ოპერაციული ხარჯები;
  • ინფრასტრუქტურული ხარჯები – არის საპაიო საინვესტიციო ფონდის მთლიანი ინფრასტრუქტურული ხარჯები და სხვადასხვა გადასახადები, რომელთა შორისაც არის გადასახადი – სპეცდეპოზიტარიუმისთვის, რეგისტრატორისთვის, აუდიტორისთვის და მმართველი კომპანიისთვის. ამავე კატეგორიას შესაძლებელია მივაკუთვნოთ გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია თავად საპაიო საინვესტიციო ფონდის ფუნქციონირებასთან, რომლებიც ექვემდებარებიან უკუგებას ფონდის ქონების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ ხარჯთაგან არცერთი არ არის პირდაპირი ხარჯი, მათი ამოღება ხდება სუფთა აქტივების საშუალო წლიური ღირებულებიდან და არა თავად მეპაიებისაგან. თავად ინვესტორი ვერ შეამჩნევს ამ დანახარჯებს, რადგან ისინი შეადგენენ საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების ღირებულების ნაწილს. მაგრამ, მათ მიმართ უყურადღებობა არ არის სასურველი, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ფინანსურ რეზულტატზე. საინვესტიციო ფონდებში ეს ხარჯები სუფთა აქტივების მთლიანი ღირებულების 3-6 %-ს შეადგენენ.
  • ტრანზაქციული ხარჯები – გამოწვეულია ფულადი სახსრების გადარიცხვებით საპაიო საინვესტიციო ფონდების პაების შეძენის დროს. იმისათვის, რომ ვიყიდოთ საპაიო საინვესტიციო ფონდის პაი, თანხა უნდა გადავრიცხოთ ფონდის ანგარიშზე. გასაგები მომენტია, რომ ეს ოპერაცია დაკავშირებულია საბანკო მომსახურებებთან, რომლებიც დადგენილი ტარიფებით ხორციელდება. სწორედ თანხის გადარიცხვისთვის საბანკო მომსახურების ეს საკომისიო გადასახადი, წარმოადგენს ტრანზაქციულ ხარჯს. იგი არის ინვესტორის პირდაპირი ხარჯი, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, რისთვისაც ფული შესაძლებელია ნაღდი სახით პირდაპირ შევიტანოთ სსფ-ის მმართველი კომპანიის სალაროში. აგრეთვე, შესაძლებელია ანგარიში გავხსნათ იმავე ბანკში, რომელიც ემსახურება ჩვენ მიერ არჩეულ საპაიო საინვესტიციო ფონდს და ყველა შიდა საბანკო გადარიცხვები განხორციელდება უფასოდ ან მიზერული ტარიფებით. მაგრამ, როდესაც ინვესტიციები ხორციელდება რეგულარულად, თანაც რამდენიმე სხვადასხვა საპაიო საინვესტიციო ფონდში, მაშინ ზემოთხსენებული ხერხები გამოიწვევს ზედმეტ თავის ტკივილს. ვის სჭირდება ყოველთვიურად მმართველი კომპანიის ოფისში ნაღდი ფულის თრევა, ან სხვადასხვა ბანკებში ათეულობით ანგარიშის გახსნა, მხოლოდ იმისათვის, რომ ახალი პაი შეიძინოს. ასე რომ, ტრანზაქციული ხარჯები არის ინვესტორის რეალური დანახარჯი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია.
  • ოპერაციული ხარჯი – წარმოიქმნება საპაიო საინვესტიციო ფონდის პაიებზე განხორციელებული ოპერაციების დროს. ამ კატეგორიაში ხვდება ხარჯები, რომელთა ამოღება ხდება პაიების ყიდვას ან დაფარვის დროს – ფასნაკლი და ფასნამატი. ესეთი ხარჯები წარმოადგენენ ინვესტორის პირდაპირ ხარჯებს.
  • ფასნაკლი წარმოადგენს საკომისიო დანახარჯს, რომელსაც მმართველი კომპანია მეპაიებისგან იღებს პაის დაფარვისათვის, ანუ საპაიო საინვესტიციო ფონდიდან ფულის გატანისათვის. ფასნაკლის მოცულობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია პაის ფლობის ვადაზე. მაგრამ იგი არ არღემატება 3 %-ს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პაის ფლობის შემთხვევაში, ფასნაკლის ამოღება საერთოდ არ ხდება.
  • ფასნამატი წარმოადგენს საკომისიო დანახარჯს, რომელსაც მმართველი კომპანია მეპაიებისგან იღებს პაის ყიდვისათვის. სწორედ ფასნამატით იზრდება პაის ფასი მისი ყიდვის მომენტში. როგორც წესი ფასნამატი არ აღემატება ფაის ღირებულების 1.5 %-ს. ხშირად ფასნამატის მოცულობაზე გავლენას ახდენს ფონდში შეტანილი ფულის რაოდენობა, ანუ რაც უფრო მეტი თანხა შეაქვს ინვესტორს ფონდში, მით უფრო დაბალია ფასნამატი.

არსებობს ასევე სხვა ხარჯებიც:

  • ფინანური კონსულტატის ჰონორარი, რომელიც ინვესტორს ეხმარება საინვესტიციო ინსტრუმენტის შერჩევაში და საინვესტიციო გეგმის შედგენაში. თუმცა ყველა ინვესტორი არ სარგებლობს კონსულტანტების მომსახურებით, ამიტომ ასეთი ხარჯი არ არის მუდმივი.
  • სახელმწიფო დაბეგვრა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. ხარჯების ეს მუხლი ეხება ყველა ინვესტორს და მისგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თაღლითობის გარეშე მინიმიზაცია – მაინც არის შესაძლებელი.

ზემოთ ჩამოთვლილია ყველა ის ძირითადი ხარჯი, რომლებიც დაკავშირებულია საპაიო საინვესტიციო ფონდებში ინვესტიციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ მათთან ინვესტორს ყველა ვარიანტში ექნება შეხება, ამიტომ შესაძლებელია მათ ვუწოდოთ – მუდმივმოქმედი ხარჯები. წარმატებული ფინანსური რეზულტატის მიღწევისათვის, ინვესტორმა უნდა აკონტროლოს ყველა ხარჯი და შეეცადოს მოახდინოს მათი ოპტიმიზაცია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო მართვის საერთო ფონდები

საბანკო მართვის საერთო ფონდები

კოლექტიური ინვესტიციების ბაზარზე, გარდა საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, აგრეთვე არსებობენ – საბანკო მართვის საერთო ფონდები.