დაღმავალი ტრენდი არის ფასის მოძრაობა დაღმავალი მიმართულებით – კლებისკენ. ტერმინალში სამხრეთის მიმართულებით. ასეთი მოვლენა ხდება დროის გარკვეულ ინტერვალებში.
დაღმავალი ტრენდი მიუთითებს იმაზე, რომ ბაზური ვალუტის ფასი იკლებს კოტირებულ ვალუტასთნ მიმართებაში. ასეთი ვითარების დროს ტერმინალის გრაფიკზე კარგად ჩანს თუ როგორ მიემართება ფასი ქვედა მარჯვენა კუთხისკენ.
დაღმავალ ტრენდს დათვის ტრენდსაც უწოდებენ. ამ დროს ფასი მუდმივად ეცემა, ასეთ სიტუაციაში ტრეიდერების უმრავლესობა ასევე მუშაობს ფასის უფრო მეტად დაწევისთვის. ასეთი მდგომარეობა მიიღწევა მასიური გაყიდვების გარიგებების განხორციელებით, შესაბამისად საბაზო ვალუტაზე მოთხოვნა მცირდება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დაღმავალი ტრენდის გაგრძელებას და ფასის დაცემას.
დაღმავალი ტრენდი (ისევე როგორც სხვა სახის ტრენდები) არასდროს არის სწორხაზოვანი. დაღმავალი ტრენდის ხაზი წარმოადგენს მრუდს რომელიც მიემართება ქვემოთკენ. ამ დროს ყოველი ახალი ლოკალური მინიმუმი გრაფიკზე უფრო დაბლა მდებარეობს ვიდრე უკვე განვლილი (უკანა) მინიმუმი, იგივე ითქმის დაღმავალი ტრენდის ლოკალურ მაქსიმუმებზეც – ლოკალური მაქსიმუმების ტენდენციაც დადაბლება უნდა იყოს. როდესაც გრაფიკზე ვამჩნევთ საპირისპირო ტენდენციას ე.ი. ფასი შემობრუნდა საპირისპირო მიმართულებით ან ხდება კორექცია.
როგორც წესი დაღმავალი ტრენდის დროს მიზანშეწონილია გაყიდვები. ამასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ როდესაც ორდერი იხსნება მაშინ როცა ფასი უახლოვდება რაიმე მხარდაჭერის დონეს, უმრავლეს შემთხვევებში უნდა ველოდოთ ლოკალური ან გლობალური ტენდენციის ცვლილებას კორექციის ან ფასის შემობრუნების სახით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სტოპ ლოსის ამუშავებას და შესაბამისად ზარალს. ამიტომ ორდერების გახსნის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დაღმავალი ტენდენციის ხანგრძლივობა, სად იმყოფება ფასი მოცემულ მომენტში და რა მდგომარეობაში იმყოფება ბაზარი (გაჯერებული ყიდვების, თუ გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობა). მხოლოდ ამ ფაქტორების გაანალიზებისა და დადასტურებული სიგნალების არსებობის შემთხვევაში უნდა გაიხსნას გაყიდვის ორდერი.
დაღმავალი ტრენდი – გრაფიკული მაგალითი
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ფასის მოძრაობა არასოდეს არის სწორხაზოვანი და ყოველთვის ხდება უკუსვლები, ამიტომ დაღმავალი ტრენდის დროს ასევე შესაძლებელია ყიდვის გარიგებების განხორციელებაც. მთავარია სწორად ამოვიცნოთ მომენტი, როდესაც ფასი ახალი ზიგ ზაგის მოხაზვას დაიწყებს და დროულად გავხსნათ და დავხუროთ ორდერი. ასეთი სტილის ვაჭრობის მეთოდს ზოგადად – უკუსვლებზე ვაჭრობის მეთოდს უწოდებენ, რომელიც საკმაოდ რისკიანია და ამ ალგორითმის სტრატეგიებს შესაძლებელია გაეცნოთ რუბრიკაში – ფორექსის სტრატეგიები.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით