Range Forex ფორექს დიაპაზონი Диапазон форекс

Range Forex/ფორექს დიაპაზონი/Диапазон форекс

Range Forex/ფორექს დიაპაზონი/Диапазон форекс – ეწოდება საწყის და საბოლოო წერტილებს შორის მონაკვეთს-სეგმენტს. წერტილებად მიჩნეულია განვლილი სესიის შესაბამისად ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ფასი.

მთელი სავაჭრო სესიის განმავლობაში, ან არჩეული, ან მოცემული პერიოდის მონაკვეთში კურსის ცვლილება ყოველთვის მოქცეულია ფასის ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი მაჩვენებლების გარკვეულ დიაპაზონში.

სხვაგვარად ფორექსის დიაპაზონს – ფასთა გაშლას უწოდებენ. მისი განსაზღვრა საჭიროა ბაზრის პერსპექტიული მოძრაობის პროგნოზირებისთვის.

ფორექსის დიაპაზონი პრაქტიკულ ვაჭრობაში გამოიყენება ტეიკ პროფიტებისა და სტოპ ლოსების დაყენებისთვისაც.

სტოპ ლოსი – გარკვეულ ტაიმფრეიმში, ფასის მოძრაობის დიაპაზონის გათვალისწინებით შესაძლებელია მოიძებნოს ის დონე, რომლის მიღწევის შემდეგ შესაძლებელია ტრენდის შემობრუნება. მაგალითად, ტრენდის რხევის სიგანე უკუსვლების გათვალისწინებით შეადგენს მიახლოვებით 20 პუნქტს, თუ რხევა იქნება უფრო მეტი, მაშინ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ტრენდი შემობრუნდეს. სწორედ ამ დონეზე უნდა განთავსდეს სტოპ ორდერი.

ტეიკ პროფიტი – ამ შემთხვევაშიც ფორექსის დიაპაზონის გათვალისწინება თამაშობს გადამწყვეტ როლს, მით უფრო თუ ტრეიდერი გეგმავს დახუროს ორდერი, დაუყოვნებლივ, ფასის სასურველი მიმართულებით პირველივე მოძრაობის შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ დროის ყოველი მონაკვეთისთვის არსებობს ფასის საკუთარი გაშლა. მაგალითად, М1 პერიოდისთვის ის შესაძლებელია იყოს რამდენიმე პუნქტი, ხოლო Н4 პერიოდისთვის შეადგენდეს რამდენიმე ათეულ პუნქტს. ამიტომ დიაპაზონების გამოთვლის შედეგად მიღებული მაჩვენებლები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ შესაბამისი დროის მონაკვეთისთვის.

ასევე ფასის გაშლის მაჩვენებელი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაზარზე შესვლის წერტილების მოძიებისთვის. ამისათვის ყველაზე კარგი მომენტებია ფორექსის დიაპაზონის უკიდურესი წერტილები.

Range Forex/ფორექსის დიაპაზონი/Диапазон форекс

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით