საპირისპირო დათვის სპრედი (Bear Backspread)

საპირისპირო დათვის სპრედი (Bear Backspread)

საპირისპირო დათვის სპრედი (Bear Backspread) სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საბაზო აქტივის ფასი დაეცემა.

ასეთი სიტუაციის მოლოდინში ჩვენ ვყიდით კოლ ოფციონს და ვყიდულობთ ფუთ ოფციონს, რომელთაც გააჩნიათ ექსპირაციის ერთი და იგივე თარიღი. თანაც, გაყიდული კოლ ოფციონის სტრაიკი უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე ნაყიდი ფუთ ოფციონის სტრაიკი.

საპირისპირო დათვის სპრედი (Bear Backspread) – გრაფიკული მაგალითი

საპირისპირო დათვის სპრედი (Bear Backspread)

მაგალითად, ვყიდით კოლ ოფციონს, რომლის სტრაიკია 50 000 პე, რისთვისაც ვიღებთ პრემიას 1 660 პე-ს ოდენობით და ვყიდულობთ ფუთ ოფციონს 40 000 პე-ს ფასად, რისთვისაც ვიხდით პრემიას 2 745 პე-ს ოდენობით. ოპერაციის განხორციელებისას ჯამური ხარჯი არის 1 085 პე. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ფუთ ოფციონის ყიდვის ფასსა და კოლ ოფციონის გაყიდვის ფასს შორის სხვაობა შესაძლებელია იყოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობის. გააჩნია ბაზრის მოლოდინებს. ჩვენი კოლ ოფციონის პოზიცია შეუზღუდავ წაგებას მოგვიტანს, 50 000 პე-ს ფასური ნიშნულის ზემოთ. თუ საბაზო აქტივის ფასი დარჩება 40 000 პე-დან 50 000 პე-მდე დიაპაზონში, მაშინ ჩვენი ზარალი, პოზიციის გახსნის მომენტში იქნება 1 085 პე. ხოლო რაც 40 000 – 1 085 = 38 915 პე-ს ნიშნულის ქვემოთაა იქნება ჩვენი მოგება, რომელიც განაგრძობს ზრდას საბაზო აქტივზე ფასის კლებასთნ ერთად და თანაც მოგების ზრდა არ არის არაფრით შეზღუდული.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …