შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიურ ტრეიდინგი ფორექსზე მუშაობის ერთ-ერთი დომინირებული სტილია, თუმცა მასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ვაჭრობის ეს სტილი, ტრეიდინგ სივრცეში ფართოდ არის გავრცელებული და ამ მეთოდით ვაჭრობენ, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი და პროფესიონალი ტრეიდერები. დღიურ ინტერვალში ვაჭრობა შედარებით უფრო ადვილია, ვიდრე გრძელვადიანი პერიოდების სავაჭრო პოზიციების განჭვრეტა, ამიტომაც ფორექსზე სტრატეგიების უმრავლეოსბა გათვლილია ასეთ პერიოდიან სავალუტო ოპერაციებზე.

შიდა დღიური ტრეიდინგის დადებითი მხარეები:
  • მინიმალური დეპოზიტი – ვაჭრობის დაწყება შესაძლებელია პრაქტიკულად რამდენიმე აშშ დოლარითაც კი, მაგრამ დიდი რაოდენობის ოპერაციების განხორციელების შედეგად შესაძლებელია საგრძნობი მოგების მიღება;
  • ბაზარის კონტროლი – ტრეიდერს შეუძლია ფასის მოძრაობის ნებისმიერი ცვლილების კონტროლი და შესაბამისად ბაზარზე განვითარებულ სიტუაციაზე დროული რეაგირება;
  • საკომისიო გადასახადის (სვოპი) არ არსებობა – ტრეიდერის ანგარიშს არ ერიცხება საკომისიო გადასახადი პოზიციის შემდეგ დღეზე გადატანისთვის, რაც ასევე ზრდის მოგების ბალანსს;
  • შიდა დღიური ტრეიდინგისთვის ვაჭრობის მეთოდების და სტრატეგიების ფართო არჩევანი – სკალპინგი, ვაჭრობა სიახლეებზე, ვაჭრობა გარღვევაზე და ა.შ.;
შიდა დღიური ტრეიდინგის ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს შრომის ინტენსივობა. თუ გრძელვადიანი სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად, ტრეიდერს დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ერთხელ უწევს ბაზრის ღრმა კვლევის ჩატარება და შემდეგ გახსნილი ორდერის დევნა, შიდა დღიური ვაჭრობისას საჭიროა მუდმივ რეჟიმიანი ანალიზი და ყურადღება.
შიდა დღიური ვაჭრობის მეთოდები

არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ ამავე დროს ეფექტური მეთოდები შიდა დღიური ვაჭრობისათვის:

  • სკალპინგი – ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პოპულარული სავაჭრო მეთოდია. საგრძნობი მოგების მიღებისათვის რეკომენდებულია დეპოზიტზე დიდი რაოდენობის თანხა, მაღალი ლოტი და მაღალი საკრედიტო მხარი. დღის განმავლობაში იხსნება დიდი რაოდენობით (რამდენიმე ათეულიც კი) სავაჭრო ოპერაცია, რომელთა მინიმალური მოგება 2-3 პუნქტს შეადგენს, მაგრამ ზემოთაღნიშნული პარამეტრების ერთობლიობით მიიღწევა კარგი ფინანსური რეზულტატი. სკალპინგურ სტრატეგიებს ერთ დღეში შეუძლიათ დეპოზიტის 50%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა, მაგრამ ამ მეთოდს მაღალი ხარისხის რისკიც ახლავს თან;
  • ვაჭრობა სიახლეებზე – ერთი სავაჭრო პოზიციიდან საშუალოდ 50 პუნქტის მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ მეთოდით ვაჭრობისათვის საჭიროა ტერმინალში სიახლეების ინდიკატორის ჩატვირთვა, ან ამ საიტის ფორექს კალენდრის გვერდის გამოყენება. ორივე ინსტრუმენტის მუშაობის სტილი თითქმის ერთი და იგივეა. ორივე გვიჩვენებს მოსალოდნელი ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნების თარიღს და დროს. სიახლეების ინდიკატორის და ფორექს კალენდარის გამოყენების მარტივი ალგორითმი შემდეგია: ვთქვათ ვვაჭრობთ სავალუტო წყვილზე EUR/USD. გამოქვეყნდა ევროსთვის უარყოფითი სიახლე. ასეთ ვითარებაში, უმრავლეს შემთხვევაში ევროს კურსი უნდა დაეცეს, შესაბამისად სავალუტო წყვილის EUR/USD კურსიც ეცემა, ამიტომ უნდა გაიხსნას გაყიდვის ორდერი, ხოლო იმ მომენტში, როდესაც კურსის მოძრაობა შეიცვლება საპირისპირო მიმართულებით – გახსნილი ორდერი უნდა დაიხუროს;
  • არხები – კლასიკური არხი წარმოადგენს წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის პარალელური ხაზების ერთობლიობას. არხებით ვაჭრობისათვის, პირველ რიგში საჭიროა მათი აგება, რომლის შესაძლებელია, ხელით ან არხების აგების არასტანდარტული ინდიკატორების გამოყენებით. ვაჭრობა ხდება არხის გარღვევაზე, ან ასხლეტაზე. პირველ შემთხვევაში ორდერი იხსნება მაშინ, როდესაც ფასი გადაკვეთს/გაარღვევს არხის ერთ-ერთ ხაზს, ხოლო მეორე შემთხვევაში – როდესაც არხის რომელიმე საზღვარი აისხლეტს ფასს და მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით დაიწყებს;
  • ინდიკატორული სტრატეგიებს – განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ფორექსის ბაზარზე, შესაბამისად მათ ტრეიდერების დიდი არმია იყენებს, ამიტომაც და თვით სტრატეგიების დახვეწილი ალგორითმიდან გამომდინარე, ისინი საკმაოდ ეფექტურები არიან;

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ შიდა დღიური ტრეიდინგი არის ფორექსზე მუშაობის საუკეთესო არჩევანი. გარდა იმისა, რომ შიდა დღიური ტრეიდინგი დინამიური და რეალური შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა, მის გარეშე შეუძლებელია ფორექსის ბაზრის მუშაობის არსის გაგება და შეცნობა. ამიტომ, ვინც ფორექსზე ყოველდღიურად არ ვაჭრობს – ეჭვი მეპარება, რომ მან რაიმე რეალურ წარმატებას მიაღწიოს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წარმატების გასაღები ფორექსზე

წარმატების გასაღები ფორექსზე

ცნობილია, რომ ფორექსის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მის რეკლამას შეხვდებით ყველა ხელმისაწვდომ საინფორმაციო საშუალებებში.