მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. აქედან გამომდინარეობს ინვესტორების მხრიდან შედარებით დაბალი მოთხოვნილებაა მათზე. მაგრამ ესეთი აქციები მაინც კოტირებულია ბირჟებზე და მათ თავიანთი ინდექსებიც გააჩნიათ.
ფუნდამენტალური ფინანსური მაჩვენებლების პოზიციიდან მეორე ეშელონის აქციების განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ მათი ზრდა შესაძლებელია, ინვესტორების მხრიდან ობიეტური შეფასების შედეგად. გარდა ამისა მცირე კომპანიამ შესაძლებალია უფრო ადვილად აჩვენოს 50 პროცენტიანი ზრდა, ვიდრე გიგანტმა კომპანიამ. მცირე კომპანიებს ზრდისთვის საკმაოდ დიდი არეალი აქვთ, მაგრამ აქვთ თუ არა მათ მომავალი, რაზეც ინვესტორები მოახდენენ ორიენტირებას თავისი საინვესტიციო პორტფელის დაბალლიკვიდური აქციებით ფორმირებისას, დამოკიდებულია კომპანიის შიდა და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე.
მეორე ეშელონის აქციები “დაავადებულები” არიან სამი ძირითადი “დაავადებით”:
- არასტაბილურობა მეორე ეშელონის აქციების კოტირებები შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყოს სტაბილური, ხოლო შემდეგ, რაღაც მომენტში მყისიერად შეიცვალოს ძალიან დიდი ამპლიტუდით; ეს გამოწვეულია მათი ლიკვიდურობის თვისებით: დიდ მოცულობით გაყიდვების ან ყიდვების დროს ეს ფასიანი ქაღალდები რეაგირებენ მყისიერი, ნახტომისებური ზრდით ან ვარდნით;
- დაბალი ლიკვიდურობა მეორე ეშელონის აქციების უმრავლესობაზე ოპერაციები შეაძლოა არ განხორციელდეს კვირების ან თვეების განმავლობაში, რაც თავის მხრივ აფერხებს საინვესტიციო მიმზიდველობას;
- მაღალი სპრედები ანუ საკმაოდ დიდი სხვაობა აქციების ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის. მეორე ეშელონის აქციებზე სპრედი შესაძლებელია მათი ღირებულების 100%-ს შეადგენდეს;
პრობლემებისა და წინაღმდეგობების მიუხედავად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მეორე ეშელონის აქციებს არ გააჩნიათ პერსპექტივა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 10 აქციიდან მხოლოდ 3-4 აქციაა მაღალლიკვიდური, მაგრამ როგორც წესი, ძირითადად სწორედ მეორე და მესამე ეშელონების აქციები ხდება ხოლმე საფონდო ბაზრების მყისიერი ზრდის მიზეზი.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან კარგად ჩანს მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირების პრობლემატურობა. მხოლოდ მყარი და დინამიური ტრენდის პერსპექტივის არსებობა იძლევა მნიშვნელოვანი მოგების მიღების შესაძლებლობას მომავალში, სწორედ ეს ფაქტორი არის იმ რისკების გამაწონასწორებელი, რომლებზეც მიდიან ინვესტორები, მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირებისას. ლურჯი ფიშკების დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც არასოდეს არ არის მხოლოდ აღმავალი, დაღმავალი ან სწორხაზოვანი, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, დღეს არსებული ლურჯი ფიშკების ნაცვლად ან მათთან პარალელურად, საფონდო ბირჟებზე ახალი ვარსკვლავები გამოჩნდებიან და დღევანდელ მეორე ან მესამე ეშელონში მყოფ კომპანიებში ინვესტირებით საქმე გვექნება საფონდო ბაზრის მომავალ გიგანტთან და მომავალში მივიღებთ მისი უდუდესი მოგების გარკვეულ წილს. გავიხსენოთ თუნდაც IBM, Microsoft, Facebook, Газпром და ა.შ. მათი არსებობის დასაწყისში არავინ იცოდა, რომ ისინი ასეთ გიგანტებად გადაიქცეოდნენ. 10-15-20 წლის წინ მათი აქციების თითო ოროლა ცენტად შემძენი ინვესტორები კი დღეს მილიონრები არიან.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით