Technical analysis/ტექნიკური ანალიზი/Теханализ форекс – წარმოადგენს პროგნოზირების მეთოდს. გამოიყენება ფორექსის ბაზარზე მომავალი მოვლენების განსაზღვრისათვის – ფასის გრაფიკების, ფინანსური აქტივების ანალიზისა და ტექნიკური ინდიკატორების მეშვეობით.
ტექნიკური ანალიზის საფუძველს წარმოადგენს – დროის მონაკვეთები და ტრენდის მოძრაობის გრაფიკები.
სწორედ რომ, ტრენდის გრაფიკების ტექანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მაქსიმალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება მიმდინარე მომენტში ფორექსის ბაზარზე. ტრენდული მრუდის სახით გრაფიკზე გამოსახული სავალუტო წყვილის ფასი, ახასიათებს გარე და შიდა ფაქტორების მოქმედების რეზულტატს.
ტექნიკური ანალიზი საკმაოდ რთულია, ამიტომ დამწყები ტრეიდერისთვის მიზანშეწონილია აირჩიონ ტექანალიზის გარკვეული ერთი მიმართულება. ასეთი მიდგომა ყველაზე ეფექტურია, რადგან ერთი, გარკვეული მიმართულების საფუძვლიანად შესწავლა, ტრეიდინგში შემდგომი წარმატებული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ფორექსზე ტექნიკური ანალიზის ჩატარების ყველაზე მარტივი სახეობაა ტექნიკური ინდიკატორების გამოყენება. სწორედ ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, სავაჭრო პოზიციის გახსნისათვის მივიღოთ ზუსტი სიგნალები, ისე რომ, არ ჩავუღრმავდეთ რთული გამოთვლების თეორიას.
ამ სტატიაში წარმოდგენილია ტექნიკური ანალიზის მოკლე განმარტება. როგორც ავღნიშნეთ ტექანალიზი რთული და მრავლისმომცველი მიმართულებაა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტის ორ რუბრიკაში – ტექნიკური ანალიზი (ფორექსის სწავლების კურსის ფარგლებში) და ტექნიკური ანალიზი (პრაქტიკული ტრეიდინგის თვალსაზრისით).
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით