სარჩევი
ტრენდის გაგრძელების ფიგურები შესაძლებელია მიუთითებდნენ ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ ჩამოყალიბებულ დროებით კორექციაზე.
ასეთი ფიგურების დროულად გამოვლენა შესაძლებლობას იძლევა თავიდან ავიცილოთ ზარალიანი პოზიციის გახსნა.
ტრენდის გაგრძელების ფიგურებია
- სამკუთხედი;
- დროშა;
- ალამი;
ტრენდის გაგრძელების ფიგურა განისაზღვრება ორი ხაზით
- მხარდაჭერის ხაზით, რომელიც გავლებულია გრაფიკის ლოკალურ მინიმუმებზე;
- წინააღმდეგობის ხაზით, რომელიც გავლებულია გრაფიკის ლოკალურ მაქსიმუმებზე;
რაც უფრო მეტი ლოკალური მინიმუმები და მაქსიმუმები ხვდება მხარდაჭერის და წინააღმდეგობის ხაზებზე, მით უფრო მეტად არის გამოკვეთილი ესა თუ ის ფიგურა.
ტრენდის გაგრძელების ფიგურა – “სამკუთხედი”
არსებობს “სამკუთხედის” ოთხი ტიპი:
- დაღმავალი სამკუთხედი;
- აღმავალი სამკუთხედი;
- სიმეტრიული სამკუთხედი;
- გაფართოვებადი სამკუთხედი;
აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში “სამკუთხედი” შესაძლებელია მიუთითებდეს, როგორც ტრენდის შემობრუნებაზე, ასევე მის გაგრძელებაზეც.
ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “დაღმავალი სამკუთხედი”
ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “აღმავალი სამკუთხედი”
ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “სიმეტრიული სამკუთხედი”
ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “გაფართოვებადი სამკუთხედი”
თუ სამკუთხედის ბისექტრისა მიმართულია ქვემოთკენ (მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენა ქვედა კუთხისკენ), მაშინ სახეზეა “დაღმავალი სამკუთხედი”. თუ ესეთი ფიგურა გამოისახა გამოხატული აღმავალი ტრენდის ფონზე, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფასის მიერ ფიგურის გარღვევის შემდეგ აღმავალი ტრენდი გაგრძელდეს. ამ კონტექსტში “დაღმავალი სამკუთხედი” არის ტრენდის გაგრძელების ფიგურა. თუ ფიგურის წარმოქმნამდე აშკარად გამოხატული აღმავალი ტრენდი არ იყო, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფიგურა გაირღვევა ქვემოთა მიმართულებით და წარმოიშვება დაღმავალი ტრენდი. ამ კონტექსტში “დაღმავალი სამკუთხედი” არის ტრენდის წარმოშობის ან შემობრუნების ფიგურა. სამკუთხედის შიგნით ვაჭრობა არ არის რეკომენდებული, რადგან ფიგურა, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარღვეული იქნას, როგორც ქვემოთა, ასევე ზემოთა მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ამ ფიგურის ფორმირების შემდეგ საჭიროა გაიხსნას პოზიცია, ვინაიდან მუშაობს ერთგვარი – ზამბარის ეფექტი. ვიწრო დიაპაზონში მოქცეული ფასი, დიაპაზონიდან გამოდის დიდი სიჩქარითა და ძალით, და გადის დიდ მანძილს.
როგორც წესი, ტრენდის გაგრძელების ფიგურების ფორმირებას წინ უსწრებს სავაჭრო მოცულობების კლება. მოცულობები უმნიშვნელოდ იცვლება ფიგურის შიგნით, და როგორც წესი იზრდება იმ მიმართულების თანხვედრილად, რა მიმართულებითაც უფრო მეტად არის სავარაუდო გარღვევა. ამიტომ, თუ სამკუთხედის შიგნით ფასის ზრდას თან ახლავს მოცულობების ზრდა, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფიგურა გაირღვევა ზემოთა მიმართულებით და წარმოიშვება აღმავალი ტრენდი. და პირიქით, თუ ფიგურის შიგნით ფასის კლებას თან ახლავს მოცულობების ზრდა, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფიგურა გაირღვევა ქვემოთა მიმართულებით და წარმოიშვება დაღმავალი ტრენდი.
ფიგურის გარღვევაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს აგრეთვე გრძელვადიანი ტრენდის სახეობამ (აღმავალი ან დაღმავალი) და წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დონეების და ხაზების სიახლოვემ.
თუ “სამკუთხედში” შესვლის წინ ადგილი ჰქონდა ტრენდს და სამკუთხედიდან გამოსვლა ხდება ტრენდის მიმართულებით, მაშინ ამგვარი გარღვევის შემდეგ ფასი შეიცვლება მყისიერად და მიზანმიმართულად. ამასთან ერთად, გამოსვლის მანძილის რაოდენობა მიახლოვებით იმავე მანძილის ტოლი იქნება რა მანძილიც წინ უძღვოდა ფიგურის ფორმირებას. გაგრძელების ფიგურის შიდა სივრცეს ყოფენ ინტერვალებად. თუ გამოსვლა ხდება ფიგურის სიგრძის 1/2 -დან 2/3-მდე ინტერვალში, მაშინ ასეთი გამოსვლის ეფექტი მაქსიმალური იქნება. თუ ფასი შევიდა ფიგურის ბოლო 1/3-ში, მაშინ როგორც წესი ხდება კონსოლიდაცია და ფასის ენერგიულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. გაგრძელების ფიგურის შიგნით, როგორც წესი ადგილი აქვს რხევების კენტ რაოდენობას, რომელიც იშვიათად არის ხუთზე ნაკლები. ფიგურის ერთ-ერთი საზღვრის გარღვევის მომენტში ყველაზე მეტი დარტყმა ხდება მაშინ, როდესაც უკანასკნელი ტალღა ბოლომდე ვერ აღწევს გასარღვევ ზღვარს.
ფიგურა “გაფართოვებადი სამკუთხედი” ნაკლებად საინტერესოა, ვინაიდან არ გააჩნია პოზიციების გახსნა-დახურვისათვის მკაფიო სიგნალები.
ტრენდის გაგრძელების ფიგურა – “დროშა”
ფიგურა “ალამი” თავისი არსით წარმოადგენს ვიწრო “სამკუთხედს” და მთლიანად “დროშის” ანალოგიურია. “ალამი” ტრენდის გაგრძელების ფიგურაა და ზუსტად იგივე თვისებები გააჩნია, რაც ფიგურა “დროშას.”
ტრენდის გაგრძელების ფიგურა – “ალამი”
ტრენდის შემობრუნების ფიგურებისგან განსხვავებით, რომლებსაც უმეტესწილად თვის და კვირის გრაფიკებზე განვიხილავთ, ტრენდის გაგრძელების ფიგურების იდენტიფიკაცია შესაძლებელია შიდა დღიურ გრაფიკებზეც. რაც უფრო მკაფიოდ არის გამოსახული გრაფიკზე ესა თუ ის ფიგურა, მით უფრო მეტ ტრეიდერს შეუძლია მისი იდენტიფიცირება და ამიტომ მეტად სავარაუდოა, რომ ფასი ისე მოიქცევა, როგორც ეს თეორიაშია აღწერილი. ანალიზის დროს ფიგურების იდენტიფიცირებისათვის საურველია გამოვიყენოთ სტანდარტული მასშტაბები (5 წუთი, 15 წუთი, 60 წუთი და ა.შ.), რადგან სხვადასხვა მასშტაბში ფიგურები სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან. არ დაგვავიწყდეს, რო წარმატებული ტრეიდინგისთვის, ტექნიკური ანალიზისას უნდა ვისარგებლოთ იმ მიდგომებით, რა მიდგომებითაც სარგებლობენ პროფესიონალი ტრეიდერების უმრავლესობა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით