ბირჟებზე ძირითადად ერთნაირი ოფციონების საბაზო აქტივები ივაჭრება, თუმცა ფიუჩერსული კონტრაქტები აქციებზე, გასაგები მიზეზების გამო, სხვადასხვაა.
ვაჭრობაში არსებულ ოფციონებს გააჩნიათ სტანდარტული ფორმები და გარკვეული ფიქსირებული მახასიათებლები. მათი სია გამოქვეყნებულია ბირჟების ვებ-საიტებზე. გარდა ამისა არსებობს მარჯირებული ოფციონების ცალკე სია, მაგრამ რიგ ბირჟებზე ისინი ივაჭრება შეზღუდული სტატუსით.
თეორიული თვალსაზრისით ყველა ოფციონი უნდა ივაჭრებოდეს საბირჟო მოედნებზე, თუმცა პრაქტიკაში ყველა ოფციონს ვერ გავყიდით და ვერც ვიყიდით. ზოგიერთი ფასიანი ქაღალდი არალიკვიდურია – მარტივად რომ ვთქვათ, მათზე არ არის არც მოთხოვნა და არც მიწოდება. ძირითადად ივაჭრება მსხვილი კომპანიების და ბანკების აქციებზე ფიუჩერსული კონტრაქტები.
აღსანიშნავია, რომ ფიუჩერსები ოქროზე ყველა ბირჟაზე ივაჭრება, ვინაიდან ოქრო ყველაზე ლიკვიდური აქტივია და მისი ოფციონები ყოველთვის ცენტრალური სტრაიკების რაიონში მდებარეობს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით