ვოლატილობა

ვოლატილობა

ფორექს ტრეიდერებისათვის არ არის უცხო ვოლატილობის ცნება, მაგრამ ოფციონებზე არსებობს ისეთი უჩვეულო განმარტებებიც, რომელსაც “ვოლატილობის ღიმილს” და “ვოლატილობის ჩაცინებას” უწოდებენ. სწორედ ვოლატილობის განწყობას განვიხილავთ ამ სტატიაში.

როგორც ვიცით ვოლატილობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ოფციონებით ვაჭრობის დროს. ვოლატილობა არის აქტივის ფასის ცვლილების ტენდენცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ეს არის აქტივის ფასის ცვლილება დროის გარკვეულ მონაკვეთში, ანუ დიპაზონის სიდიდე/მანძილი, რომელშიც მოძრაობს/ირხევა ფასი.

რაც უფრო მაღალია საბაზო აქტივის ვოლატილობა, მით უფრო დიდია ფასის ცვალებადობა, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ოფციონი შესრულდება – არის მაღალი. ვიცით, რომ გამყიდველი ვალდებულებას იღებს შეასრულოს ოფციონი, ამიტომ მას დამატებით რისკები არ სჭირდება. იმისათვის, რომ ისინი შეამციროს იგი ზრდის ოფციონის ფასს. ხოლო მყიდველებისათვის მაღალი ვოლატილობა უფრო მომგებიანია, ეს ზრდის ოფციონის დადებითი შედეგით დასრულების შანსებს. მაგრამ, ვინაიდან გამყიდველი თავის რისკებს აზღვევს ფასის ზრდით, ამიტომ ვოლატილობის ზრდის ფონზე იზრდება ფასიც, რომელსაც იხდის მყიდველი ოფციონის ყიდვის დროს.

უნდა დავიმახსოვროთ ელემენტარული ურთიერთკავშირი:

რაც უფრო მაღალია ვოლატილობა, მით უფრო მაღალია ოფციონის ფასი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ოფციონებით ვაჭრობისას მივიღოთ მაქსიმალური მოგება, უნდა ვიყიდოთ იაფი ოფციონები დაბალი ვოლატილობით და გავყიდოთ ძვირი ოფციონები, როდესაც მათი ვოლატილობა გაიზრდება.
ვოლატილობა არსებობს ორი სახის:
  • ნაგულისხმევი ვოლატილობა (IV – Implied Volatility);
  • ისტორიული ვოლატილობა (HV – historical volatility);
  • ნაგულისხმევი ვოლატილობის გამოთვლა შესაძლებელია ოფციონის ფასის საფუძველზე. იგი გვიჩვენებს იმ ფასს, რომლითაც გამყიდველები მზად არიან იყიდონ ოფციონები, ხოლო მყიდველები – მზად არიან გაყიდონ ისინი. ნაგულისხმევ ვოლატილობას აქვს სუბიექტური ხასიათი, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ხშირად არ დასტურდება ბაზრის მიერ.
  • ისტორიული ვოლატილობა გამოითვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბაზო აქტივის შემოსავლიანობის სტანდარტული გადახრის მიხედვით, რომელიც გამომდინარეობს საბაზო აქტივის რეალური ფასიდან.

ვოლატილობა

გრაფიკზე ისტორიული ვოლატილობა აღნიშნულია წითელი მრუდით, ხოლო ნაგულისხმევი – ლურჯი მრუდით. უნდა გვახსოვდეს, რომ ვოლატილობა არ არის ოფციონის ფასის რხევა, არამედ არის საბაზო აქტივის ფასის რხევა. შესაბამისად წითელი მრუდი (ისტორიული ვოლატილობა) ახასიათებს საბაზო აქტივის რეალურ ვოლატილობას.

ლურჯი მრუდი (ნაგულისხმევი ვოლატილობა) ახასიათებს ბაზრის მონაწილეების მოლოდინებს, რომელიც დაკავშირებულია საბაზო აქტივის ფასთან. გრაფიკზე კარგად ჩანს თუ ზოგჯერ როგორი განსხვავებაა მათ შორის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …