Oscillator/ოსცილატორი/Осциллятор – არის ტექნიკური ინდიკატორი, რომელიც ფართოდ გამოიყენება საფინანსო ბაზრების ტექნიკური ანალიზის პროცესში.
ოსცილატორი წარმოადგენს რხევის ტემპის მრუდს, რომელიც ხდება ნულოვანი დონის ირგვლივ, ან 0 %-დან 100 %-ის ინტერვალში.
ოსცილატორის აზრობრივი დატვირთვა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ფასის წარმოებულს გარკვეული პერიოდის გადანაცვლებით.
ფორექსის ბაზარზე ოსცილატორის მაჩვენებელი არის მეორადი მნიშვნელობის, ვინაიდან მისი სიგნალები საჭიროებენ დადასტურებას სხვა ინდიკატორების სიგნალებით, ტრენდული მოდელის ბაზრებზე.
ტექნიკური ინსტრუმენტების აღნიშნული ვარიანტი, საშუალებას იძლევა არა მარტო გაანალიზდეს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა, არამედ გავიხედოთ უფრო წინ. ზოგჯერ მისი მეშვეობით შესაძლებელია დროულად მოვძებნოთ ტრენდის შემობრუნების საწყისი ეტაპი, ან მივიღოთ ინფორმაცია არსებული ტენდენციის შესუსტების შესახებ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით