ფორექსზე სავაჭრო ოპერაციების განხორციელება დაკავშირებულია რისკებთან, მათ შორის უმთავრესია – სრული დეპოზიტის დაკარგვა, თანაც ეს ყოველთვის არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ტრეიდერმა უყურადღებოდ დატოვა ჩართული ტერმინალი.
ძალიან ხშირად, ტრენდი მომენტალურად იცვლის მიმართულებას საპირისპირო მხარეს. ასეთ არასასიამოვნო მომენტებში, დეპოზიტის სრული დაკარგვისაგან, ტრეიდერს იხსნის მხოლოდ სტოპ ლოსის დაყენება.
სტოპ ლოსი – არის გარიგების დახურვის გადადებული ორდერი, თუ ფასი მიაღწევს გარკვეულ/მითითებულ ნიშნულს. იგი ამუშავდება ნებისმიერ შემთხვევაში და არ აქვს მნიშვნელობა – ჩართულია თუ გამორთული სავაჭრო ტერმილი.
ყიდვის გარიგების შემთხვევაში Stop Loss ორდერი უნდა დადგეს ყიდვის ფასის ქვემოთ. ანუ თუ ვიყიდეთ კურსით 1.4035, მაშინ სადაზღვევო ორდერი უნდა დადგეს მის ქვემოთ, მაგალითად 1.4025 დონეზე. ასეთ ვითარებაში, თუ ფასი გარიგების დადებითი მიმართულების საპირისპიროდ წავა, ანუ ფასი დაიწყებს ვარდნას, ანუ ფასი ჩვენ საწინააღმდეგოდ წავა და მიაღწევს მითითებულ ნიშნულს (1.4025), მაშინ ორდერი ავტომატურად დაიხურება და დაფიქსირდება წაგება. ამ კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში ტრეიდერის წაგება იქნება 10 პუნქტი.
გაყიდვის გარიგების შემთხვევაში stop loss ორდერი უნდა დადგეს გაყიდვის ფასის ზემოთ. ანუ თუ გავყიდეთ კურსით 1.4035, მაშინ სადაზღვევო ორდერი უნდა დადგეს მის ზემოთ, მაგალითად 1.4045 დონეზე. ასეთ ვითარებაში, თუ ფასი გარიგების დადებითი მიმართულების საპირისპიროდ წავა, ანუ ფასი დაიწყებს ზრდას, ანუ ფასი ჩვენ საწინააღმდეგოდ წავა და მიაღწევს მითითებულ ნიშნულს (1.4045), მაშინ ორდერი ავტომატურად დაიხურება და დაფიქსირდება წაგება. ამ მაგალითის შემთხვევაშიც ტრეიდერის წაგება იქნება 10 პუნქტი.
სტოპ ლოსის რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია ფასის რყევის ძალაზე. თუ რყევა მინიმალურია, მაშინ შესაძლებელია რომ სტოპ ლოსის ზომა დავაყენოთ დაბალ ნიშნულზე – რამდენიმე პუნქტის ოდენობით, მაგალითად 10 პუნქტი. მთავარია, სტოპ ლოსი ისეთი მცირე ზომის არ იყოს, რომ ფასმა შემთხვევით აარტყას მას და გაუმართლებელი ზარალით დაიხუროს გარიგება.
შესაძლებელია ითქვას, რომ სტოპ ლოსის ოპტიმალური რაოდენობაა – 25-30 პუნქტი, თუმცა ყველაფერი მაინც კონკრეტულ საბაზრო სიტუაციაზე, სავაჭრო სტრატეგიასა და ვაჭრობის მეთოდზეა დამოკიდებული. სტროპ ლოსის დაყენების უამრავი ვარიანტი არსებობს. ძირითადად მისი ზომა დამოკიდებულია კონკრეტული სავაჭრო სტრატეგიის ალგორითმზე, თუმცა ყველა ვარიანტში იგი უნდა დადგეს კაპიტალის მართვისა და ბაზრის რეალური სიტუაციის გათვალისწინებით.
თუ გარიგება წარმატებულია, ფასი დაგეგმილი მიმართულებით მიდის და მოგებამ პუნქტების გარკვეულ რაოდენობას მიაღწია, მაშინ შესაძლებელია სტოპ ლოსი “გადავაჩოჩოთ” უზარალობის ზონაში. ამ გზით გამოვრიცხავთ წაგების რისკს. ხოლო თუ მოგების ზრდასთან ერთად, გარიგების მიმართულებით პერიოდულად მივაჩოჩებთ სტოპ ლოსსაც, მაშინ ვუზრუნველყოფთ გარანტირებული მოგების ფიქსაციას.
ზოგჯერ, სტოპ ლოსის მაგივრად გამოიყენაბა ტრეილინგ სტოპი, მაგრამ ამ შემთხვევაში სტოპ ლოსის მინიმალური რაოდენობა იქნება 15 პუნქტი (სავაჭრო ტერმინალის საწყისი კონფიგურაცია), თუმცა მისი გადაჩოჩება ავტომატურ რეჟიმში მოხდება. ესეთი მეთოდი მუშაობს მხოლოდ ჩართული სავაჭრო ტერმინალის პირობებში. ამიტომ სავაჭრო გარიგების მოქმედების პერიოდში კომპიუტერი მუდმივად უნდა იყოს ჩართული, ჰქონდეს ინტერნეტ წვდომა და შესაბამისად უნდა მუშაობდეს სავაჭრო ტერმინალი.
ალტერნატიულ ვარიანტში, ტრეიდერს არენდირებული უნდა ჰქონდეს ვირტუალური სერვერი, სადაც დაინსტალირებული იქნება მისი სავაჭრო ტერმინალი. ამ შემთხვევაში, მას შედეგ რაც ტრეიდერი მიუთითებს ტრეილინგ სტოპის პარამეტრებს, მას შეუძლია გათიშოს საკუთარი კომპიურეტი, ვინაიდან არენდირებული სერველი მუდმივად ფუნქცუინირებს და მასზე დაინსტალირებული სავაჭრო ტერმინალი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ტრეიდერის მიერ წინასწარ მითითებულ ყვლა ბრძანებას.
სტოპ ლოს ორდერი მარტივი და ქმედითი ინსტრუმენტია, რომელიც ფორექს ტრეიდიგში ზარალის მინიმიზაციის საუკეთესო მეთოდია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით