მაღალი ნახტომი Kicking – სანთლების ეს კომბინაცია არის საკმაოდ არა ერთმნიშვნელოვანი, ვინაიდან მისი გამოჩენა გრაფიკზე არის, როგორც შემობრუნების, ასევე ტენდენციის გაგრძელების სიგნალი.
ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ ტრენდზე და სანთლური მოდელის სიგრძეზე, სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს მოდელის, ტრენდზე გავლენის ხარისხს.
მიჩნეულია, რომ ტრენდი იმოძრავებს ყველაზე გრძელი სანთლის თანხვედრილი მიმართულებით, ანუ თუ ბაზარზე გაბატონებულია აღმავალი ტრენდი და ჩვენს სანთლურ მოდელში დაღმავალი სანთელი არის უფრო გრძელი, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ტრენდი შემობრუნდება – მაღალია.
მაღალი ნახტომი Kicking – გრაფიკული გამოსახულება
სანთლური მოდელი “მაღალი ნახტომი” (Kicking) გვხვდება ორ ვარიანტში – ხარის (აღმავალი) და დათვის (დაღმავალი). სანთლური კომბინაციის გავლენა ტრენდზე ძლიერდება თუ:
- დათვის მოდელში – დაღმავალი სანთელი უფრო გრძელია.
- ხარის მოდელში – აღმავალი სანთელი უფრო გრძელია.
იმაზე, ემთხვევა, თუ ეწინააღმდება წარმოშობილი მოდელი ტრენდს, დამოკიდებულია მისი გაგრძელება, ან შემობრუნება.
თეორიაში, პოზიციის გახსნისათვის, Kicking -სანთლური მოდელი, სასიგნალოდ გამოიყენება პრაქტიკულად ყველა, მათ შორის სკალპინგურ სტრატეგიებში.
ჩემი გამოცდილებით, ზემოთ აღნიშნული სანთლური მოდელი იშვიათად ჩნდება გრაფიკზე და საკმაოდ წინააღმდეგობრივი სიგნალების გენერატორია. ამასთან ერთად ეწინააღმდეგება გეპის თეორიას. როგორც ვიცით ყველა გეპი იხურება. მე უფრო გეპის თეორიას ვემხრობი, ვიდრე ამ სანთლურ მოდელს. ამიტომ ორდერების გახსნის დროს მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობით. იგი, მე-3 ხარისხის დამადასტურებელ სიგნალად გამოდგება, თუმცა სკალპინგზე, დამოუკიდებლადაც კარგ შედეგებს აჩვენებს. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობრიობისა, ტრეიდერის ცოდნის არსენალში, ეს სანთლური მოდელი აუცილებლად უნდა არსებობდეს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით