Derivatives (დერივატივი) – არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, გარიგებაში მონაწილე მხარეებს ენიჭებათ გარკვეული უფლებები, რომელთა მიხედვითაც ერთი მხარე ვალდებულია მიაწოდოს მომავალში მეორე მხარეს გარკვეული აქტივი. ასეთ აქტივებად გვევლინება – აქციები, სავალუტო ლოტები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
დერივატივი ისეთი ინსტრუმენტია როგორიცაა – ფიუჩერსი, ფორვარდი, ოფციონი, სვოპი. მისი ფასი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომლებიც თავის მხრივ ზემოქმედებენ მის ცვლილებაზე.
აღნიშნული ინსტრუმენტის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ანგარიშსწორება ხორციელდება მომავალში, რაც იძლევა როგორც მიწოდების გარანტიას, ასევე საქონლის ან სხვა აქტივის გაყიდვის საშუალებას.
Derivatives (დერივატივი) – ფასზე გავლენის ფაქტორები:
- თავად ფინანსური აქტივის ფასის ცვლილება, რომელიც საფუძვლად უდევს დერივატივს, მაგალითად ვალუტის ფასის ცვლილება და საქონლის გაძვირება, გამოწვეულია თავად ამ საფუძვლის კურსის ცვლილებაზე რომელიც მოლაპარაკებულია დერივატივში;
- არაპირდაპირი ფაქტორები – საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ამა თუ იმ დოზით ცვლის აქტივის მიმზიდველობას. საბაზისო ცვლადების ცვლილება, როგორებიცაა საკრედიტო რეიტინგი, პოლიტიკური სიტუაცია, უმუშევრობის ზრდა და ა.შ. ანუ ყველაფერი ის რამაც შესაძლებელია გარიგების საგნის ფასის ცვლილება გამოიწვიოს;
აღნიშნული ინსტრუმენტი მიეკუთვნება მეორად საფინანსო ბაზარს. პირველად ბაზარს მიეკუთვნება თავად საგანი, რომელზეც საუბარია თავად დერივატივში – ოქრო, ვალუტა ნავთობი და ა.შ.
Derivatives (დერივატივი) – პრაქტიკაში გამოყენების მაგალითი:
- ფორექსზე დადებულია ევროს მიწოდების გარიგება აშშ დოლარის ფასად;
- ფასი: 1. 4000 აშშ დოპარი = 1 ევრო;
- ჯამური მოცულობა: 1000 ევრო;
- მიწოდების ვადა: 30 დღე;
ამ დერივატივის ნომინალური ღირებულებაა 1400 აშშ დოლარია, ევროს კურსის ცვლილების პირობებში (აღმასვლა, ან ვარდნა), გარიგების ფასიც იქნება ცვალებადი – შესაბამისად აიწევს ან დაიწევს. აღნიშნული კონტრაქტის ყიდვის შედეგად კონტრაგენტი აზღვევს გარიგებას და იზღვევს თავს ვალუტის კურსის ცვლილებისაგან.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით