წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები წარმოადგენს საკმაოდ მარტივ ინსტრუმენტს ფორექსის ბაზარზე.

ისინი, ორდერების გახსნის მომენტზე მიგვითითებენ. როგორც წესი, ყიდვა ხდება მხარდაჭერის ხაზთან, ხოლო გაყიდვა წინააღმდეგობის ხაზთან.

მხარდაჭერის ხაზების მნიშვნელობა და მათი აგება

მხარდაჭერის ხაზები (Support Lines) – აერთებს ფასის მინიმალურ მაჩვენებლებს გარკვეული პერიოდის ინტერვალში – ე.წ. ფასურ მინიმუმებს. მათი აგების დროს მნიშვნელობა ენიჭება დროის ინტერვალს, რომელზეც ხორციელდება ანალიზი. მხარდაჭერის ხაზების აგება ხდება როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან ინტერვალებზე. გრძელვადიანი პერიოდების გრაფიკებზე (დღიური და ზემოთ) დატანილი მხარდაჭერის ხაზები გვიჩვენებენ ტრენდის ქცევის საერთო სურათს. შესაბამისად უფრო დაბალი ტაიმფრეიმების მხარდაჭერის ხაზებს გააჩნიათ უფრო ლოკალური დატვირთვა. იგივე ტექსტი სამართლიანია წინააღმდეგობის ხაზების დახასიათებისას – სარკისებურად საპირისპირო თვისებებით.

მხარდაჭერის ხაზი გამოხატავს იმ რეგიონს, სადაც ხდება ვალუტის ყიდვაზე მიწოდების მნიშვნელოვანი ვარდნა და გაყიდვის მოთხოვნის ზრდა. როგორც წესი მხარდაჭერის დონე გვიჩვენებს იმ საზღვარს, სადაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას და შესაბამისად შესაძლებელია ტრენდის შემობრუნება მოხდეს – საპირისპირო მიმართულებით.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ფასი გაარღვევს მხარდაჭერის ხაზს. ეს განპირობებულია, საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზებით, რომლებიც ვალუტის კურსის ვარდნას იწვევენ. ასეთ შემთხვევაში ხდება მხარდაჭერის ხაზის ე.წ. გადახაზვა (მათი აგება ახლად წარმოქმნილი მინმუმებისა და მაქსიმუმების გათვალისწინებით).

მხარდაჭერის ხაზი არის მთავარი ორიენტირი გაყიდვების ორდერების გახსნისათვის.

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები – გრაფიკული მაგალითი

 

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობის ხაზების მნიშვნელობა და მათი აგება

წინააღმდეგობის ხაზები (Resistance Lines) – აიგება ყველაზე მნიშვნელოვანი ფასურ მაქსიმუმებზე, გარკვეული ინტერვალის განმავლობაში. სწორედ ამ ხაზებთან ხდება ვალუტის ყიდვაზე მოთხოვნის ვარდნა და გაყიდვაზე მიწოდების ზრდა. როგორც წესი, ფასი აისხლიტება ამ ფასური საზღვრისაგან და იწყებს მოძრაობას ქვემოთა მიმართულებით. გაყიდვების ორდერების გახსნა რეკომენდებულია წინააღმდეგობის ხაზებთან.

წინააღმდეგობის ხაზი არის მთავარი ორიენტირი ყიდვების ორდერების გახსნისათვის.

წინააღმდეგობის ხაზების გარღვევა განპირობებულია მნიშვნელოვანი მიზეზებით, რომლებიც კარდინალურად, ან ლოკალურად ცვლიან სიტუაციას ფორექსის ბაზარზე.

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები ერთობლიობაში ქმნიან ე.წ. ფასურ დერეფანს, რომლის შიგნით ხორციელდება ძირითადი სავაჭრო ოპერაციები.

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზების აგება შესაძლებელია, როგორც გრაფიკზე ვიზუალური დაკვირვების შედეგად – ხელით, ასევე მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების ინდიკატორის გამოყენებით. იგი ავტომატურად ხაზავს წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზებს, ამასთან ერთად, ფასის მიერ მათი გარღვევის შემდეგ ახორციელებს ხაზების ე.წ. გადახაზვასაც (ანუ აგებს მათ ახლად წარმოქმნილი მინმუმებისა და მაქსიმუმების გათვალისწინებით).

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მინიმუმები და მაქსიმუმები

მინიმუმები და მაქსიმუმები

მინიმუმები და მაქსიმუმები – ამ ორი მაჩვენებლის მნიშვნელობის როლის შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან სავაჭრო სტრატეგიების, მეთოდების …