მაშასადამე, როგორც უკვე ვიცით ყველა საფონდო ბირჟაზე არსებობს სწრაფი სექციები, სადაც ფიუჩერსებზე ვაჭრობისათვის შექმნილია ყველა პირობა.
ვინაიდან საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო ევრაზიულ სივრცეშია, და ძირითადად ამ სივრცეში არსებულ საფონდო ბირჟებს ირჩევენ ევრაზიული ტრეიდერები, ამიტომ საჭიროა რამოდენიმე საკითხის დაკონკრეტება.
კერძოდ, ამ მოედნებზე ვაჭრობა მიმდინარეობს ძირითად და საღამოს სესიებზე. ასეთი წყობის მთავარ ნიუანსს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბირჟები იხსნება მაშინ, როდესაც ევროპული ბირჟები იხურება. ეს განპირობებულია დროის სარტყლების განსხვავებებით. მაგრამ ყველა ევრაზიული საფინანსო ბაზრების დინამიკა ძალიან დიდ ზეგავლენას განიცდის იმ სიახლეებისაგან, რომლებიც გენერირდება ამერიკულ მოედნებზე. როდესაც ევრაზიულ მოედნებზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ დღის საათებში, და მაგალითად 21:00 საათზე ამერიკულ ბირჟებზე არის ვარდნა, რომელიც თავის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევრაზიულ ბაზრებზეც, არსებობს იმის ალბათობა, რომ ევრაზიული ტრეიდერები ვერ მოსაწრებენ მომავალი დღის დილის საათებში საკუთარი აქტივების დაზღვევას – საჭირო პოზიციების დახურვის გზით. ამიტომ ზოგიერთ ევრაზიულ ბირჟაზე არსებობს დამატებითი სესიები, რომლებიც საღამოს საათებში მიმდინარეობს.
- 10:30 სთ. – 14:00 სთ. – ძირითადი (დღიური) სავაჭრო სესიის პირველი ნახევარი;
- 14:00 სთ. – 14:03 სთ. – დღიური კლირინგი (შუალედური საკლირინგო სეანსი);
- 14:03 სთ. – 17:45 სთ. – ძირითადი (დღიური) სავაჭრო სესიის პირველი ნახევარი;
- 17:45 სთ. – 18:00 სთ. – საღამოს საკლირინგო სეანსი;
- 18:00 სთ. – 23:50 სთ. – საღამოს სავაჭრო სესია;
ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, რომ კლირინგი (ტრეიდერების მოგებისა და წაგების დაანგარიშება) ხორციელდება დღეში ორჯერ. საღამოს სესიის გარიგებების კლირინგი კი შუალედურ საკლირინგო სეანსზე.
- სავაჭრო ინსტრუმენტების სიას;
- ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაციას;
- საგარანტიო უზრუნველყოფის ზუსტ მნიშვნელობებს/სიდიდეებს;
- საგარანტიო უზრუნველყოფის მინიმალურ საბაზო მნიშვნელობებს/სიდიდეებს;
ამასთან ერთად, ბირჟების საიტებზე წარმოდგენილია სწრაფი ბაზრის კონტრაქტებისა და სავაჭრო შედეგების სააქივო მონაცემები.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით