საფოსტო მტრედი - ტრენდის შესუსტების სანთლური მოდელი

საფოსტო მტრედი – ტრენდის შესუსტების სანთლური მოდელი

საფოსტო მტრედი – ერთ-ერთი პოპულარული სანთლური მოდელია. ფორექსზე ვაჭრობისას ორდერის სწორად გახსნასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბაზრიდან დროულად გამოსვლასაც. მნიშვნელოვანია არა მარტო მოგების მიღება, არამედ მისი შენარჩუნებაც.

ამიტომ, შემობრუნების მოდელების გარდა, დიდი პოპულარობით სარგებლობენ ის მოდელებიც, რომლებიც ტრეიდერს ატყობინებენ ტრენდული მოძრაობის შესუსტებას.

“საფოსტო მტრედი” არის სანთლური კომბინაცია, რომელიც მიუთითებს არსებული ტენდენციის შესუსტებაზე. იგი ჩნდება დაღმავალი ტრენდის დროს და არის მოკლე პოზიციების დახურვის საფუძველი.

აღნიშნული სანთლური კომბინაციის გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ გრაფიკზე. “საფოსტო მტრედი” ფორმირდება ორი დაღმავალი სანთლისგან. პირველს აქვს გრძელი ტანი, ხოლო მეორეს შედარებით მოკლე, რომელიც მთლიანად (სანთლის ჩრდილებიანად/კუდებიანად) მოქცეულია პირველ სანთელში. უფრო მაღალ ტაიმფრეიმზე ეს კომბინაცია გარდაიქმნება სანთლად, რომელსაც აქვს მოკლე ტანი და გრძელი ქვედა კუდი.

გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული სანთელი ახასიათებს დროის გარკვეულ პერიოდს, ამიტომ შესაძლებელია ითქვას, რომ დაბალ ტაიმფრეიმზე აღინიშნებოდა დინამიური ტრენდი, რის შემდეგაც მოხდა ფასის, ტრენდის საწინააღმდეგოდ ახტომა და შემდეგი სანთელი გაიხსნა მნიშვნელოვანი ფასური წყვეტით. და, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალ ტაიმფრეიმზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია დაღმავალი ტენდენცია, ფასი უკვე ვეღარ გადის დროის დაბალი მონაკვეთის ფარგლებს გარეთ.

საფოსტო მტრედი – გრაფიკული გამოსახულება

საფოსტო მტრედი

მოდელს “საფოსტო მტრედი” ბაზარი შეჰყავს გარკვეულ გაურკვევლობაში. მისი გამოჩენის შემდეგ ბაზარზე შესაძლებელია ფლეტის ვითარება გაბატონდეს, ან დაიწყოს ტრენდის შემობრუნება, თუმცა არსებობს ტრენდის გაგრძელების ალბათობაც. ამიტომ ასეთი გაურვეველი სიტიაციის გამო, მიზანშეწონილია გახსნილი ორდერების დახურვა, ან უზარალობაში გადაყვანა.

ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საყურადღებო სანთლური მოდელია და აუცილებლად გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომლის დროსაც იგი გრაფიკზე ჩნდება, მით უფრო, რომ იგი, ჩემი აზრით ისეთი მნიშვნელოვანი სანთლური მოდელის მაფორმირებელია, როგორიცაა პინბარი – სანთელი მოკლე ტანით და გრძელი კუდით, ამ შემთხვევაში გრძელი ქვედა კუდით. მათ შესახებ საუბარი სხვა სტატიაში გვექნება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით