ფორექსზე ვაჭრობის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ტაქტიკა არის წამგებიანი პოზიციების შემოტრიალება.
ერთი შეხედვით, ასეთი მარტივი ოპერაცია არ მოითხოვს დიდ დაფიქრებას, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი განხორციელების შემდეგ, რეზულტატად, მეორე პოზიციაც არ მივიღოთ წამგებიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველთვის წამგებიანი პოზიციები არ იხურება შემოტრიალებით, ზოგჯერ სიტუაციიდან გამომდინარე მომგებიანი პოზიციების შემოტრიალებით დახურვაც არის საჭირო.
პოზიციის შემოტრიალების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარი მუდმივ მოძრაობაშია, ამიტომ შეუძლებელია ასი პროცენტით ვიყოთ დარწმუნებული მიმართულების არჩევანის სისწორეში. გონივრული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და მოქნილი აზროვნება არის წარმატებული ტრეიდინგის საწინდარი.
მთავარია დროულად შევამჩნიოთ არსებული სიტუაციის ცვლილება და უარი ვთქვათ ცრუ იმედებზე, რომლებიც ყოველთვის ზარალის მიზეზს წარმოადგენენ.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც საჭიროა შევცვალოთ უკვე არსებული პოზიციის მიმართულება.
წამგებიანი პოზიციების შემოტრიალების განხორციელების მიზეზები:
- მოხდა რომელიმე მნიშვნელოვანი დონის გარღვევა, მით უმეტეს თუ გარღვევის მიმართულება არ ემთხვევა ღია ორდერის მიმართულებას;
- კორექცია აშკარად გაჭიანურდა და უკვე მნიშვნელოვნად აღემატება თავის სტანდარტულ ზომებს, ფასმა გადალახა განვლილი მინიმუმი, ან მაქსიმუმი და გააგრძელა მოძრაობა ღია პოზიციის საპირისპიროდ;
- გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არსებული ტენდენციის მიმართულება და ტრენდიც ადასტურებს ამას. იმისათვის, რომ მუდმივად ადევნოთ თვალყური ფუნდამენტალურ ფაქტორებს გამოიყენეთ ფორექსის კალენდარი ან თქვენ ტერმინალში დააყენეთ სიახლეების ინდიკატორი;
- გრძელვადიან ტაიმფრეიმზე ხდება კორექციის დასრულება. მაგალითად, გახსენით ორდერი М15 ტაიმფრეიმზე, ამავე დროს М30 ტაიმფრეიმზე აღმავალი ტრენდია და კურსის დაბლა სვლა М30 ტაიმფრეიმისათვის ჩვეულებრივი კორექციაა. ამ შემთხვევაში ორდერი იხურება მაშინაც კი, როდესაც პოზიცია მომგებიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ უკვე მოგებულს;
როდის არის შემოტრიალება მიზანშეწონილი:
- სავაჭრო დღის დასრულებისას, ბაზრის მუშაობის ბოლო საათებში რთულია სავაჭრო პოზიციის სწორი მიმართულების არჩევა, ვინაიდან ბაზარი საკმაოდ არაპროგნოზირებადია;
- ბაზარი შევიდა ფლეტის მდგომარეობაში, ფასი მოძრაობს ვიწრო დერეფანში და პრაქტიკულად არ იცვლება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სტოპ ლოსის შემცირება, რათა იგი მაშინვე ამუშავდეს, როდესაც მოხდება გარღვევა ორდერის საპირისპირო მიმართულებით;
- მალე გამოქვეყნდება სიახლე სავაჭრო ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ტრენდზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს;
- ახალი პოზიციის მიმართულება არ შეესაბამება დღიურ ტრენდს, ხოლო არსებული მოძრაობა შესაძლებელია ფასის მორიგი უკუსვლა იყოს;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით