სარჩევი
სავალო ფასიანი ქაღალდები – არის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მფლობელს აძლევენ უფლებას მიიღოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (შემოსავალი) და დაიბრუნოს გასესხებული თანხა, გარკვეულ/მითითებულ პერიოდში.
სავალო ფასიანი ქაღალდები
- სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები;
- შემნახველი სერტიფიკატები;
- ვექსელი (თამასუქი);
- ობლიგაცია;
სახელმწიფო სახაზინო ვალდებულება
სახელმწიფო სახაზინო ვალდებულება – არის ფასიანი ქაღალდების ნაირსახეობა, რომელიც ბაზარზე გამოტანილია/განთავსებულია სახელწმწიფოს მიერ. სახაზინო ვალდებულებების ყიდვისას, მფლობელს შეაქვს თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში, იმის სანაცვლოდ, რომ სახაზინო ვალდებულების ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოსგან მიიღებს ფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდება ინსვესტირებული თანხა.
შემნახველი სერტიფიკატი
შემნახველი სერტიფიკატი – წერილობითი დასტური, რომელიც გაცემულია საკრედიტო ორგანიზაციის მიერ ფულადი სახსრების დეპონირების შესახებ. მის მფლობელს აქვს უფლება მიიღოს სრული დეპოზიტი და მასზე დარიცხული პროცენტები მხოლოდ მაშინ, როდესაც სერტიფიკატის ფლობის ვადა ამოიწურება.
სერტიფიკატის სახეობები
- სერტიფიკატი წარმდგენზე;
- სახელობითი სერტიფიკატი;
ვექსელი
ვექსელი (თამასუქი) – წერილობითი სავალო ვალდებულება, რომელიც შევსებულია შესაბამის, მკაცრად განსაზღვრული, ბირჟის მიერ პორმულირებული ფორმის მიხედვით. იგი მფლობელს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, ვექსელში აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მიიღოს მევალისგან ვექსელსი დაფიქსირებული თანხა.
ობლიგაცია
ობლიგაცია – ფასიანი ქაღალდების ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს ემიტენტის (კომპანია, რომელმაც გამოუშვა ობლიგაცია) ვალდებულებას, დაუბრუნოს კრედიტორს (ობლიგაციის მფლობელს) ობლიგაციის ნომინალური ღირებულება, მას შემდეგ რაც ამოიწურება მითითებული ვადა. ასევე ენიტენტი ვალდებულია კრედიტორს პერიოდულად გადაუხადოს საპროცენტო სარგებელი.
ობლიგაციის გამოშვება ემიტენტისთვის არის, ბანკის ნაცვლად, სხვა კერძო ან იურიდიული პირისგან, სასურველი პირობებით გრძელვადიანი კრედიტის მიღების საშუალება. ხოლო ობლიგაციის მფლობელი იღებს უფრო მეტ საპროცენტო სარგებელს, რომელსაც სხვაგვარად საკუპონოს (ანუ კუპონს) უწოდებენ, ვიდრე მიიღებდა საბანკო დეპოზიტისგან. ობლიგაციის ემიტირება შეუძლიათ ბანკებს, სახელმწიფოს და მის სუბიექტებს, ასევე კერძო კომპანიებს და საწარმოებს.
ობლიგაციის ყიდვის შემდეგ, მისი მფლობელი არ არის კომპანიის თანამფლობელი. მაგრამ ინვესტირების ეს მეთოდი საკმაოდ სარფიანი და საიმედოა, რადგან ობლიგაციებზე სარგებლის გადახდა ხდება კომპანია-ემიტენტის შესაძლო გაკოტრების შემდეგაც. ამასთან ერთად ობლიგაციების გადახდა ხდება პირველ რიგში, ხოლო გადახდები აქციებზე ხორციელდება მეორე რიგში. ასევე ობლიგაცია შესაძლებელია წარდგენილი იქნას დროზე ადრე დაფარვისათვისაც, თუ ესეთი სიტუაცია გათვალისწინებული იყო ობლიგაციის განთავსების დროს.
ობლიგაციის ჭკვიანური ყიდვა გულისხმობს ემიტენტის საკრედიტო ისტორიის, მისი ამჟამინდელი და პერსპექტიული ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე განვლილი ეტაპის ობლიგაციებზე საბროცენტო სარგებლის გადახდების გრაფიკის შესწავლას.
ობლიგაციების სახეობები
- პროცენტიანი ობლიგაცია;
- უპროცენტო ობლიგაცია;
- სახელობითი ობლიგაცია
- ობლიგაცია წარმდგენზე;
- თავისუფალ ბრუნვაში მყოფი ობლიგაცია;
- ბრუნვაში შეზღუდული პერიოდით მყოფი ობლიგაცია;
ინვესტორს გააჩნია ობლიგაციის ყიდვისა და შემოსავლის მიღების ორი მეთოდი
- იყიდოს ობლიგაცია ნომინალზე ფასდაკლებით (დისკაუნტით) და ობლიგაცია ვადის ამოწურვის შემდეგ დაიფაროს ნომინალით;
- იყიდოს ობლიგაცია ნომინალური ღირებულებით და მიიღოს რეგულარული საკუპონე შემოსავალი (პროცენტი ნომინალიდან) ობლიგაციის ბრუნვაში არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში;
რადგან ობლიგაციებში ინვესტირება მინიმალურ რისკს შეიცავს, ამიტომ ობლიგაციებს ყიდულობენ კაპიტალის გრძელვადიანი დაგროვების ან მისი შენახვის მიზნით.
სწორედ აქციებს და ობლიგაციებს გააჩნიათ ყველაზე მეტი მიმზიდველობა, ამიტომაც ასე ფართოდ არის გავრცელებული ინვესტირების ეს სახეობა. თუმცა არსებობენ უფრო მეტად მიმზიდველი ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა შესახებაც საუბარი გვექნება შემდეგ სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით