პეპელა გაყიდვა (Short Butterfly) სტრატეგია გამოიყენება მაღალი ვოლატილობის მოლოდინის შემთვევაში (ფასის აქტიური მოძრაობა როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით).
ამისათვის უნდა: ვიყიდოთ ორი ქოლ ოფციონი საშუალო სტრაიკ ფასებით, გავყიდოთ ერთი ქოლ ოფციონი დაბალი სტრაიკით და გავყიდოთ ერთი ქოლ ოფციონი ძვირი სტრაიკით.
პეპელა გაყიდვა (Short Butterfly) – გრაფიკული მაგალითი
ამ შემთხვევაში, გარიგების დადებისთანავე მოგება ტოლია 5 445 + 3 079 – 2 * 4 130 = 264 პე. სტრატეგიის ფარგლებში სწორედ ეს ციფრია შესაძლო მაქსიმალური მოგება.
თუ საბაზო აქტივის ფასი გაუტოლდება გაყიდულ ძვირიან ქოლ ოფციონს (40 000 პე), მოგება დაიწყებს შემცირებას და 40 000 + 264 = 40 264 პე დონის მიღწევს შემდეგ დაიწყება წაგება. მისი პიკი იქნება 42 500 – 40 000 – 264 = 2 236 პე-ს დონეზე. აქტივის შემდგომი ზრდის შემთხვევაში 42 500 + 2 236 = 44 736 პე-ს დონეზე კვლავ გადავალთ მოგების ზონაში, რომელიც შემოისაზღვრება ზემოთ ხსენებული თანხით, ანუ 264 პე-თი.
ეს სტრატეგია ასეთი სახით ზღუდავს ჩვენ ზარალს, იმ შემთხვევაში თუ ვოლატილობა იქნება დაბალი და ფასი არ გავა დიაპაზონის საზღვრებიდან, თუმცა მოგებასაც ზღუდავს, რომელიც პოზიციების გახსნისთანავე მიღებული თანხის ტოლია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით