განვიხილავთ ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში აქციების მაგალითზე.
აქციები, როგორც სავაჭრო ინსტრუმენტი, საკმაოდ (ჩემი აზრით კი ძალიან რთული) კატეგორიაა. პოტენციურად მაღალი შემოსავლიანობის ფონზე (რომელიც შესაძლებელია რამდენჯერმე აღემატებოდეს საპაიო საინვესტიციო ფონდებში, ობლიგაციებში და სხვა სახის ფასიან აქტივებში ინვესტიციებს (გარდა ფორექსისა)), შემოსავლის მიღების ამ გზისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მაღალი ხარისხის რისკები. საჭიროა შედარებით მაღალი ინტელექტუალური დონე და ფუნდამენტალური ანალიზის ზედმიწევნით ცოდნა.
მიმაჩნია რომ აქციებით ვაჭრობა სულ სხვა დონეა და ამისათვის სულ სხვა ხარისხის მომზადებაა საჭირო. რუბრიკაში შევეცდები გავშალო აქციებით ვაჭრობის თემა და გავხსნა ზოგიერთი ისეთი კვანძი და ნიუანსი, რომელიც გამოადგება პროფესიონალიზმის გზაზე მდგარ საფონდო ბირჟის ტრეიდერებს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით