Hard Currency/თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა/Свободно конвертируемая валюта

Hard Currency/თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა/Свободно конвертируемая валюта

Hard Currency/თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა/Свободно конвертируемая валюта – ტერმინი საფუძველს იღებს ლათინური სიტყვისგან Convertere, რაც თარგმანში – ცვლილებას, ან გარდაქმნას ნიშნავს.

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა არის ფულის ნაციონალური ერთეული, რომლითაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია არა მხოლოდ ცალკე აღებული ქვეყნის ფარგლებში, სადაც ეს ვალუტა ოფიციალურად არის ბრუნვაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ასეთი ვალუტა, ანგარიშსწორებისათვის მიიღება ნებისმიერ ქვეყანაში. ანგარიშსწორების დროს ხდება მისი კონვერტაცია მოცემული ქვეყნის ვალუტაში, სადაც ხდება თავად ანგარიშსწორება.

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა გამოიყენება ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციებში და მისი გამოყენების თვალსაზრისით არ არსებობს განსაკუთრებული შეზღუდვები, გარდა იმისა, რომლებსაც აწესებენ ქვეყნების მთავრობები, საკუთარი ნაციონალური ვალუტის კურსის დასაცავად.

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მისი კურსი ყალიბდება მხოლოდ ღია ვაჭრობის გზით, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე. ასეთი ვალუტების მფლობელი სახელმწიფო ხელოვნურად არ ზღუდავს ნაციონალური ვალუტის ფასს და არ აწესებს ვალუტის ღირებულების დერეფანს – ზედა და ქვედა ზღვრის მითითებით.

სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის ერთადერთი ვარიანტი შესაძლებელია იყოს ნაციონალური ბანკის ინტერვენცია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოქმედება უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ საბაზრო მეთოდებით. ნაციონალური ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდების ზრდით ვალუტის ფასი იკლებს, ხოლო ვალუტის შესყიდვის გზით ბრუნვაში არსებული ვალუტა მცირდება, შესაბამისად მისი ფასი იზრდება. არსებობს ვალუტის კურსზე ზემოქმედების სხვა მეთოდებიც, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა.

თითქმის ყველა ნაციონალური ვალუტა რაღაცა დოზით კონვერტირებადია, მაგრამ თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა მხოლოდ ისაა, რომლის მიმართაც, საერთაშორისო მასშტაბით არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა, მიმდინარე ფინანსური ოპერაციების განხორციელებისათვის.

მსოფლიოში არსებობს 17 თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა. მათ შორის ყველაზე ცნობილია:

  • აშშ დოლარი;
  • ევრო;
  • ფუნტი;
  • კანადური დოლარი;
  • იაპონური იენა;

ამ სიაში ცალკე ადგილი უკავია იმ ვალუტებს, რომლებიც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობისათვის სარეზერვო ვალუტას წარმოადგენენ. სავალუტო რეზერვების დახმარებით ხდება ნაციონალური ვალუტის კურსის სტაბილიზაცია. ამჟამად ასეთ ორი ვალუტაა – აშშ დოლარი და ევრო. სხვა ვალუტებშიც ხდება რეზერვების შევსება, თუმცა მათი წილი მსოფლიო მასშტაბით შედარებით მცირეა.

ფორექსზე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებზე, სწორედ ისინი არიან მეტად ლიკვიდურები, რის გამოც შესაძლებელი ხდება მათი სწრაფი ურთიერთგადაცვლა.

ზემოთ აღწერილი ვალუტების სიის გასაცნობად წაიკითხეთ სტატია – “მსოფლიოს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები“.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით